"თუ გუნდში ფეხბურთელი არ არის, გუნდს შედეგს ვერ მოსთხოვ..."
გორის "დილადან" რუსეთში, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გადასული ლაშა სალუქვაძე 27 იანვარს "დილა"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩზე ვნახეთ.
სალუქვაძის გარდა, "დილადან" ამ რუსულ გუნდში კიდევ გოჩა ხოჯავა და მწვრთნელი გიორგი დარასელია გადავიდნენ. "სკა-ენერგიაში" მივიდნენ ოთარ მარცვალაძე და შოთა გრიგალაშვილიც.
მოკლედ, ხაბაროვსკული კლუბი ქართველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის.
...და როგორ აღმოჩნდა ამ გუნდის ფეხბურთელი სალუქვაძე "დილა"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩზე? ლაშასთან საუბარი აქედან დავიწყეთ.
- "სკა ენერგიას" შეკრებაზე ვახლდი ისრაელში. რამდენიმე დღე შესვენება გვაქვს და აქ ჩამოვედი. გუნდი ისევ ისრაელში იქნება 29 იანვრამდე, 5 თებერვლიდან კი კვიპროსზე წავალთ შეკრებაზე და ტურნირზეც ვითამაშებთ.
- როგორ შეეწყვე ახალ გუნდს, როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- ჯერ შეთამაშება გვაკლია. ისე კი, შთაბეჭდილება კარგი დამრჩა. ამ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ადრეც ვიცნობდი.
- რა გაქანების კლუბი უნდა იყოს "სკა-ენერგია"?
- გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლას ისახავს მიზნად და ქართველებიც მაგიტომ მივედით "სკა-ენერგიაში". ამ კლუბს ალბათ აქვს საიმისო პირობები, რომ პრემიერლიგაშიც ნორმალურად გააგრძელოს არსებობა. თუ სათანადო შესაძლებლობები არ გაქვს, პრემიერლიგაში სხვანაირად ვერ იქნები - ეს ყველას კარგად ესმის.
- ჩვენმა ფეხბურთელებმა როგორ წარმოაჩინეს თავი "სკა-ენერგიას" პირველ შეკრებაზე ისრაელში?
- ხოჯავას და მარცვალაძეს ტრავმა ჰქონდათ და გარკვეული დრო გაუცდათ, მაგრამ ნელ-ნელა შევლენ ფორმაში; გრიგალაშვილიც უკეთესად ათამაშდება. მომდევნო, კვიპროსულ შეკრებაზე ყველაფერი უფრო კარგად გამოჩნდება.
- ხაბაროვსკი რუსეთის ევროპული ნაწილისგან ძალიან შორს არის. ალბათ, შენც გახსოვს, გიორგი ლომაია რომ თამაშობდა ვლადივოსტოკის "ლუჩში" და თუ რა ტიპის პრობლემები ჰქონდა: თვითმფრინავით მგზავრობა დიდ დისტანციაზე, დიდი განსხვავებაა ხაბაროვსკის და მოსკოვის ლოკალურ დროშიც... როცა "სკა-ენერგიაში" გადასვლას დათანხმდი, რამდენად გათვალისწინებული გქონდა ეს ყველაფერი?
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ფეხბურთელზე იმოქმედებს. ვიცი, რა ძნელიც არის ყოველივე, მაგრამ ეს სპორტია; სადაც მოგიწევს გადასვლა, იქ უნდა ითამაშო. მოკლედ, ამ ფაქტორს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციო, სეზონის ბოლომდე 13 მატჩი გვაქვს დარჩენილი და ეს არც ისე ბევრია.
- ქართველებმა ამ კლუბთან ექვსთვიან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და თუ პრემიერლიგაში ვერ გადავალთ, ალბათ, წამოვალთ "სკა-ენერგიადან".
- რუსეთში ადრეც გითამაშია: ყაზანის "რუბინში" - ხუთი წელი, 2011/12 წლებში კი - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში". როგორ ფიქრობ, რუსეთის პირველი ლიგა ძნელი სათამაშო იქნება?
- ამბობენ, რუსეთის პირველი ლიგა საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატიაო. პირველ ლიგაში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რუსეთის პრემიერლიგაში რომ უთამაშია და ამის გათვალისწინებითაც, პირველი ლიგა ძნელი სათამაშო იქნება. საკმაოდ კარგი გუნდები არიან თავმოყრილნი.
- ეროვნულ ნაკრებში 30 მატჩი გაქვს ჩატარებული. გორის "დილამ" შარშან ევროპალიგის შესარჩევში რომ ითამაშა, ნათლად გამოჩნდა, გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ფასეული ფეხბურთელი იყავი. ევროსარბიელი კი ყველაფრის კარგი ინდიკატორია. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ნაკრებში აღარ გიწვევენ...
- "დილას" ბირთვს ისეთი ფეხბურთელები შეადგენდნენ, რომ ევროსარბიელზე თამაში არ გამჭირვებია. რაც შეეხება ნაკრებს, რაც წლები გადის, გამოცდილება მემატება და ვფიქრობ, ნაკრებშიც უკეთესად ვითამაშებდი. ასაკიც ისეთი მაქვს, რომ სანაკრებო დონეზე გამოსვლა ისევ შემიძლია.
- შარშან საქართველოს ჩემპიონატს რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი - როგორი გამოდგა ჩვენი ჩემპიონატი უწინდელთან შედარებით?
- როცა თბილისის "ლოკომოტივის" და "დინამოს" ფეხბურთელი ვიყავი, საქართველოს ჩემპიონატში უფრო გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ვიდრე ახლა. მაშინ კარგი გუნდიც ბევრი იყო: "დინამო", "ლოკომოტივი", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია", "სიონი"...
ახლა უფრო ახალგაზრდებზე აკეთებენ აქცენტს ქართული კლუბები.
თუ ახალგაზრდას გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები არ ჰყავს, წინ ვერ წავა, ერთ ადგილზე გაჩერდება, ჩემპიონატი კი "პრიმასტერების" ტურნირს დაემსგავსება.
- ყველაზე უფრო რომელი ქართული გუნდი მოგწონს ამ დროისთვის?
- "დილას" გარდა, რომელმაც ზედიზედ თერთმეტი მატჩი მოიგო, გამოვარჩევდი "ტორპედოსაც". გია გეგუჩაძე გუნდს კარგ ფეხბურთს ათამაშებს, მაგრამ დგება ისეთი გადამწყვეტი მომენტი, როცა ფეხბურთელის გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს.
მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრეში გამოჩნდა, რომ "დინამო" მართლაც გამორჩეული გუნდია, ფეხბურთელები უფრო კარგად შეთამაშდნენ და გამოცდილებამაც თავი იჩინა. თუ გუნდში ფეხბურთელი არ არის, შედეგს ვერ მოსთხოვ...
- უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გითამაშია და კარგად იცი, თუ რა სჭირდება ასეთი შედეგის მიღწევას. როგორ ფიქრობ, ყველაზე უფრო რა დააკლდა "დილას" შარშან ევროპალიგის ჯგუფში გასასვლელად?
- "დილას" არ გაუმართლა. "მარიტიმუსთან" სტუმრად შეხვედრაში, ფაქტობრივად, უთავდამსხმელოდ დავრჩით. არადა, იქ ერთი გოლიც რომ გაგვეტანა...
თბილისში, როცა ანგარიში 0:0 იყო, ორჯერ გავარტყით ბურთი ძელს. ისიცაა, რომ "დილა" ახალშექმნილი გუნდი იყო...
საერთო ჯამში, "დილა" ევროსარბიელზე მაინც კარგად გამოვიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სკა-ენერგიამ" ქართველი ფეხბურთელები ოფიციალურად გაიფორმა
სერგეი ფელდმანი: გიორგი დარასელიასთვის ავტორიტეტები არ არსებობენ
ლაშა სალუქვაძე: "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტს ისრაელში გავაფორმებ
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სპორტინგთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს