უკრაინისა და რუსეთის ნაკრებების ფინალურ შეხვედრაში ირაკლი მესხიამ, დავით იაშვილმა და ბადრი აქუბარდიამ ითამაშეს
სანკტ-პეტერბურგში დასრულდა "თანამეგობრობის თასის" გათამაშება. ფინალში ერთმანეთს მასპინძელი რუსეთი და უკრაინა დაუპირისპირდნენ.

ამ ქვეყნის გუნდების მატჩები ყოველთვის დაძაბულობითა და პრინციპულობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა: რუსების ჩაწოდების დროს, ბურთის მოგერიებისას საკუთარ კარში უკრაინელთა ქართველმა, დავით იაშვილმა ჩაჭრა.

კალიტვინცევისა (14) და ივანკოს (64) დარტყმის შემდეგ უკრაინელები მაინც დაწინაურდნენ, მაგრამ პანიუკოვის (38, 75) დუბლითა და მახმუდოვის (90+5) პენალტით რუსებმა გაიმარჯვეს (4:2) და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმა სამივე ქართველი ათამაშა: მცველი დავით იაშვილი ძირითადში დააყენა; მეორე მცველი ბადრი აქუბარდია მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და მწვრთნელმა 94-ე წუთზე მეკარის გაძევების გამო მეორე მეკარით შეცვალა.

ირაკლი მესხია კი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო და კოვალეცმა 73-ე წუთზე ტრავმის გამო გაიყვანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა