"კანტუ" გამოსასყიდის სახით თურქული კლუბისგან 500 ათას ევროს მიიღებს
მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას თურქულ გრანდში გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა კონტრაქტი სტამბულის "გალათასარაისთან" გააფორმა.

ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით თურქული და იტალიური ვებ-გამოცემები, ასევე, ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი საკალათბურთო პორტალი eurobasket.com იტყობინება. მარკოიშვილმა "გალათასარაისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაციის თანახმად, მარკოიშვილი 28 იანვარს ჩავა სტამბულში და თავის ახალ გუნდს შეუერთდება.

ქართველი ფორვარდი "კანტუში" სამწლიანი კონტრაქტის ბოლო სეზონს თამაშობდა. ამის გამო "კანტუ" გამოსასყიდის სახით თურქული კლუბისგან 500 ათას ევროს მიიღებს. მარკოიშვილი სტამბულურ კლუბში 2013-2014 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

"გალათასარაიმ", რომელიც ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზეა, მოულოდნელად დაკარგა უკანახაზელი დევიდ ჰოკინსი, რომელსაც სისხლში აკრძალული პრეპარატების კვალი უპოვეს და თამაში აუკრძალეს.

"გალათასარაი", ევროთასთან ერთად, თურქეთის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის. შიდა ჩემპიონატში სტამბულელებს 13 მოგება და 3 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-3 ადგილზე არიან.

მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13 ქულას, 3,3 მოხსნას და 2,1 პასს აგროვებდა.

იგი მოედანზე საშუალოდ 28,6 წუთს ატარებდა. რაც შეეხება ევროლიგას, მანუჩარმა მიმდინარე გათამაშებაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 12,6 ქულა, 2,5 მოხსნა და 1,7 პასი.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა