ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" "მედისონ სკვერ გარდენში" დასანანი მარცხი იწვნია.

აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "ნიუ იორკს" ჯორჯიელები ბოლო წამებამდე ღირსეულად ებრძოდნენ და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით - 104:106 დამარცხდნენ.

ერთ-ერთ ბოლო შეტევაში ჯოშ სმიტმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და არასწორი ბლოკის გამო ქულით მოლიდერე თავისი გუნდის შეტევა გააფუჭა. ამით ისარგებლეს ნიუიორკელებმა და კარმელო ენტონიმ თავისიანები საბოლოოდ დააწინაურა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

ფაჩულიამ 2-ჯერ შეუტია ნიუიორკელთა ფარს და 1 ჩააგდო. ატლანტელთაგან 27 ქულით საუკეთესო ჯეფ ტიგი გახლდათ, ხოლო ჯოს სმიტმა თავი 20 ქულას მოუყარა. ნიუიორკელთაგან 42 ქულით კარმელო ენტონი გამოირჩა.

"ატლანტას" 25 მოგება და 19 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 30 იანვარს შინ, "ტორონტოსთან" გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა