ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XIX ტურის შეჯამება: ასეთი დორტმუნდი უკვე საშიშია!

ბუნდესლიგა. XIX ტურის შეჯამება: ასეთი დორტმუნდი უკვე საშიშია!

მიონხენგლადბახელი ჯანგო, გაშაჰინებული გიუნდოგანი, უიღბლო იტალიელი მცველი და სხვა
იმ დროს, როცა "ბაიერნმა" ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და ჯერ კიდევ უახლოეს მდევარ "ლევერკუზენს" უკვე 11 ქულით უსწრებს, გავიგეთ, რომ ტორბენ მარქსი "ჯანგოზე" გამძლე ყოფილა, ხოლო დენის აოგომ კი 2899 დღის შემდეგ შეძლო მორიგი, რიგით მეორე ბუნდესლიგური გოლის გატანა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტური კიდევ ბევრი რამით იყო საინტერესო.

2899 დღის შემდეგ

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ "ჰამბურგის" მარცხენა მცველ დენის აოგოს, რომელიც ჩრდილოგერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ფინკმა მარცხენა გარემარბად გადააქცია, ძალიან კარგად ახსოვდა და ახსოვს 2005 წლის 19 თებერვალი.

მაშინ აოგო ჯერ კიდევ "ფრაიბურგში" თამაშობდა და "ბოხუმთან" მატჩის მე-80 წუთზე გაიტანა გოლი, რომლითაც "ფრაიბურგმა" ის მატჩი მოიგო. მას შემდეგ აოგოს გოლების ამთვლელი ისევე დუმდა, როგორც "ჰამბურგის" უძველესი საათი, რომელიც არც შეაკეთეს, არც შეცვალეს და არც მისი დემონტაჟი დაწყებულა.

იმ დღიდან ზუსტად 2899 დღის შემდეგ აოგომ კვლავ შეძლო გოლის გატანა და თანაც, "ჰამბურგისთვის" ჩრდილოეთის უმნიშვნელოვანეს დერბიში, ბრემენის "ვერდერთან". ეს აოგოს არც ისე ბრწყინვალე კარიერაში მეორე ბუნდესლიგური გოლი გახლდათ.

ვულოცავთ!

პოკონიოლის დებიუტი

ბელგიელი სებასტიან პოკონიოლი ლიეჟის "სტანდარდიდან" "ჰანოვერში" წინა ოთხშაბათს გადავიდა და "წითლების" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა ამბობდა, ეს კაცი ჩვენს დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებსო.

თავისი შესაძლებლობები პოკონიოლიმ შაბათს მხოლოდ 35 წუთი ამტკიცა, რადგან სწორედ 35-ე წუთზე ვოლფსბურგელ ფაგნერს უშნოდ უთავაზა, რის გამოც მსაჯმა წითელი ბარათი აუფრიალა. პოკონიოლის ახლა საკმარისი დრო ექნება იმისათვის, რომ ჰანოვერში ნორმალური ბინა იპოვოს და ისე მოაწყოს, როგორც უნდა.

ჯანგო კი არა, მარქსი!

ამ ტურის შემდეგ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით იმაში, რომ ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან ყველაზე გამძლე და ამტანი მიონხენგლადბახის "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველი ტორბენ მარქსია.

"ფორტუნასთან" მატჩის დროს, რომელიც "გლადბახმა" 2:1 მოიგო, მარქსმა შუბლი გაიხეთქა, მაგრამ მწვრთნელს შეცვლა კი არ სთხოვა, ზედ მოედანზე დართო ექიმებს იმის ნება, რომ მისი შუბლი "დაესტეპლერებინათ"!

მატჩის რეჟისორმა ეს კადრები, რა თქმა უნდა, ახლო ხედით გვიჩვენა და ვინც არ ან ვერ დათვალა, ვეტყვით, რომ ტორბენ მარქსს შუბლზე სტეპლერით ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი "ნაკერი" დაადეს! უფრო სერიოზულად კი მატჩის შემდეგ მიხედავდნენ...

იტალიელი მარცხენა მცველი

იტალიელ კრისტიან მოლინაროს "შტუტგარტში" არც ისე კარგი დროება უდგას. ფეხბურთელისგან, რომელიც შვაბენლანდურ კლუბში თავის დროზე ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა, გერმანული პუბლიკა, რა თქმა უნდა, ბევრს ითხოვდა და ითხოვს. იტალიელი მარცხენა მცველი კი ასეთი მაღალი კლასისა რომ ყოფილიყო, "იუვედან" ალბათ არ გაუშვებდნენ.

ერთი სიტყვით, მოლინარო "შტუტგარტის" ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი არ არის, თუმცა მთავარი მწვრთნელი ბრუნო ლაბადია საკმაოდ ხშირად ენდობა ხოლმე და "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანეს მატჩშიც ენდო.

სადღაც პირველ ტაიმის მიწურულს "სკაის" კომენტატორმა ვოლფ ფუსმა თავის ასისტენტ ჰარალდ შმიდტს გადასძახა, მოლინარო დღეს გასაოცრად კარგად თამაშობსო და მართალიც იყო, რადგან იტალიელმა პირველ ნახევარში ფილიპ ლამსა და თომას მიულერს, ფაქტობრივად, არაფერი გააბედვინა. ამასთან, მოლინარო ძალიან მშვიდად და ეფექტურად ირჯებოდა.

მერე კი, შესვენებისას, მის თავში რაღაც შეიცვალა. ვერ გეტყვით, რა დაემართა მოლინაროს იმ 15 წუთში, ფაქტი კი ისაა, რომ 50-ე წუთზე თავის მეკარეს პასი ისე მისცა, უკან არც გაუხედავს, თორემ იმედია, შენიშნავდა მარიო მანჯუკიჩს, რომელიც ბურთს დაეუფლა, "შტუტგარტის" მეკარე სვენ ულრაიხს გვერდი აუარა და ანგარიში გახსნა.

მართალია, ბავარიელებმა შვაბებს მეორეც გაუტანეს (მიულერი), მაგრამ "შტუტგარტის" ეს წაგება მთლიანად მოლინაროს დაბრალდა. პრინციპში, სამართლიანადაც!

შტეფან როიტერი

აოგოსგან განსხვავებით, შტეფან როიტერს 2000 წლის 8 აპრილი შეიძლება არც ახსოვდეს. ლეგენდად ქცეული მცველი იმ დღეს, დორტმუნდის "ბორუსიას" და "ლევერკუზენის" მატჩში, უკანასკნელად გააძევეს მოედნიდან.

დღეს, ანუ, 13 წლის შემდეგ როიტერი ფეხბურთელივით აღარ გამოიყურება - შტეფანი უფრო "აუგსბურგის" მენეჯერს ჰგავს და არის კიდეც. შაბათს, "აუგსბურგისა" და "შალკეს" მატჩის დროს, შტეფანი მსაჯებს მისდგა და ამ დისკუსიის გამო ტრიბუნაზე მიაბრძანეს.

"ძალიან მაინტერესებს, რას ჩაწერს მსაჯი პროტოკოლში - რით დაასაბუთებს ჩემს გაძევებას?" - თქვა მატჩის შემდეგ როიტერმა.

კუბა

დორტმუნდის "ბორუსია" უკვე ყველას აშინებს. მას მერე, რაც იურგენ კლოპის გუნდმა მეორე წრე "ვერდერთან" 5:0-ით დაიწყო და ამ ბრწყინვალე გამარჯვებას "ნიურნბერგთან" 3:0 მოაყოლა, "დორტმუნდის" მართლა ყველას ეშინია - მხოლოდ "ბაიერნში" ინარჩუნებენ სიმშვიდეს.

თუკი პარასკევამდე "დორტმუნდთან" მიმართებაში ყველა მარიო გიოტცესა და მარკო როისზე ლაპარაკობდა, პარასკევის შემდეგ "ბორუსიაში" კიდევ ერთი დრიბლიორი გამოჩნდა, რომელმაც საფეხბურთო გერმანია აალაპარაკა. პოლონელ მარჯვენაფლანგელ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ვგულისხმობთ, რომელმაც "ნიურნბერგთან" დუბლი შეასრულა.

"კუბამ" დაამტკიცა, რომ "დორტმუნდს" მინიმუმ გერმანიაში ყველაზე არაპროგნოზირებადი ნახევარდაცვა ჰყავს.

ნურიდან ილქაიმდე და პირიქით

არც ისე დიდი ხნის წინ გერმანელი მიმომხილველები "დორტმუნდის" ბოსებს ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერს წარუმატებელ გარიგებად უთვლიდნენ. მერე იყო გერმანიის თასის ნახევარფინალი და "ფიურტის" კარში მატჩის ბოლო წუთებზე გატანილი გოლი, რომლითაც "ბორუსია" თასის ფინალში გავიდა და გეხსომებათ, მოიგო კიდეც.

მას მერე თურქული წარმოშობის მქონე ცენტრალურ ნახევარმცველს, რომელიც "ბორუსიამ" თავის დროზე ნური შაჰინის შემცვლელად იყიდა, დორტმუნდში საქმეები ძალიან კარგად მისდის.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, "ნიურნბერგთან" მატჩში გიუნდოგანი ბურთს 147-ჯერ შეეხო და მისი პასების 93 პროცენტი ზუსტი გახლდათ, რაც დაახლოებით ისეთივე მაჩვენებელია, როგორიც "ბარსელონას" ლიდერ ჩავი ერნანდესს აქვს ხოლმე.

სხვათა შორის, ნური შაჰინი "დორტმუნდში" დაბრუნდა, მაგრამ კლოპი სასტარტო შემადგენლობაში გიუნდოგანს ათამაშებს.

იღბლიანი მანჯუკიჩი

მარიო მანჯუკიჩი უდავოდ კარგი თავდამსხმელია, მაგრამ მაგრადაც უმართლებს და თანაც ზუსტად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მარიო გომესის გამოჯანმრთელების შემდეგ "ბაიერნის" ხორვატმა ფორვარდმა კონკურენცია იგრძნო და გოლების გატანა განაახლა.

მანჯუკიჩი "შტუტგარტთან" მატჩის მე-60 წუთამდე ბურთს მხოლოდ ათჯერ შეეხო და ის-ის იყო, რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი მის შეცვლას აპირებდა, რომ მოლინაროს პასი შეირგო და ანგარიში გახსნა.

ეს გახლდათ მისი მე-12 გოლი მე-17 მატჩში. მანჯუკიჩმა ესეც არ იკმარა და მოგვიანებით საგოლე პასიც გააკეთა, მოედნიდან კი 88-ე წუთზეღა გაიყვანეს. მის ნაცვლად თამაშში საწყალი გომესი ჩაერთო...

XIX ტურის გმირი

კევინ ტრაპი (აინტრახტი)

ფრანკფურტის "აინტრახტის" 22 წლის მეკარე კევინ ტრაპმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მხოლოდ 2 მატჩში შეინახა, მაგრამ, სამაგიეროდ, "კიკერისგან" საუკეთესო შეფასება (ერთიანი) მეხუთედ დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრაპი მართლა ყველაფერს და ხშირად შესაძლებელზე მეტს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა თანაგუნდელებმა მეტოქის კარში უფრო მეტი ბურთი გაიტანონ, ვიდრე მის კარში გავა.

ჰოფენჰაიმელთა საგოლე მომენტებს ტრაპი უსწრაფესი რეაქციებით უმკლავდებოდა და კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ დაიმსახურა საუკეთესო შეფასება, რაც გახდა კიდეც იმის საწინდარი, რომ ტურის გმირი გამხდარიყო.

საუკეთესო ფეხბურთელები

XIX ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება

1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 14 2.18

2. კევინ ტრაპი აინტრახტი 19 2.24

3. რენე ადლერი ჰამბურგი 19 2.45

4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 17 2.53

5. აარონ ჰანტი ვერდერი 16 2.59

6. სებასტიან როდე აინტრახტი 19 2.71

7. თომას მიულერი ბაიერნი 18 2.74

8. ფაბიან გიფერი ფორტუნა 19 2.74

9. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 19 2.76

10. ტონი კროოსი ბაიერნი 19 2.78

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა

1. თომას მიულერი ბაიერნი 18 10 10 20

2. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 19 13 5 18

3. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 17 7 9 16

4. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 18 12 4 16

5. მარკო როისი ბორუსია (დ) 19 7 8 15

6. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 17 12 2 14

7. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 15 8 5 13

8. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 16 10 3 13

9. ალექსანდერ მაიერი აინტრახტი 19 12 1 13

10. ადამ სალაი მაინცი 19 11 2 13

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XIX ტური: "შტუტგარტმა" "ბაიერნს" სამი ქულა აჩუქა! [VIDEO]

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა