ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ნეიმარი: ბრაზილიელი ფეხბურთელები ზეწოლას მიჩვეულნი ვართ

ნეიმარი: ბრაზილიელი ფეხბურთელები ზეწოლას მიჩვეულნი ვართ

მაინც კარგი შეგრძნებაა, როდესაც სახლში ოლიმპიური მედალი გაქვს

ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. "სანტოსის" 20 წლის ფორვარდი ცოტა ხნის წინ სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს.

მიუხედავად უამრავი მაცდური წინადადებისა, ბრაზილიელი კვლავ "სანტოსის" ერთგულია და გუნდის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნეიმარს ფიფას ოფიციალური საიტი გაესაუბრა...

- პუშკაშის პრიზზე ზედიზედ მეორედ იყავით ნომინირებული. ყოველი წლის დასაწყისში მიზნად ლამაზი გოლების გატანას ისახავთ?

- არა, ასე ნამდვილად არ არის. მოედანზე გასვლის წინ ამაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ღმერთის წყალობით რამდენიმე ლამაზი გოლი გავიტანე და ამ გოლების გამო პუშკაშის პრიზზეც წარმადგინეს.

- გოლების გატანა უფრო გსიამოვნებთ თუ საგოლე პასების გაკეთება?

- ორივე მსიამოვნებს. თუ გოლი ვერ გამაქვს, საგოლე პასის გაკეთებაც მიხარია. სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც თანაგუნდელს ჩემი გადაცემის შემდეგ გოლი გააქვს, ისეთივე შეგრძნება მეუფლება, თითქოს მე გამეტანოს.

- რომელი უფრო რთულია: ფეხბურთის თამაში თუ ბავშვის გაზრდა?

- გააჩნია სიტუაციას (იცინის). ჩემი შვილი თითქმის 18 თვის არის და ახლა გაცილებით მეტი საქმე მაქვს. ასე რომ, ბავშვის აღზრდა ოდნავ რთულია.

- როგორი მამა ბრძანდებით?

- ძალიან ბედნიერი. ჩემს შვილთან ერთად დიდ დროს ვატარებ და ვცდილობ, რომ სულ მის გვერდით ვიყო.

- ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთ. რა იყო თქვენი საუკეთესო მომენტი 2012 წელს?

- ალბათ, თამაში "კრუზეიროსთან" (ნეიმარმა იმ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა, "სანტოსმა" კი 4:0 მოიგო), რადგან შეხვედრის შემდეგ მეტოქის ქომაგებმა აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო.

- ლონდონის ოლიმპიადისგან როგორი მოგონება დაგრჩათ?

- კარგიც და ცუდიც. ლონდონში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ბევრი სპორტსმენი ოლიმპიადაზე მედლისთვის მიდის და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაინცდამაინც ოქროს მოიგებს, ვერცხლს თუ ბრინჯაოს, მთავარი მედალია. ჩვენ სამშობლოში ვერცხლით დავბრუნდით, რაც ცუდი შედეგი არ იყო. მექსიკასთან ფინალში წაგებამ ძალიან გაგვაწბილა, მაგრამ მაინც კარგი შეგრძნებაა, როდესაც სახლში ოლიმპიური მედალი გაქვს.

- მექსიკას კონფედერაციის თასზეც შეხვდებით. ფიქრობთ რევანშზე?

- ცოტათი (იცინის). მთავარი მიზეზი ოლიმპიადის ფინალის წაგებაა, თორემ ისე მექსიკის საწინააღდეგო არაფერი გვაქვს. ზოგადად, ყველა ფინალს ერთი გამარჯვებული ჰყავს და ზაფხულში ყველაფერი მათ სასიკეთოდ აეწყო. ჩემი აზრით, მათ აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგეს.

- ბრაზილიის ნაკრებში პირველად მანო მენეზეშმა გამოგიძახათ...

- კი, ასეა. პირველად შანსი სწორედ მან მომცა და მე მანომ ბევრი რამ მასწავლა. ყველა მწვრთნელს საკუთარი სტილი აქვს და ფეხბურთელი, თითოეული მწვრთნელისგან, ვისთანაც უმუშავია, რაღაც ახალ სწავლობს. მენეზეში გამონაკლისი არ ყოფილა და მე მისგან მართლაც ბევრი რამ ვისწავლე.

- ლუიშ ფელიპე სკოლარის დანიშვნაზე რა აზრის ხართ?

- მისგან ყველა ძალიან ბევრს ელის. სკოლარი დიდებული მწვრთნელია და გარდა ამისა, შესანიშნავი პიროვნებაც გახლავთ. მე მისი გუნდების წინააღმდეგ მითამაშია და იმედი მაქვს, რომ ამჯერად, როდესაც ერთად გავირჯებით, ყველა თამაშს მოვიგებთ.

- ბოლოს ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ სკოლარის ხელმძღვანელობით მოიგო (2002 წელს). როგორ გახსენდებათ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი?

- ყველაფერი კარგად მახსოვს. მაშინ 10 წლის ვიყავი და დილით ძალიან ადრე ვდგებოდი, რადგან ბრაზილიის დროით მატჩები სწორედ მაშინ იწყებოდა. ბრაზილიას მთელი გულით ვქომაგობდი და ყველა გოლი, განსაკუთრებით, ფინალური შეხვედრის გოლები, ძალიან კარგად მახსოვს.

- რამდენად მნიშვნელოვანია კონფედერაციის თასი, თანაც იმის ფონზე, რომ ბრაზილიას ბოლო წლებში ოფიციალური მატჩები არ უთამაშია?

- ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ზაფხულში მსოფლიოს წამყვან გუნდებს დავუპირისპირდებით და იოლი მატჩები ნამდვილად არ გვექნება. კონფედერაციის თასი მუნდიალისთვის მოსამზადებლად და გუნდის ჩამოსაყალიბებლად უნდა გამოვიყენოთ.

- მზად ხართ იმ ზეწოლასთან გასამკლავებლად, რომელიც ორ საშინაო ტურნირზე იქნება?

- ჩვენ წნეხს ყოველთვის ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, თუ სად ვთამაშობთ, მაგრამ სახლში, რა თქმა უნდა, ზეწოლა ერთიორად დიდი იქნება. საბედნიეროდ, კარიერის განმავლობაში ფინალები მომიგია და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც შენგან გამარჯვებას ელიან. ბრაზილიელი ფეხბურთელები ზეწოლას მიჩვეულნი ვართ. ასე რომ, ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება.

- ეთანხმებით თუ არა რონალდოს მოსაზრებას, რომელმაც განაცხადა, რომ ბრაზილია ამჟამად ხუთ წამყვან ნაკრებს შორის არ არის?

- ფიფას რეიტინგის მიხედვით, ბრაზილია ხუთეულში ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. დიდი ხანი არ არის, რაც ერთად ვთამაშობთ. შედარებით ახალი გუნდი გვყავს და შესათამაშებლად გარკვეული დრო გვჭირდება.

- რას ისახავთ მიზნად 2013 წელს?

- მსურს, რომ "სანტოსთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო. იგივე ეხება ბრაზილიის ნაკრებსაც – მთავარი მიზანი ყველა მატჩის და კონფედერაციის თასის მოგებაა.

- 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ისევ "სანტოსში" იქნებით?

- არ ვიცი. ჩემს კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის, იქამდე კი ძალიან დიდი დროა. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდება. როდესაც დრო მოვა, ამ თემაზე აუცილებლად დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებთ.

- დანი ალვეშმა გვითხრა, რომ "ბარსელონაში" გადასვლისკენ მოგიწოდებთ.

- (იცინის) დანი ყოველთვის მავიწროებს და ზეწოლის ქვეშ მაქცევს.

- მიგაჩნიათ, რომ ბრაზილიაში დიდი ხნით დარჩენა თქვენს განვითარებას ხელს შეუშლის?

- არა. განვითარება და გაზრდა ყველგან შესაძლებელია. ჩემი აზრით, წლიდან წლამდე ვუმატებ და უკეთესი მოთამაშე ვხდები. ზოგ ადამიანს მიაჩნია, რომ წინსვლისთვის ბრაზილიიდან წასვლაა საჭირო, მაგრამ მე მათ არ ვეთანხმები.

- თქვენ მხოლოდ 20 წლის ბრძანდებით, არადა, უკვე საკმაოდ პოპულარული ხართ. რამდენად რთულია, როდესაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ამდენი ადამიანი გიცნობთ?

- ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ მე ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რადგან ყველაფერს მძიმე შრომის შედეგად მივაღწიე. ვიმედოვნებ, რომ კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებ და ზრდას გავაგრძელებ. მსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი პიროვნება გავხდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნეიმარი: გვარდიოლასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი...

ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა