ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე ფინალის სადარი ომით დაიწყო
"მაიამის" შარშანდელი პლეი ოფის შემდეგ არ ეთამაშა ბოსტონში, როცა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლებრონმა, პრაქტიკულად, მარტომ მოუგო "სელტიქსს" და სერიაში გარდატეხა შეიტანა.

28 იანვრის შეხვედრაში ლიდერი 19-ჯერ შეიცვალა, თანაბარი ანგარიში კი ტაბლოზე 20-ჯერ დაფიქსირდა. ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ორნიშნა უპირატესობის მოპოვება, არადა, "ბოსტონი" ტრავმირებული რაჟონ რონდოს გარეშე თამაშობდა. "კელტებს" ძალიან უნდოდათ შარშანდელი სერიის გამო შურისძიება, თან ექვსმატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტა. "ბოსტონს" ისევ ჰქონდა პრობლემები ფარქვეშ ბრძოლაში და "ჰიტმა" შეტევაში 17 მოხსნის აღება მოახერხა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა სწრაფი შეტევების საშუალება მოუსპეს "მაიამის", რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საფინალო სირენის მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია მოედანზე სულ უფრო მეტად იძაბებოდა. 32 წამით ადრე "ბოსტონი" ოთხი ქულით იგებდა, მაგრამ რეი ალენმა, რომელსაც პუბლიკა თბილად შეხვდა, კუთხიდან საფირმო სამქულიანი ჩააგდო, ჯეიმსმა კი, ტერის ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, კიდევ ერთი ზუსტი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში. ტერის ჰქონდა მატჩის ძირითად დროში დასრულების შანსი, მაგრამ ექსდალასელმა თავისი სამქულიანი ააცილა.

"ბოსტონისთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე დამატებითი ხუთწუთეული. მოედანზე ნამდვილი ომი მიდიოდა და ამასთან, შეინიშნებოდა დაღლილობის პირველი ნიშნები. თუ ლებრონს გამოსდიოდა კარგი თამაში, უეიდს პირიქით, აშკარა კრიზისი დაეწყო. დუეინმა ოვერტაიმში სამივე ტყორცნა ააცილა, მათ შორის, პოტენციურად გამარჯვების მომტანი სროლა.

მეორე დამატებით დროში, პრაქტიკულად, ყველა აცილებდა. "ჰიტმა" ისარგებლა "ბოსტონის" დაცვის შეცდომით და ბოშმა ბურთი კალათში ჩატენა, შემდეგ, სირენამდე წუთით ადრე, ჯეიმსმა ორი ქულა აიღო და თავის გუნდს სამქულიანი უპირატესობა მოუტანა.

"ბოსტონი" არ დანებდა. ტერიმ და პირსმა (კარიერაში მეშვიდე სამმაგი დუბლი შეასრულა) ორ შეტევაში გააბათილეს ჩამორჩენა და წინ გაიყვანეს მასპინძლები. გადამწყვეტი პასუხისას ჯეიმსმა საშუალო მანძილიდან სროლა ააცილა, რასაც მოჰყვა ჯარიმები, რომლებიც პირსმა გამოიყენა. "ჰიტს" ისევ შეეძლო შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა ან სულაც მოგება, მაგრამ ბოლო შეტევა გააფუჭა – შეინ ბატიემ სამქულიანი ააცილა.

მატჩის შემდეგ კი გაირკვა, რომ რაჟონ რონდო სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება "ბოსტონს", რისი მიზეზიც მუხლის ტრავმა გახლავთ. გამთამაშებელმა მარჯვენა მუხლის მყესები "ატლანტასთან" 25 იანვრის მატჩში დაიზიანა. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დაისვა მუხლის ჯვარედინა მყესების გაწყვეტის დიაგნოზი. საბოლოოდ "სელტიქსმა" დაადასტურა, რომ რონდო გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს. უახლოეს დღეებში მას ოპერაცია ელის.

ბოსტონი-მაიამი 100:98 (2ო)

22:26, 23:19, 19:23, 23:19, 6:6, 7:5

ბ: გარნეტი (24+11 მოხსნა+3 დაფარება), პირსი (17+13 მოხსნა+10 პასი), ტერი (13), გრინი (11).

მ: ჯეიმსი (34+16 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), ალენი (21+5 მოხსნა), უეიდი (17+7 პასი), ბოში (16+16 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასოლი ბოსტონში, გეი ლეიკერსში, პირსი მემფისში?

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა