რევაზ არველაძე: "ქართულ ფეხბურთში არის პრობლემები, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება გაგვიჭირდება"
28 იანვარს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, საპატიო ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ ხურცილავა და ვიცე-პრეზიდენტი გია ფირცხალავა.

პრესკონფერენცია დანიშნულ დროზე გვიან დაიწყო. მიზეზიც შევიტყვეთ: ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან იყო დაბარებული.

პრესკონფერენცია, ფაქტობრივად, ორ ნაწილად დაიყო. პირველი ნაწილი პრეზიდენტის და გენერალური მდივნის უეფაში ვიზიტს მოიცავდა, მეორე და ძალიან საინტერესო ნაწილი კი - სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას.

ზვიად სიჭინავა:

- უეფას ღონისძიებაზე გახლდით. ჩვენთვის საინტერესო საკითხებს შევეხეთ: ტექნიკური სპონსორი, მწვრთნელთა განათლება და კიდევ სხვა თემები.

რევაზ არველაძე:

- ფიფას წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ამ ორგანიზაციის ყველა კონტინენტური კონფედერაცია მუშაობს. ცვლილებები უნდა შევიდეს ფიფას პრეზიდენტის და აღმასკომის არჩევის წესებში.

უეფასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ყოველივესთან დაკავშირებით ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირება. იყო შენიშვნები ცალკეულ დეტალებზე, თუმცა თითქმის ერთსულოვანი პოზიციის დაფიქსირება მაინც მოხერხდა უეფას 53 წევრ ასოციაციას შორის. ალბათ, ასევე მოხდება ფიფას სხვა კონფედერაციებშიც.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიეღო იმის უფლება, რომ მწვრთნელებისთვის პროლიცენზიის კურსების გამართვა და დიპლომირება განეხორციელებინა. ეს საკითხი დადებითად გადაწყდა და ამიერიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შევიდა იმ ქვეყნების სიაში, პროლიცენზიის გაცემა რომ შეუძლიათ.

ეს იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართველმა მწვრთნელმა მშობლიურ ენაზე მიიღოს პროლიცენზიისთვის საჭირო განათლება. ეს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე სხვა ქვეყანაში გამგზავრება და პროლიცენზიის აღება.

მომდევნო საკითხი იყო "ადიდასთან" ურთიერთობა. ამ პროცესში უეფა გვიწევს ასისტენტობას. მომდევნო შესარჩევი ციკლიდან საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები "ადიდასის" ნაწარმით შეიმოსებიან, დანარჩენი ნაკრებებისთვის კი ეკიპირების შეძენა მოგვიწევს.

სექტემბერში ხორვატიაში გაიმართება უეფას წევრი ასოციაციების პრეზიდენტებისა და გენმდივნების შეხვედრა და მოეწყობა დიდი განხილვა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

არის აზრი, რომ ფინალი და ნახევარფინალები ერთ ქალაქში გაიმართოს. ცხადია, ეს ქალაქი ტურნირის მთავარი მასპინძელი იქნება.

- რა შანსი აქვს საქართველოს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი რომ გახდეს?

ზვიად სიჭინავა:

- 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენც გვსურს და ვფიქრობ, შანსი 50/50-ზეა. ევროპის ჩემპიონატს 60 წელი უსრულდება, ევროპული ფეხბურთის ზეიმია და ძალიან გვინდა, რომ ამაში ჩვენც ვიყოთ ჩართულნი.

1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს, დიდი წვლილი შეიტანეს ნაკრების წარმატებაში და ვფიქრობ, ამის გათვალისწინებითაც გვეკუთვნის თბილისში თუნდაც ერთი მატჩის ჩატარება 2020 წლის ჩემპიონატზე. გვაქვს სტადიონი, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი, მაგალითად, სასტუმროების საკითხი - ათეულ ათასობით გულშემატკივარს დაბინავება ხომ სჭირდება? მათი მგზავრობაც შეუფერხებლად უნდა მოხდეს.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ჩვენც ვიყოთ. 1960 წლის ფინალი ვახსენე და თუ რუსეთსაც მოუნდება ჩემპიონატის მასპინძლობა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში იმართება და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობა ჩვენ უფრო გვეკუთვნის.

წარმატებული ქვეყნები ამ შემთხვევაშიც ჩვენ წინ არიან, სასტუმროების და აეროპორტის ფაქტორი მათ ასეთ დროს დიდ უპირატესობას უქმნის, ასეთი სერიოზული ტურნირის ორგანიზებაც მალევე შეუძლიათ. ჩვენთან კი გარკვეული სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

რევაზ არველაძე:

- ერთ-ერთ შვეიცარიულ ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ლაპარაკია 2-პროცენტიან კრედიტზე. უეფა აქ მესამე მხარეს წარმოადგენს. გვსურს, რომ ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ. სიტყვიერი შეთანხმება ამ ყველაფერზე უკვე არსებობს.

- შევიტყვეთ, რომ აქ მოსვლამდე შეხვედრა გქონდათ სპორტის სამინისტროში. რა თემაზე ისაუბრეთ?

რევაზ არველაძე:

- სპორტის მინისტრს შევხვდით მე, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე და გია ფირცხალავა. შეხვედრას ესწრებოდნენ მიხეილ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაულიც.

განვიხილეთ ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების საკითხი. უწინდელი არჩევნების შედეგის ლეგიტიმურობა არ დგას ეჭვის ქვეშ უეფას და მის პრეზიდენტის, მიშელ პლატინის მხრიდან.

- რა სტატუსით ესწრებოდნენ ამ შეხვედრას მიხეილ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაული?

რევაზ არველაძე:

- ისინი არიან ყოფილი ფეხბურთელები, საქართველოს ნაკრების საკმაოდ კარგი მოთამაშეები და აღელვებთ ქართული ფეხბურთის ბედი.

- რა პოზიციაზეა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით სპორტის მინისტრი და თუ არის შესაძლებელი მის პოზიციასთან შეთანხმება?

რევაზ არველაძე:

- მინისტრის პოზიცია, ალბათ, ცნობილია თქვენთვის. ქართულ ფეხბურთში არის პრობლემები, მაგრამ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება გაგვიჭირდება.

არჩევნები 2015 წელს არის გასამართი და ვისაც ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი აქვს, მაგ დროს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.

მურთაზ ხურცილავა:

- მეგობრული შეხვედრა იყო, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ფეხბურთის ფედერაციის დამოკიდებულება სწორია: მოვა დრო და ჩატარდება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები.

ფედერაცია უეფადან დაბრუნდა და მინისტრთან დაიბარეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mmm
სასტუმრო-არგვაქვსო-რომიძახით.მიშა-ორიწელია-3მილიონ-ტურისტს-მასპინძლობს-და-ტქვენ-3ათასი-კაცისთვის-ვერმიგიხედავტ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა