ფინელმა კიმი რაიკონენმა თავისი ერთ-ერთი სახლი გაყიდა, რომელიც ციურიხის ტბის ნაპირას მდებარეობს.

ფინელმა კიმი რაიკონენმა თავისი ერთ-ერთი სახლი გაყიდა, რომელიც ციურიხის ტბის ნაპირას მდებარეობს.

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა თავისი უძრავი ქონების საქმეები მსხვილ გერმანულ სააგენტო Engel & Volkers-ს გადააბარა, რომელმაც ამ მდიდრული სახლის გაყიდვა 3,6 მილიონ ევროდ შეძლო.

სახლი, რომლის ფართობი 800 კვადრატული მეტრია, შვეიცარიის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს, სადაც ფინელს შეძლებული მეზობლები ჰყავდა. კიმის ყოფილ რეზიდენციაში სამი სააბაზანო ოთახია, თანამედროვე საუნა, ფართო ტერასა, ორი ბუხარი და სატრენაჟორო დარბაზი.

რაიკონენი კვლავინდებურად შვეიცარიაში ცხოვრობს - მან 2009 წელს შეიძინა უფრო ძვირი მამული, რომელიც 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. გარდა ამისაა, ფინელმა ჯერ ვერ გაყიდა 500 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი, რომელიც ჰელსინკის ერთ-ერთ ძვირფას რაიონში მდებარეობს. როგორც ფინური პრესა წერს, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რაიკონენმა ფასი 12-დან 14.5 მილიონ ევრომდე გაზარდა.

რაც შეეხება კიმის სამომავალო კარიერას, მან ჯერ არ იცის სად გააგრძელებს გამოსვლას. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რაიკონენის "სამეფო რბოლებში" დაბრუნების შესახებ. ერთი პერიოდი ფინელი პილოტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა "რენოსთან", მაგრამ ბოლოს განაცხადა, რომ ფრანგულ საჯინიბოში გადასვლას არ აპირებს.

"ამ მომენტისთვის ჯერ არ გამირკვევია ჩემი მომავალი კარიერა. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას. კარგად უნდა მოვიფიქრო და შევაფასო შექმნილი სიტუაცია. ამის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი", - განაცხადა კიმი რაიკონენმა.

უახლოეს უქმეებზე რაიკონენს მონაწილეობა უნდა მიეღო ესპანეთის რალიში, მაგრამ ფორმულას ყოფილმა ჩემპიონმა რბოლისწინა პრაქტიკისას დააზიანა მანქანა და ეტაპის მის გარეშე ჩაივლის.

სამკილომეტრიან ღორღიან გზაზე კიმიმ მანანა ვერ შეინარჩუნა, ამოტრიალდა და შედეგად, უსაფრთხოების სტრუქტურა დაზიანდა. მის გარეშე კი რაიკონენის "სიტროენს" სტარტზე არ გაუშვებენ. საბედნიეროდ, კიმისა და მის შტურმანს დაზიანება არ მიუღიათ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა