ქართველი სამთო მოთხილამურეებისთვის წინა კვირა ერთობ დატვირთული და ნაყოფიერიც აღმოჩნდა
ქართველი სამთო მოთხილამურეებისთვის წინა კვირა ერთობ დატვირთული და ნაყოფიერიც აღმოჩნდა: ჩვენმა გოგო-ბიჭებმა რამდენიმე შეჯიბრებაში მოსინჯეს ძალები და კარგი შედეგებიც აჩვენეს.

უპირველესად, ნინო წიკლაურის წარმატება გვინდა გამოვყოთ. იგი ავსტრიულ ჰუნდერშტუდერში მეტოქეობდა ევროპელებს. სლალომში მოკრძალებულ, მე-13 ადგილს დასჯერდა (1.38,64), 25 იანვარს გიგანტურ სლალომში (2.04,39) მე-5 ადგილი დაიკავა. მომდევნო დღესაც მეხუთემ ჩაამთავრა დისტანცია, ოღონდ ამჯერად დრო 3,37 წამით გააუმჯობესა; კვირას კი გიგანტურ სლალომშივე სულაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა (2.03,08).

ქართველ მოთხილამურეს მასპინძლებმა - მარია გუდრიჩმა (2.02,46) და ტერეზა ოფენჰაუზერმა (2.03,08) აჯობეს, თანაც ამ უკანასკნელმა ჩვენებურს 0,07 წამით გაასწრო.

გერმანიაში საქართველოს ნაკრების წევრებმა - იასონ აბრამაშვილმა და ჯაბა გელაშვილმა იასპარეზეს. შეგახსენებთ, რომ აბრამაშვილს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, გელაშვილს კი ლიცენზიებისთვის ქულები სჭირდება.

ბად ვიესის ტრასაზე სლალომში აბრამაშვილი (1.21,13) მეოთხე იყო, პირველ-მესამე ადგილებზე რაფაელ ბრეუ (გერმანია, 1.19,95), ფლორიან ფიედლერი (ავსტრია, 1.20,83) და ფაბიან დატცერი (გერმანია, 1.20,84) გავიდნენ.

ჯაბა გელაშვილი (1.23,05) მე-15 ადგილით დაკმაყოფილდა.

კვირას იტალიურ ფონდო გრანდე დი ფოლგარიაში სოსო ჯაფარიძემ (1.39,80) და სანდრო ოგბაიძემ (1.41,57) სლალომში, შესაბამისად, მე-13 და მე-19 ადგილები დაიკავეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარჯიშობს და იქაურ ტურნირებში ასპარეზობს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორის - ელენე გედევანიშვილის ძმა დიმიტრი გედევანიშვილი. 25 იანვარს იგი სუპერგიგანტში მე-11 ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა