ბაფეტიმბი გომისი რეკორდს უახლოვდება
22-ე ტურში, "ვალანსიენის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, "ლიონის" ფორვარდი ბაფეტიმბი გომისი მოქმედ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას მიუახლოვდა...

მთავარი:

84 – "ლიონის" ფორვარდმა ლიგა 1-ში 84-ე გოლი შაბათს, "ვალანსიენთან" გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ლიგა 1-ში თამაშობს და გომისზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ლუდოვიკ ჟიული გახლავთ, რომელიც "ლორიანის" ღირსებას იცავს. ჟიულის ანგარიშზე 85 გოლია. ასე რომ, გომისს საპატიო მიღწევამდე, პრაქტიკულად, არაფერი დარჩა. 27 წლის ფორვარდმა ამ სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა და ზედიზედ მეშვიდე სეზონში შეძლო 10 ან მეტი ბურთის გატანა. მისი პირადი რეკორდი 16 გოლია, რომელიც გომისმა "სენტ ეტიენის" მაისურით, 2007/08 წლების სეზონში დაამყარა.

გუნდური მიღწევები:

1 – "ნანსიმ" 20-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სასტარტო ტურის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის აუტსაიდერმა საკუთარ მოედანზე "ლორიანს" 2:1 მოუგო, მაგრამ ბოლო ადგილს მაინც ვერ გასცდა.

3 – მესამე გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში "ტრუამ", რომელმაც შინ "ბრესტს" მოუგო. წინა ორი შემთხვევის მსგავსად, "ტრუამ" ამჯერადაც საკუთარ მოედანზე იმარჯვა, თანაც, კვლავ ერთბურთიანი უპირატესობით (2:1). აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 შეხვედრაში გუნდმა 7 ქულა დააგროვა და უკანასკნელი ხუთი ტურის მიხედვით შედგენილ ვირტუალურ ცხრილში მე-11 ადგილზეა, თუმცა რეალურად ჟან ფურლანის გუნდი მე-19 ადგილზეა და მე-17 პოზიციაზე მყოფ "ევიანს" 5 ქულით ჩამორჩება.

8 – "მონპელიემ" ამ ტურში "სოშოს" მოუგო და მასთან დაუმარცხებელი სერია 8 შეხვედრამდე გაზარდა. ამ 8 მატჩიდან "მონპელიემ" 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან კი ოთხივეში იმარჯვა.

ინდივიდუალური მიღწევები:

3 – ჯორდან აიუმ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონატში განელის ანგარიშზე 7 გოლია. არადა, წინა სამი სეზონის განმავლობაში უმცროსმა აიუმ ჯამში სულ 6 გოლი გაიტანა.

83% - ანრი საივემ სეზონში მე-6 გოლი გაიტანა და "ბორდოს" "ნიცასთან" გამარჯვება მოუტანა. ამ 6 გოლიდან ხუთი, ანუ გატანილი გოლების 83 პროცენტი, საივემ სტუმრად გაიტანა. "ბორდოდან" 8 გოლის გამტანი იოან გუფრანის (ნიუკასლში) წასვლის შემდეგ საივე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

3 – სებასტიან პუიგრენიემ "ნანსი"-"ლორიანის" შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო, ამ სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 31 წლის ცენტრალურ მცველს კარიერაში 18 გოლი დაუგროვდა და ის ამ შედეგით მოქმედ მცველებს შორის პირველ ადგილზეა. 17-17 გოლი რენატო სიველის (ნიცა) და სილვენ არმანს (პსჟ) აქვთ გატანილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXII ტური: ასეთებიც ხდება, "ნანსიმ" მოიგო

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა