მიშელ პლატინიმ და ნიკოლა სარკოზიმ არაბებს მასპინძლობის უფლება პსჟ-ის ყიდვაში გაუცვალეს!
მარტო ზინედინ ზიდანმა ყატარის კანდიდატურის ლობირებისთვის 11 მილიონი ევრო მიიღო. მოსყიდულები იყვნენ გვარდიოლა და კარამბეც!

ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" საზოგადოებას 29 იანვრის ნომერში განსასჯელად წარუდგინა მთელი სერია დოკუმენტებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა კორუფციული გარიგებებით მოიგო.

გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორი კვირით ადრე, ელისეს სასახლეში საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საიდუმლო ვითარებაში უმასპინძლა ყატარის კრონპრინც თამიმ ბენ ჰამად ალ-თანის.

შეხვედრას ესწრებოდნენ "პარი სენ-ჟერმენის" მაშინდელი მესაკუთრე, ფრანგულ საფეხბურთო წრეებში დიდი გავლენის მქონე სებასტიენ ბაზენი და უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი. სწორედ უკანასკნელებმა მისცეს შეიხს გარანტია, რომ საფრანგეთი არჩევნებზე ყატარს დაუჭერდა მხარს, სანაცვლოდ კი შეიხს პსჟ უნდა ეყიდა და მისი განვითარებისთვის დიდი ფული დაეხარჯა.

არადა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი, რომ პლატინი ამერიკელთა კანდიდატურას ემხრობოდა, თუმცა "გეოპოლიტიკური მოსაზრებების" გამო მან საბოლოოდ სხვაგვარად გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში კონკურენტები იყვნენ ყატარი, აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას მხარდაჭერის მიღების შემდეგ ალ თანიმ იზრუნა აფრიკელთა ხმებზეც. მან აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის კონგრესის "ორგანიზებისთვის" 1,25 მილიონი დოლარი გამოჰყო. ამას გარდა, მილიონნახევარი გადაურიცხა ისა აიატუსა (კონფედერაციის ხელმძღვანელი) და ჟაკ ანუმას (კოტ დივუარის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი).

უკანასკნელებს ფიფას აღმასკომის აფრიკელი წევრების გადაბირება უნდა უზრუნველეყოთ. საინტერესოა, რომ აიატუსა და ანუმას წინააღმდეგ ეს პირველი ბრალდება არ არის. იმავეს ამტკიცებდა ინგლისის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ტრისმენი ორი წლის წინაც. აზიელები სერიოზულ თანხებს ხარჯავდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მათ სასარგებლო კამპანიაში ჩასართავადაც.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, სწორედ ყატარელთა ფინანსური "ინექციების" წყალობა იყო, რომ ზინედინ ზიდანი, პეპ გვარდიოლა და კრისტიან კარამბე ყატარის კანდიდატურას ლობირებდნენ. აქედან მარტო პირველმა შეიხებისგან 11 მილიონი ევრო მიიღო. ცხადია, გამოცემა მზადაა, ყველა ეს დოკუმენტი ფიფას სპეციალურ საგამოძიებო კომისიას გადასცეს. "ფრანს ფუტბოლი" მოუწოდებს ფიფას, რომ გადახედოს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატურას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

France Football: ყატარმა 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება იყიდა!

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა