ცნობილ ამერიკელ ქალ მრბოლელს, დანიკა პატრიკს, რომანი აქვს ტრასაზე თავის კონკურენტთან, NASCAR Nationwide-ის 2011 და 2012 წლების ჩემპიონთან, რიკი სტენჰაუსთან
ცნობილ ამერიკელ ქალ მრბოლელს, დანიკა პატრიკს, რომანი აქვს ტრასაზე თავის კონკურენტთან, NASCAR Nationwide-ის 2011 და 2012 წლების ჩემპიონთან, რიკი სტენჰაუსთან.

ამერიკელმა თავისი სიყვარული სამუშაოს დროს იპოვა. პილოტი 2012 წელს დაშორდა მეუღლეს, პოლ ჰოსპენტალს, რომელთან ერთადაც შვიდი წელი იცხოვრა. გაყრის შესახებ დანიკამ შარშანდელი სეზონის ბოლო რბოლის წინ გამოაცხადა.

ამის შემდეგ დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ პატრიკს ახალი რჩეული ჰყავდა და ბოლოს თავად პილოტმა დაადასტურა, რომ მან ურთიერთობა გააბა თავის ერთ-ერთ კონკურენტთან - NASCAR Nationwide-ის ორგზის ჩემპიონ რიკი სტენჰაუსთან.

ასე რომ, ახლა რიკისთვის რთული იქნება გამარჯვებების მოპოვება, რადგან, როგორც ნამდვილ ჯენტლმენს შეეფერება, ტრასაზე ქალბატონს უნდა დაუთმოს გზა. მით უმეტეს, რომ ეს ქალბატონი თავადაც მაღალი დონის პილოტია და შარშან NASCAR-ის სერიაში მე-10 ადგილი დაიკავა.

2013 წლის სეზონში პატრიკი და სტენჰაუსი გააგრძელებენ ტრასაზე კონკურენციას - ისინი NASCAR Sprint Cup-ის სერიაში გადადიან. მაგრამ ორივე ირწმუნება, რომ სპორტული ბრძოლა ხელს არ შეუშლის მათ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დანიკა ბერნის მუზაა

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა