ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თვალსაზრისი: ჩაკარგული სკანდალი

თვალსაზრისი: ჩაკარგული სკანდალი

როცა მინისტრი სფფ-ის ხელმძღვანელობას იბარებს, პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე ესაუბრება და ასეთ შეხვედრას ყაველაშვილი და ჯამარაულიც ესწრებიან, ვერ უნდა იყოს კარგი საქმე
ჟურნალისტი სკანდალური მასალის მოსაპოვებლად სხვადასხვა ტრიუკს მიმართავს. ზოგი ბოროტმოქმედთა ბანდის წევრი ხდება, მაგარი ამბავი რომ გახეთქოს, ზოგიც მაფიოზის ოჯახში ძიძად ან ფორტეპიანოს მასწავლებლად მიდის, სკანდალური ინფორმაცია რომ მოიპოვოს.

საქართველოში ჟურნალისტიკა ჯერ აქამდე არ მისულა, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენთან სკანდალები ისედაც ბევრია, ოღონდაც ზოგჯერ ჟურნალისტები კარგად ვერ აყვირებენ ასეთ ამბავს, ან კიდევ პატივცემული საზოგადოება სკანდალად არ მიიჩნევს ხოლმე სკანდალურ ისტორიას.

გუშინწინდელი ამბავია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები სპორტის სამინისტროში დაიბარეს. შეხვედრას, მინისტრის გარდა, მიხეილ ყაველაშვილი და გოჩა ჯამარაულიც დაესწრნენ.

სპორტის ახლანდელი მინისტრი ლევან ყიფიანი, ყაველაშვილი და ჯამარაული თანამებრძოლები ჯერ კიდევ მაშინ გახდნენ, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმცროსი ნოდარ ახალკაცი გახლდათ. მაშინდელი ხელისუფლების ძალმომრეობა იმდენად აშკარა იყო, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გია ნემსაძის გამარჯვებიდან ერთი საათიც კი არ იყო გასული, ნემსაძე ტელევიზიით რომ გამოვიდა და თქვა, ჩემი მიზანი ფედერაციის პრეზიდენტობა არ ყოფილაო.

ამ სამარცხვინო ფაქტის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი ისევ უმცროსი ახალკაცი გახდა.

ფეხბურთის საქმე საქართველოში კარგად ვერ მიდიოდა. ყიფიანი, ყაველაშვილი და ჯამარაული სამართლიანად აკრიტიკებდნენ ფეხბურთის ფედერაციას მთელ რიგ საკითხებში. მათი კრიტიკა არგუმენტირებული იყო, კონკრეტული ფაქტებით გამყარებული.

უმცროსმა ახალკაცმა პრეზიდენტობის მეორე ვადა ბოლომდე ვერ ამოწურა, დაიბარეს კაბინეტში და იქიდან გამოსულმა განაცხადა, ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევში ერთი მატჩიც ვერ მოიგო და თანამდებობას ვტოვებო.

დადგა ფედერაციის პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჯერიც, მაგრამ არ ჩანდნენ კანდიდატები. რატომ? ალბათ, ზოგს ეშინოდა, ზოგსაც კიდევ გამარჯვების იმედი არ ჰქონდა. არჩევნებზე კანდიდატურის არწამოყენება რეალობისთვის თვალის გასწორებას ნიშნავდა - ასეთი იყო მაშინდელი ლოგიკა და ამ ლოგიკის საფუძველი, პირველ რიგში, იყო შიში.

ფედერაციის პრეზიდენტის კანდიდატი ერთი აღმოჩნდა - ზვიად სიჭინავა.

შეიცვალა ხელისუფლება, ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გახდა და ცხადია, აქვს საკუთარი ხედვა საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე.

რამდენიმე თვის წინ სპორტის მინისტრი და ფედერაციის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. იმ შეხვედრის დეტალები სიჭინავამ გაახმაურა და მისი ნათქვამიდან გაჩნდა იმის შთაბეჭდილება, რომ მთავრობა გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ფედერაციის პრეზიდენტზე.

ახლახან კი მინისტრმა ფედერაციის სხვა მაღალჩინოსნები რომ დაიბარა, შეხვედრას ყაველაშვილი და ჯამარაულიც დაესწრნენ. რას უნდა ნიშნავდეს ყოველივე ეს?

"ქართულ ოცნებას" საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ არ მოსწონდა მოქმედების ის ფორმები, რითაც წინა ხელისუფლება სარგებლობდა. ვფიქრობ, ამაში საკამათო არაფერია.

მინისტრის კაბინეტში ფეხბურთის ფედერაციის ოპონენტების გამოჩენა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როცა მინისტრი ფედერაციის ხელმძღვანელობას იბარებს, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე ესაუბრება და ასეთ შეხვედრას ყაველაშვილი და ჯამარაულიც ესწრებიან, ვერ უნდა იყოს კარგი საქმე არა მხოლოდ სამინისტროსთვის, არამედ მთელი მთავრობისთვის.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში სამინისტრო მხარე არ უნდა იყოს. სამინისტროს არც იმის უფლება აქვს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პირდაპირ თუ ირიბად მოსთხოვოს ფეხბურთის ფედერაციას - ასეთი რეგულაციები მე არსად წამიკითხავს და თუ რამე გამომრჩა, ბოდიში მომითხოვია.

მე მაინც მგონია, რომ მინისტრის კაბინეტში ფედერაციის ოპონენტების გამოჩენა ზემოხსენებულ შეხვედრაზე სკანდალური ამბავია. შესაძლოა, ჩემი თვალსაზრისი საკამათოც კი იყოს, საქართველოში სტანდარტები თითქმის არ არსებობს და მაგიტომ.

პატივცემულო მკითხველო, როგორ ფიქრობ, მე რომ პარტიული გაზეთის რედაქტორი ვყოფილიყავი, უფრო წარმატებული ჟურნალისტი გავხდებოდი თუ პირიქით?

პასუხი ამ კითხვას ერთი აქვს - პარტიული ხაზით ჟურნალისტი მეტ ავტორიტეტს იქმნის ხალხშიც და კოლეგებშიც. ასეა საქართველოში და ამიტომაც ჩვენთან არ არის სკანდალი მინისტრის კაბინეტში მეგობრებისა და ფედერაციის ჩინოსნების თავყრილობა.

"ქართულ ოცნებას" შესაძლოა საინტერესო პროექტი აქვს მოფიქრებული ფეხბურთის განვითარებაზე, ოღონდაც, თუ საკითხი ისე დგას, რომ ეს პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ფედერაციის პრეზიდენტად ჩვენი კაცი იქნება, ეს უკვე წინა ხელისუფლების ხელწერას ჰგავს.

ფეხბურთის განვითარებაზე წინა ხელისუფლებამაც იზრუნა, მილიონობით ლარს ურიცხავდა ფეხბურთის ფედერაციას, მაგრამ მოქმედების ფორმებში დიდი იაღლიშები მოსდიოდა და დახარჯულმა ფულმაც დიდი ეფექტი ვერ მოიტანა.

წინა ხელისუფლების შეცდომები გაკვეთილი უნდა იყოს ახლანდელისთვის - ამაზე მაინც ნუ ვიკამათებთ.

ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები კი თუ ასე აუცილებელია, ფედერაციის სუბიექტები რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? დღესაც შიში და ძალმომრეობაა საქართველოში?..

ვითარება ასეთად დარჩა: ზვიად სიჭინავა მინისტრისა და მისი მეგობრების ნათქვამზე გადადგომას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რატომ დაიბარა სპორტის მინისტრმა უეფადან დაბრუნებული სფფ-ის ხელმძღვანელები

ლევან ყიფიანი: ფეხბურთი გვქონდა და აღარ გვაქვს

რევაზ არველაძე: ზვიად სიჭინავას ხელში ფედერაცია წარმატებულად მუშაობს

მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება

ზვიად სიჭინავა: სინდისში ჩავიხედე და ვრჩები

http://sportall.ambebi.ge//fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/44905-ratom-daibara-sportis-ministrma-uefadan-dabrunebuli-sff-is-khelmdzghvanelebi.html

• ვახო

ვეთანხმები დემურის, ყიფიანო ხომ მიიღე მინისტრობა, რაღა გინდა დაეტი შენს ადგილზე და მიხედე შენს საქმეს.

• Walkabout

gocha-სკომპეტენტურ ხალხს განა ყურადღებას არ აქცევენ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კომპეტენტური ხალხი ფიზიკურად არ არიან ვისაც შეიძლება ჭკუა მოეკითხებოდეს...

• Walkabout

ვეთანხმები ავტორს, თუ ადამიანი ჟურნალისტი ხარ ბოლომდე პრინციპული უნდა იყო და სხვა ჩვენში გამჯდარი მანკიერებები პროფესიულ საქმიანობაში ხელს ვერ უნდა გიშლიდეს...რაც შეეხება ყიფიანს, მე ის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე სუსტ მინისტრად მიმაჩნია პროფესიონალიზმისაც და მუშაობის კუთხითაც, ხოლო ყაველაშვილ-ჯამარაული დიდი ამბიციების მქონე არაფრისმცოდნე დილეტანტებად, ამიტომ ორი ცუდიდან ნაკლებად ცუდის არჩევის პრინციპიდან გამომდინარე, ფედერაციის პოსტზე ისევ ძველი უვიცი და ფეხბურთში გაუცნობიერებელი უამბიციო სიჭინავა მირჩევნია, სხვებისგან განსხვავებით თავები რომ ასები გონიათ და აზრზე არ არიან პატიოსნად მაინც იძახის მაინც არაფერი მესმისო...

• gocha

როდესაც ამ ქვეყანაში ფეხბურთში კომპეტენტურ ხალხს ყურადღებას არ აქცევენ! ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევაზე ლაპარაკი ზედმეტია

• gia

ისე ავტორს თავისი პოზიციაც რომ დაეფიქსირებინა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან კარგი იქნებოდა. თვითონვე ახსენა ნემსაძის არჩევა გადარჩევა და შიში. თუ ასეთ უსამართლო გარემოში ხდებოდა არჩევა ე.ი სიჭინავაც იმ უსამართლო სისტემის ნაწილია. შესაბამისად უნდა გადადგეს ან გადააგდონ

• daviti

დემური,მაინტერესებს ერთი რამდენი ხართ ქართველი გულშემატკივარი ვისაც გინდათ 2015 წლამდე იგივე ხალხი და სიტუაცია დარჩეს ფეხბურთში?მითხარი ერთი ეს თქვენი სურვილი რას ემყარება,ეროვნული ჩემპიონატის დონე გაკმაყოფილებთ ან მისი უკეთესობისკენ შეცვლის ობიქკტურ რეალობას ხედავთ სადმე,ან ნაკრების შედეგი,ან თამაშის ხარისხი,ან საფეხბურთო მეურნეობა ზოგადად,იქნებ ბავშვთა ფეხბურთის მდგომარეობა მოგწონთ,ან ამ ყველაფრის გამოსასწორებლად გადადგმულ ნაბიჯებს ხედავთ ჩემგან განსხვავებით? რა უნდა ქნა როცა,ფედერაციას ყავს პრეზიდენტი რომელსაც ოდნავო თავმოყვარეობა არ გააჩნია,როგორ შეიძლება ჩაწყობილი თამაშების მაშტაბების გამოაშკარავების შემდეგ კაცი თავის პოსტზე დარჩენილიყო,როცა ქვეყნის ჩემპინი წინა წლის კაბინეტში გამოვლინდა,მანამდე კი ორმა გუნდმა "იზეიმა"ერთდროულად.კიდე რამდენი უმსგავსობის ცამოტვლა შეიძლება მაგრამ ენა ვერ იტყვის ისეთი უშუბლისძარღვო აღმოჩნდა ეს ვაჟბატონი.

• zveli gulshematkivari

ამ ქვეყნის საშველი არ ყოფილა და არც იქნება. ყველა მთავრობას ერთი ხელწერა აქვს (ოდნავი სახეცვლილებით). იციან რომ დროებით არიან (მინიმუმ 4, მაქსიმუმ 8)და ცდილპბენ ყველა ბერკეტი აიღონ ხელში. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ ისეთ ქვეყანას ვაშენებთ, რომელიც ზუსტად შეეფერება რუსულ ორბიტას და მას არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ისე საინტერესოა, რა სტატუსით ესწრებოდნენ ამ შეხვედრას ყაველაშვილ-ჯამარაულის დუეტი? ლევან იქნებ ახსნა.

• დემური

ჯობია ყიფიანი თავის ყაველაშვილ–ჯამარაულითურთ დაეტიოს თავის ადგილზე, სანამ ქართველი გულშემატკივარი არ გააბუნძულებს გარეთ!

• eqsperti

თქვენთვის ლელო უკვე აღარაა საკმარისი სხვაგან უნდა სცადოთ ბედი. აი თუნდაც ფრანს ფუტბლოში რედაქტორად (სტატიაში მორიდებულად ახსენებთ რედაქტორობის სურვილს) და იქ გახეთქავდით უარეს სკანდალებს.

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა