ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ნიჟარაძე: ეროვნულ ნაკრებს საკუთარი სტადიონი სჭირდება

გიორგი ნიჟარაძე: ეროვნულ ნაკრებს საკუთარი სტადიონი სჭირდება

საქართველოს რაგბის კავშირი ახალ სეზონს რამდენიმე სიახლითა და ძველი პრობლემებით ხვდება
საქართველოში წლევანდელი სარაგბო სეზონი ეროვნული ნაკრების მატჩებით გაიხსნება.

"ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმებიან, რომელიც, ამავდროულად, 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა. შეჯიბრება მომავალ უქმეებზე დაიწყება.

ოდნავ მოგვიანებით საქართველოს ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპიც განახლდება.

საქართველოს რაგბის კავშირი ახალ სეზონს რამდენიმე სიახლითა და ძველი პრობლემებით ხვდება.

ახლახან ქართული რაგბის ხელმძღვანელები ვიზიტით დუბლინში, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საჭირბოროტო საკითხი განიხილეს და, რაც მთავარია, დადებითად გადაწყვიტეს ის.

იმ სიახლეებზე, რაც ამ ვიზიტს მოჰყვება და დღემდე გადაუჭრელ პრობლემებზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- სანამ დუბლინში გავემგზავრებოდით, შევიტყვეთ, რომ IRB-ის აღმასკომმა განვითარებული რაგბის კავშირების რიგებში საქართველოს შეყვანა გადაწყვიტა.

თუმცა აქ ერთი პირობაა - ამ სტატუსს ატარებ მანამ, სანამ მსოფლიოს თასის გათამაშების მონაწილე ხარ. მეორენაირად, თუ 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზური ვერ მოვიპოვეთ, უმაღლესი რანგის ქვეყნებს შორის ყოფნის უფლებას დავკარგავთ.

- რა სიკეთე მოაქვს ჩვენი რაგბის კავშირისთვის უმაღლესი რანგის სტატუსის მინიჭებას?

- ამის შედეგად გაიზრდება IRB-დან რაგბის კავშირის დაფინანსება. თუ აქამდე გრანტის სახით 300 ათას გირვანქა სტერლინგს ვიღებდით, ამიერიდან 450 ათას გირვანქას მივიღებთ.

- ცნობილია, რომ ეს თანხა გრანტის სახით გამოიყოფა და ის მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. რას მოხმარდება გაზრდილი დაფინანსება?

- დიახ, თანხა მიზნობრივია და რაგბის საერთაშორისო საბჭომ თავად განგვისაზღვრა მისი დასახარჯი მიმართულებები. ამ ფულით უკვე ჩამოვიყვანეთ ფიზმომზადების ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში "შევარდენის სარაგბო აკადემიაში" იმუშავებს. ის ასაკობრივ ნაკრებებს გაწვრთნის, პარალელურად თავის ცოდნას გადასცემს სპეციალურად შერჩეულ მწვრთნელთა ჯგუფს.

ამავე თანხით უნდა ჩამოვიყვანოთ ფიზიოთერაპევტი. ეს დარგი საქართველოში ჩავარდნილია.

სპეციალისტს თავად რაგბის საერთაშორისო საბჭო შეგვირჩევს. ისიც "შევარდენის სარაგბო აკადემიაში" იმუშავებს და იმავე ფუნქციებით იქნება დატვირთული.

განზრახული გვაქვს უცხოელი მსაჯების საქართველოში მოწვევა. ჩემპიონატის მეორე ეტაპის განახლებისთანავე გვეწვევა ახალზელანდიელი მსაჯი, რომელიც სეზონის დასრულებამდე დარჩება საქართველოში.

ამის შემდეგ IRB და ირლანდიის რაგბის კავშირი ერთობლივად დაგვეხმარებიან მსაჯთა განვითარების პროგრამის განხორციელებაში.

ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში ათ-ათი დღით ჩამოვა ექვსი ერის ქვეყნების ორ-ორი მსაჯი, რომლებიც მატჩების განსჯასთან ერთად, ადგილობრივ არბიტრებს სემინარებს ჩაუტარებენ. ეს ხარჯებიც ამ გაზრდილი დაფინანსებიდან უნდა გავიღოთ.

ამასთან ერთად, უნდა შევიძინოთ ულტრათანამედროვე ვიდეოანალიზისა და მოთამაშეთა საინფორმაციო ბაზის მართვის პროგრამები. ეს უკანასკნელი საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვაკონტროლოთ დაახლოებით 250 ახალგაზრდა მოთამაშის მდგომარეობა, მათი ფიზიკური კონდიციები, უნარ-ჩვევები, პროგრესი ან რეგრესი.

დავიქირავებთ ვიდეოანალიზის სპეციალისტს. ასევე, ამ გრანტის მეშვეობით შეგვეძლება, მოკლევადიანი ვიზიტით მოვიწვიოთ სპეციფიკური მიმართულების მწვრთნელები, მაგალითად - ფეხით თამაშის, დერეფანში თამაშისა და სხვადასხვა პოზიციის სპეციალისტები.

IRB-მ გამოგვიყო დამატებითი თანხა - 250 ათასი გირვანქა სტერლინგი, რომლითაც მარტყოფის სარაგბო ბაზისთვის ხელოვნურსაფარიან მოედანს შევიძენთ.

- დიდი ხანია, ლაპარაკობენ თბილისში საერთაშორისო ტურნირის გამართვის შესახებ...

- თბილისში ტურნირის გამართვა უკვე გადაწყვეტილია. ამ შეჯიბრებას "თბილისის თასი" დაერქმევა და ის ტრადიციულად, ყოველი წლის ივნისში გაიმართება. წლეულს ტურნირი სტარტს 7 ივნისს აიღებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ჯერ მხოლოდ ორია ცნობილი. ირლანდიისა და იტალიის A ნაკრებები აუცილებლად გვეწვევიან, მესამე გუნდს კი IRB მოგვიანებით შეარჩევს.

ამასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო IRB-ის რეგულირების მე-11 პუნქტში შეტანილი ცვლილება, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით მოხდა. აქამდე ნაკრებ გუნდებს მხოლოდ ერთი სპონსორის ლოგოს განთავსების უფლება ჰქონდათ.

ჩვენ წინადადებით მივმართეთ - მოეცათ სპონსორების რიცხვის გაზრდის უფლება. IRB-მ ინიციატივა განიხილა და გადაწყვიტა - გუნდებს ნება დართოს, სათამაშო ფორმაზე ექვს ადგილას განათავსოს სპონსორის ლოგო. ეს რეგულაცია არ ეხება მსოფლიოს თასის გათამაშებას.

იქ სპონსორის რეკლამა მხოლოდ სავარჯიშო ფორმაზეა ნებადართული. ეს ყოველივე საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი სპონსორი მოვიზიდოთ.

- ივნისის ტურნირის გარდა, საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი ტესტ-მატჩი უნდა გაემართა, თუმცა თქვენ მესამეს ჩატარებაც მოითხოვეთ...

- მინდა გამოვეხმაურო "თბილისის ფორუმზე" მწერალ რაგბის ქომაგებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ჩვენი ნაკრების ტესტ-მატჩების რაოდენობითა და მეტოქეთა ხარისხით.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ნაკრებებს, რომლებსაც, სხვათა შორის, ნოემბერში თბილისში ვუმასპინძლებთ, აქამდე არ ჰქონდათ რეგიონული ტურნირი, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩვენი ერთა თასია.

ისინი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ ტესტებს და მერე "ჩერჩილის თასზე" წამყვანი სარაგბო ქვეყნების A ნაკრებებს ეპაექრებოდნენ.

ეს ტურნირი IRB-მ გააუქმა და კანადისა და აშშ-ის ნაკრებები "წყნარი ოკეანის ერთა თასზე" დაუშვა. ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, გეოგრაფიული პრინციპითაა განპირობებული.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით გამართული ტურნირების ხარჯებს ეს ორგანიზაცია თავად ფარავს და ამიტომ ამ ორი ქვეყნის "წყნარი ოკეანის ერთა თასზე" დაშვება მისთვის ფინანსურად ხელსაყრელია.

ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება. ზაფხულში გავემგზავრებით არგენტინაში ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ. ნოემბერში გვექნება სამი ტესტ-მატჩი მაღალი დონის გუნდებთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი რაგბის პროგრესისთვის ეს ძალიან კარგია.

ამასთან ერთად, მაისში ჩამოდის სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელსაც ზე რაგბის გათამაშებაში ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს. "ლაიონზს" საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეთა ნაკრებს დავუპირისპირებთ.

- ირლანდიაში Emerelad Cultural Institute-თან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაქვთ. რამდენად ნაყოფიერი გახდება ის სამომავლოდ?

- Emerelad Cultural Institute განათლების სფეროში საქმიანობს. მისი ინიციატივით, ირლანდიის ექვსი თუ შვიდი კოლეჯი დავათვალიერეთ, სადაც სწავლა და რაგბი უმაღლეს დონეზეა.

ჩვენი ურთიერთობის პირველი შედეგი ის იქნება, რომ ოქტომბერში St.Michael's College-ის ცხრამეტწლამდელთა ნაკრები გვეწვევა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება. ჩვენი გუნდისთვის ეს შესანიშნავი საკონტროლო მატჩი იქნება ევროპის ჩემპიონატის წინ.

გარდა ამისა, თუ შევძლებთ სპონსორის მოძიებას, გვინდა, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ამ კოლეჯში ორი კვირით მივავლინოთ.

მორაგბეები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, "ლენსტერის" მწვრთნელების მეთვალყურეობით ივარჯიშებენ.

ცხადია, გუნდთან ერთად გაემგზავრებიან მწვრთნელებიც, რომლებიც დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ. ჩვენი 15-წლამდელთა ნაკრები იქვე ორ მატჩს გამართავს თანატოლთა გუნდებთან.

- ეროვნულ ნაკრებს საკუთარი მოედანი არ აქვს. სად უნდა ითამაშონ "ბორჯღალოსნებმა"?

- თბილისში სულ ორი სტადიონია - მიხეილ მესხის სახელობის და "დინამო არენა". ჩვენ გადავუგზავნეთ ნაკრების თამაშების კალენდარი ფეხბურთის ფედერაციას და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი და ფეხბურთის მატჩების უმრავლესობა ერთმანეთს ემთხვევა.

ჯერჯერობით გადაწყვეტილია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ სამ მატჩს: 9 თებერვალს პორტუგალიასთან და ორ ტესტს ნოემბერში.

9 მარტს, როცა ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება და "დინამო არენა" დაკავებულია.

ამიტომ იძულებულნი ვართ, ეს შეხვედრა ავჭალის სტადიონზე გავმართოთ. რუსთავის სტადიონი უფრო მეტ მაყურებელს იტევს, მაგრამ იქ მინდორი ჯერ ისევ არ არის სათანადო მდგომარეობაში.

პრობლემები გვაქვს ივნისის ტურნირთან დაკავშირებით. 11 და 16 ივნისს "დინამო არენა" თავისუფალია, მაგრამ სტადიონის დირექციის თხოვნით, იქ დღეში მხოლოდ თითო მატჩის გამართვაა შესაძლებელი. პირველი ტურის მატჩებს კი სად ვითამაშებთ, წარმოდგენა არ მაქვს.

ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ჩვენი აღიარება მრავალ დეტალთანაა დაკავშირებული, მათ შორის, ქვეყანაში რაგბის პოპულარობასთანაც.

საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენი ნაკრების თამაშზე თბილისში 18 ათასი მაყურებელი დადის. ამ მაჩვენებლის ორ ათასამდე ჩამოვარდნას, ცხადია, კარგი რეაქცია არ მოჰყვება.

არაფერს ვამბობ იმ გულშემატკივრებზე, რომლებიც საყვარელ გუნდს უშუალოდ სტადიონზე ვერ უქომაგებენ და ამ სიამოვნებას მოვაკლებთ.

გამოსავალი არის ერთი - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უნდა აუშენონ 25-30-ათასიანი სტადიონი.

საქართველოში არ მეგულება არავინ, ვინც იტყვის, რომ ქართული რაგბის თემმა ეს არ დაიმსახურა. უფრო მეტიც, თუ ეროვნულ ნაკრებს თავისი სტადიონი არ ექნება, ქართული რაგბი ვერ განვითარდება. ეს არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხი.

მინდა, რომ თავისი აზრი ამ საკითზე რაგბის ქომაგებმაც გამოთქვან. ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი.

- ეროვნული ნაკრების მატჩებს საქართველოს ჩემპიონატის განახლებაც მოჰყვება. რა მდგომარეობაში არიან დღეს ქართული კლუბები?

- მდგომარეობა საგანგაშოა. უმაღლესი ლიგის ათი გუნდის ბიუჯეტი საშუალოდ 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე მერყეობს და ისიც სახელმწიფოს განვითარების პროგრამის მიხედვით გაცემული პრემიალური თანხებია.

გუნდები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. თუ ასე გაგრძელდა, მალე დაიწყება მასობრივი მიგრაცია. რაც ყველაზე სამწუხაროა, მორაგბეების უმრავლესობა მიაშურებს დაბალგანვითარებულ სარაგბო ქვეყნებს, სადაც ჩვენთან შედარებით გაცილებით მეტს გადაუხდიან.

ვითარების გაუმჯობესებისთვის საწყის ეტაპზე სასწრაფოდ მოსაზიდია 3 მილიონი ლარი, რომელსაც უმაღლესი ლიგის გუნდებს თანაბრად გავუნაწილებთ.

ეს თანხა, ცხადია, საკმარისი არ იქნება ფუფუნებაში საცხოვრებლად, თუმცა გუნდებს საშუალებას მისცემს, მორაგბეები შეინარჩუნონ. თუ კლუბები თავადაც მოიძიებენ სპონსორებს, ცხადია, ეს მათ პროგრესს შეუწყობს ხელს.

საერთოდ, სპონსორების მოძიება საქართველოში ძალიან გართულდა. რაგბის კავშირი სულაც ორი სპონსორის ამარა დარჩა. მინდა მივმართო იმათ, ვისაც ეს ხელეწიფება - მოგვეხმარეთ ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი აბუსერიძე კარიერას ასრულებს - ვინ უკაპიტნებს "ბორჯღალოსნებს"?

• ანთოკელი

ტოტალიზატორში და მამაძაღლობებში ფულის წაგებას, არ ჯობს რაგბის კავშირის ანგარიშზე ჩარიცხოს თითოეულმა მოქალაქემ გარკვეული თანხა? ან გუნდებს მოახმარონ მერე და ან სტადიონისთვის მიწა შეიძინონ. თანადგომა ეგაა ჩვენი მხრიდან. რუსთავში მართლაც მაგარი სტადიონი ააშენეს, მაგრამ თამაშები არ ვიცი როდისაა ან საიდან გავიგო, კარგი PR კამპანიებია საჭირო თამაშების დაანონსება და აშ.

• პაატა

ბოდიში, შემეშალა დავითი კი არა – მინდია გულუა.

• Qartveli!

პაატა ძალიან კარგი იდეაა,თან სამეგრელოს ამ ნაწილშI,ზუგდიდში და კონფლიქტის ზონებისკენ საერთოდ არაა რაგბი შესული,რაც ძალიან ცუდია..არადა დარწმუნებული ავრ,ბევრ კარგ საქმეს დაუდებდა სათავეს! შეგიძლიათ მიხვიდეთ რაგბის კავშირში,თბილისში ვაკეში და მანდ მოგისმენენ ინტერესით !)))

• პაატა

მეგობრებო, ვინმემ რაგბის ფედერაციას ხმა მიაწვდინეთ და დავით გულუას შეხვდნენ, პატრიოტი კაცია, იქნებ ერთ – ერთი რაგბის გუნდისთვის სახელით "გალი" ხელი მოეკიდა.

• roma

ხალხო,ძალიან კარგია,რომ ბევრ ქვეყანას უგებთ რაგბში,მაგრამ ჩვენ ხომ მაინც მე-2 ლიგაში ვთამაშობთ,6-თა ერის პირველობაზე არ გვათამაშებენ,აზრი არა აქვს მათან შედარებით სუსტები ვართ.ყველა თამაშს მოგვიგებენ.ჩვენ ისეთი რაგბის პრეზიდენტი გვჭირდება,რომელიც რაგბს კიდევ უფრო განავითარებს და ნაკრებს 6-თა ერის პირველობაზე ათამაშებს,ამის შემდეგ საკუთარი სტადიონიც გვინდა და სხვა დანარჩენიც.

• პაატა

მე, პირადად როგორც რაგბის, ისე ფეხბურთის და კალათბურთის გულშემატკივარიც ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ლევან ფხაკაძის ინიციატივა უნდა გავრცელდეს მთლიანად სპორტზე, მაგრამ ისე, რომ ინვესტიციის მოცულობაზე და მიზნობრივობაზე ვიზირება უნდა გასცეს სპორტის სამინისტრომ. ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს და ჯანსაღ, გამჭირვალე პროცესებს დაუდებს სათავეს სპორტში. მანამდე კი მიმაჩნია, რომ ისევ სპორტის სამინისტრო უნდა ჩაერიოს და თუ საჭირო იქნება უნდა შეიცვალოს ფეხბურთის მატჩების კალენდარი. რაგბისტებმა ასეთი თანადგომა ნამდვილად დაიმსახურეს. რათქმაუნდა უნდა ვიფიქროთ რაგბის 30 ათასიანი სტადიონის აშენებაზე, მაგრამ მანამდე რაგბის აღმავლობის დინამიკას ხელი არ უნდა შეეშალოს.

• tarieli

ლოკოს ან დინამოს გადაცემა სადავოა ბიჭებო! აშენდეს ახალი, სხვა, რაგბისტების, რაც იქნება მათი!!! და მეტი არავიიიისიიიი!!! ეს პირდაპირ კავშირშია შემდგომ წარმატებებთან!!! 25 000 სტადიონი ამ ეტაპზე საკმარისია!!!!ვინც მარტო რუსეთის თამაშებზე დადის იმას მე რაგბის ქომაგად არ ვთვლი და თუ უბილეთოდ დარჩებიან არ იქნება ტრაგედია:))) გინება ეკრანის წინ ჯობია:)))მოკლედ უნდა მოვითხოვოთ!!!

• vaxa

ნიკა, ეხ ნიკა, რა კარგია ოცნება. ფული უნდა ამას ყველაფერს ძამა, ფული. შე კაი დედმამიშვილო 15000-იანი საფეხბურთო ან რაგბის სტადიონი რათ უნდა თელავს.ისე, წინადადებაში, ერთი წერტილი და ერთი მძიმე, უნდა დასვა მაინც სადმე.

• პაატა

ყველაზე მაგარ ფედერაციას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ეკუთვნის.

• ნიკა

ლოკომოტივის გადაცემა რაგბისტებზე მარტლა დიდი საქმე იქნებოდა ქუთაისში ჯობია ტორპედოს სტადიონი მიცენ აიას და ააშენონ სუფთა საფეხბურთო სტადიონი 25 000 ფარგლებში ერთი ეგეთი ბათუმში ორი 15 000 ზუგდიდში და თელავში ძირითადი პრობლემებიც მოიხსნება ფეხბურთშიც და რაგბშიც

• ქარ

ჩემი აზრით დინამოც რაგბისტებს უნდა გადეცეთ და მესხიც, ფეხბურთელები მაინც არაფერს აკეთებენ და დინამოს ბაზის სტადიონებიც ეყოფათ!

• irakli

საკუთარ სტადიონს რა ჯობია, მაგრამ ამდენი ფულის დახარჯვას, ისევ ლოკომოტივი მოგვცენ რაგბისტებს, ფეხბურთელებს რაში სჭირდებათ? რა მნიშვნელობა აქვს სად წააგებენ! რაგბისტებისთვის ამ სტადიონის გადაცემით კი ფულიც დაიზოგება და ნაკრებიც გაიმართება წელში.

• Toko

ქუთაისი და რუსთავი კი კარგია მაგრამ საქართველოს სარაგბო ნაკრებს დედაქალაქში საკუთარი სტადიონი თუ არ ექნა როგორც მინიმუმ დაგვცინებენ და მაქსიმუმ რა დაფინანსებასაც გვაძლევენ ისიც შეიძლება შეგვიწყვიტონ... რუსთავში და ქუთაისში სულ უემბლი რო ააშენო ხალხი არ არის თბილისის ერთი მეათედი.. რაზეა ლაპარაკი ნახევარი რუსთავი და ქუთაისი თბილისში ცხოვრობს... ჯერ ეს ერთი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ნაკრებს ერთი მსოფლიო სტანდარტის სტადიონი როგორ არ უნდა ჰქონდეს?! მაგრამ ფულს ვინ მოგცემს ამ ქვეყანაში ყველა ფულის ხამია..

• Lelo 2015

ქუთაისშიც შეიძლება არის აიას სტადიონი. ქუთაისს ნამდვილად შეუძლია უმანსპინძლოს ეროვნულ ნაკრებს. რაგბის განვითარებაში ქუთასისს დიდი წვლილი აქვს. მემგონი დამსახურბული იქნება თუ ნაკრები იქ ითამაშებს

• ნიკა

თბილისში კიდე ერთი 30 000 სტადიონის აშენება ფულის გადაყრა იქნება რაც არის ისიც არ ივსება

• guga

აუცილებელია საქართველოში რაგბის სტადიონი აშენდეს 30 000 ... ცჰემი აზრით გასაკვირია ჩვენი ნაკრების წარმატებებიდან გამომდინარე რომ არ მოხერხდა სტადიონის მშენებლობა

• ზურა

ისე მართლა ჯობია რაგბისტებს მიცენ ლოკო მანდ ტერიტორიაც არი საკმარისი და ბაზაც მოეწყობოდა

• afad

ბატონი ნიჟარაძე დიდ საქმეს აკეთებს ქართული აგბისთვის! სულ წინ და წინ ბატონო გიორგი, იმედია შემდეგ მსოფლიოზე ჯგუფიდან გავალთ

• ზაზა

ლოკომოტივი გადაეცეს რაგბისტებს მაგათ უფრო ჭირდებათ

• რაგბი

სასწრაფოდ ლოკომოტივის სტადიონი უნდა გადაეცეს სრკ-ს ფეხბურთის ნაკრებს დინამო არენაც ეყოფა კიდე ერთი სტადიონის აშენებას თბილისში ჯობია რეგიონებში აშენდეს მაგალითად ბათუმში

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა