ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოკრივეები სპონსორებს ეძებენ - პრეზიდენტი დათმობას გამორიცხავს

მოკრივეები სპონსორებს ეძებენ - პრეზიდენტი დათმობას გამორიცხავს

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბოლო დროს განვითარებულ ამბებზე საუბრობს
კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით კვაჭაძის დანიშვნას და მის მიერ სამწვრთნელო შტაბში განხორციელებულ ცვლილებებს ქართულ კრივში უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა.

ბოლო დღეებში სპორტულ პრესაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრები კორუფციულ სქემებზე, პრემიების წილში ჩაჯდომაზე, კლანურ ინტერესებსა და ამგვარ თემებზე საუბრობენ.

მეორე მხარე მათ არანაკლებ ბრალდებებს უყენებს, თუმცა ამასობაში დრო მიდის და საერთო საქმე ზარალდება.

დავით კვაჭაძესთან ინტერვიუ თავიდან მხოლოდ მის გეგმებზე, ფედერაციისა და ქართული კრივის განვითარებაზე სასაუბროდ დაიგეგმა, თუმცა ახლა გვერდი ვერც ამ ამბებს ავუარეთ და ინტერვიუც დაპირისპირების თემით დავიწყეთ.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კორუფციულ ბრალდებებს მას არავინ უყენებს, ეს უფრო ფედერაციის სხვა წევრებს ეხებათ, თუმცა უკან დახევას და მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლას არ აპირებს.

- ბოლო დღეებში კრივის სამყაროში გააქტიურებულ დაპირისპირებაზე რას იტყვით?

- მოვლენათა ასეთი განვითარება დიდად სამწუხაროა, რადგან ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმესთან დაპირისპირება.

პირიქით, გვინდა, რომ კრივის სამყაროში ჯანსაღი ვითარება შეიქმნას. წლების განმავლობაში კრივი დაყოფილი იყო ჯგუფებად და პარტიებად, რაც ახლა ამოტივტივდა ზედაპირზე.

ჩვენ არ ვხელმძღვანელობთ პარტიული პრინციპით, გვაინტერესებს მხოლოდ დალაგებული სიტუაცია და იმ გამოცდილი ხალხის დაბრუნება, საქმეში ჩაბმა, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა და ვისაც ვენდობით.

კონკრეტულად რამაზ ფალიანს რაც შეეხება, მოსვლისას ყველა მწვრთნელს ჩამოვაწერინე, ვის რამდენი ხანი უმუშავია, რა გაუკეთებია.

თითქმის ყველას მუშაობის 20-30, ზოგს კი 40-45-წლიანი სტაჟი აქვს, ფალიანს კი - მხოლოდ რამდენიმე წლისა.

ოთხი წელიწადი მუშაობდაო, მაგრამ ჩემს წინამორბედს მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ჰყავს 2009 წლის თებერვალში. მისი მოსვლისას სხვადასხვა შეჯიბრების სამი პრიზიორი გვყავდა, ეს კი ჰაერზე არ მოდის, ასეთ შედეგზე მუშაობდნენ მაშინდელი მწვრთნელები.

ფალიანი თუ ასეთი ძლიერი მწვრთნელია, მერე რატომ არ ჰქონდა ანალოგიური მიღწევა? მისივე დაწერილ სიტყვებს მოვიყვან, 2012 წელს, მაისის შემდეგ კრივის ფედერაციას არანაირი შეჯიბრება არ ჩაუტარებიაო.

ტყუილია ეს, რადგან ნოემბერში კალინინგრადში ევროპის პირველობა გაიმართა, სადაც ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ, ოღონდ მაშინ გუნდი სხვა მწვრთნელმა მოამზადა.

ფალიანმა ვერც მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან მოაგვარა ურთიერთობა; ყოველ შემთხვევაში, მათ დიდ ნაწილთან მაინც.

ჩემი ინიციატივა იყო მწვრთნელების გადანაწილება, რომ ყველას თავისი რგებოდა, თორემ ქუჩაში გაშვებას არავის ვუპირებდით.

სამწუხაროდ, ჩვენს ახალგაზრდებს უფროსობის მანია სჭირთ. მე მირჩევნია, სათავეში გამოცდილი ხალხი იყოს, ახალგაზრდებმა კი მათგან ისწავლონ, გამოცდილება მიიღონ.

ფალიანზეც ვფიქრობდი ნაკრებში ერთ-ერთ მწვრთნელად დატოვებას, მაგრამ არავინ მიიღო, მხოლოდ საკუთარ გუნდთან სურდა მუშაობა.

მინდა, რომ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებები შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, რათა უფროსების გვერდით უმცროსებმაც მიიღონ გამოცდილება და ეს ახლა ასეც ხდება. ამიტომ ფალიანს ჭაბუკებთან მუშაობა შევთავაზეთ, მაგრამ იქ თვითონ არ უნდა.

- თუმცა ეს მაინც თქვენი პოზიციაა ფალიანთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ მას სხვებმაც წაუყენეს ბრალდებები - თუნდაც უდისციპლინობის გამო, მაგრამ, თავის მხრივ, ისიც საუბრობს კორუფციულ სქემაზე და ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ პიროვნებებსაც...

- თქვენ რომ ვინმემ პრემია გამოგიწეროთ, დათმობთ მას?

- თუმცა ფაქტია, რომ თურმე ქართულ რეალობაში ასეც ხშირად ხდებოდა...

- მე რაც ვიცი, პრემიებს სამინისტროში ან ოლიმპიურ კომიტეტში იღებდნენ. არ მაქვს ილუზია, რომ ანგელოზების ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ პატიოსანი ადამიანი თავისი ნაშრომიდან ერთ თეთრს არ დათმობს.

ასე თუ ხდებოდა, რატომ იყვნენ აქამდე ჩუმად და რაღა ახლა მოუნდათ ამის გაჟღერება? ვფიქრობ, ეს არაა სწორი საქციელი.

ბექა ლობჟანიძეც რომ საუბრობს ამაზე და კრივიდან წასვლას ახალკაცს აბრალებს, ის რა შუაშია, როცა მას მილანში ტურნირზე დისკვალიფიკაცია მისცეს, ხოლო რატომ დასაჯეს ასე, კარგად იცის. ბაქოს კლუბში გამოსვლისას რასაც იხდიდა, ის ოფიციალური გადასახადი იყო.

ახალკაცი რომ არა, ლობჟანიძე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდა. კონკრეტულ ბრალდებებს მე ვერ გამოვიკვლევ, ამისთვის შესაბამისი სამსახურები არსებობს, მაგრამ ასე ზეპირ საუბრებზე დაყრდნობით, ფედერაციაში საკადრო გადაადგილებებს არ ვაპირებ. სხვათა შორის - არც მწვრთნელთა კორპუსში.

მაგალითად, კუკური შავგულიძე ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგაზრდებში გადავიყვანეთ ოლიმპიადაზე მომხდარის მიუხედავად, როცა მისი მოსწავლე მერაბ თურქაძე ვერ აიწონა.

ამაზე ის თავს იმართლებს, რომ დროულად არ ჩააყენეს საქმის კურსში. მომხდარის მიუხედავად, მე მაინც ვენდობი შავგულიძეს, როგორც გამოცდილ მწვრთნელს. სხვა დროს კი შეჯიბრებებზე ისეთ პიროვნებას გავაყოლებთ დელეგაციის ხელმძღვანელად, ვინც დროულად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას.

- თავში დაპირისპირებები ახსენეთ და როგორ აპირებთ კრივის სამყაროს გაერთიანებას, კრივის დეპოლიტიზაციას?

- ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა აუცილებლად შესასრულებელი და პირველი რიგის ამოცანა.

საუკეთესო გუნდიც რომ გვყავდეს, მწვრთნელებს შორის ურთიერთგაგება თუ არ იქნება, ამ ქიშპობით ბევრ ახალგაზრდას დავღუპავთ. ამიტომ მინდა მწვრთნელების გადაჯგუფება, რომ სიტუაცია შევარბილოთ და დავარეგულიროთ.

- ფედერაციაში, ქართულ კრივში ბევრი რამ დაგხვდათ შესაცვლელი?

- ცხადია, ბევრი რამეა შესაცვლელი იმის მიუხედავად, რომ ფედერაციაში გამოცდილი ადამიანები მუშაობდნენ - თამაზ ქართველიშვილი, კოტე ბერძენიშვილი, ვოვა ახალკაცი, თუმცა მუშაობა ზემოდან წამოსულ მოთხოვნებზე იყო აგებული.

არც ფუნქციები იყო განაწილებული. მაგალითად, დღეს გენერალური მდივნის მოვალეობა კონკრეტულადაა განსაზღვრული - ევალება შეკრების მოწყობა, ტურნირებზე გამგზავრება, მაგრამ მწვრთნელების დანიშვნა ან იმის გადაწყვეტა, ვინ რომელ წონაში გამოვიდეს, მისი საქმე აღარაა.

გენმდივანს ან ვიცე-პრეზიდენტებს არც თანხების განაწილება ევალებათ. შეჯიბრებებს და შეკრებებს უფროსი მწვრთნელი უკვეთავს და შედეგზეც მან უნდა აგოს პასუხი.

- ფედერაციის ბიუჯეტი რამდენია?

- მხოლოდ 250 ათასი ლარი, მეტი არ დაგვიმტკიცეს! არადა, წლეულს უფროსებში ევროპის პირველობაც ტარდება და მსოფლიოსიც.

ევროპისთვის მოსამზადებელი კალენდარი რომ შევადგინეთ - შეკრებები, ორი შეჯიბრება და თავად ევროპირველობაზე წასვლა, 250 ათასი მხოლოდ ამას დასჭირდა. გამოდის, მთელი ბიუჯეტი მხოლოდ ამ ღონისძიებაზე უნდა დავხარჯოთ, მსოფლიოზე კი ვერ გამოვალთ.

თუმცა ჩვენ მხოლოდ ამ ორ ტურნირზე არ ვფიქრობთ. თუ ახალგაზრდა მწვრთნელები არ გაჯიუტდებიან და გვერდით დაგვიდგებიან, მაინც მგონია, რომ შედეგს მივიღებთ.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სპონსორების მოძიებაც ძნელია - რამდენ პიროვნებას ნახავთ, რომელიც თავისით შეწუხდება იმავე კრივზე და გვერდში დაგვიდგება? არადა, თავის დროზე "ნაციონალები" რომ კომბლით ადგნენ თავზე, მაშინ კარგად იხდიდნენ ფულს.

მოკლედ, სპონსორებს ვეძებთ და კარგი იქნება, ვინმე გვერდში თუ დაგვიდგება. ფედერაციის თანამშრომლები უხელფასოდ ვმუშაობთ, იჯარის ქირაც გადასახდელია, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ისაა, რომ რაიონებში ჩასვლის და ადგილებზე ვითარების გაცნობის საშუალებაც არ გვაქვს.

- უფულოდ, ალბათ, ყველა იდეა განწირულია, მაგრამ მაინც რა რეფორმების გატარებას მიიჩნევთ საჭიროდ შედეგების გასაუმჯობესებლად?

- როგორც აღვნიშნე, მთავარია უნდობლობის აღმოფხვრა და დაპირისპირების დასრულება.

აუცილებელია მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, თორემ ბევრმა, დღეს რომ დიდი პრეტენზია აქვთ, მოსამზადებელი გეგმის დაწერაც არ იცის.

არადა, წესით, ასეთ გეგმას ყოველდღიურად უნდა წერდნენ. სერიოზული რეფორმებია გასატარებელი რეგიონების გამოსაცოცხლებლად. კარგი იქნება, სახელმწიფო თუ მოსწავლეთა სპორტს მიხედავს და სპორტსკოლებს აღადგენს.

ნიჭიერი ბავშვი ჩვენამდე თუ არ მოვიდა და მწვრთნელმა არ გაზარდა, ყველაფერი შემთხვევით შედეგზე იქნება აგებული, სერიოზული მიღწევები კი გაგვიჭირდება.

"ქართულ ოცნებაში" მეც შევდიოდი იმ თემატურ ჯგუფში, რომელიც თებერვლის დასაწყისიდან მუშაობდა სპორტის განვითარების კონცეფციაზე.

მშვენიერი დოკუმენტი შევიმუშავეთ, მაგრამ კარგი იქნება, ქაღალდზე თუ არ დარჩება და ცხოვრებაშიც გატარდება. იქ ლაპარაკია ბავშვთა სპორტზე, ახალგაზრდებზე, მომავალზე, უფასო წვრთნაზე და ასე შემდეგ...

- ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია?

- ნაკრებში დავნიშნეთ ძალიან წესიერი კაცი - ბონდო მამულაშვილი, თუმცა ის გამოცდილი მწვრთნელიცაა, მხოლოდ პატიოსნების გამო არ დაგვინიშნავს.

10 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება, თუმცა "ფეისბუQის" დახმარებით მის ჩაშლას ცდილობენ.

იმავე ახალკაცს იმდენად კარგი კონტაქტები აქვს, რომ მისი დახმარებით აზერბაიჯანელები თავისი ხარჯით გვიტარებენ შეკრებას და იქვე ტურნირშიც გამოვალთ.

ბაქოდან დაბრუნების შემდეგ ერთ შეკრებას საქართველოში გაივლიან, მერე უკრაინაში გამოვლენ შეჯიბრებაზე, მაისში კი მინსკში ევროპის ჩემპიონატია.

მთავარია, გუნდში უთანხმოება აღმოიფხვრა, დანარჩენი კი დამოკიდებულია მოსამზადებელი პროცესის სწორ დაგეგმვაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კობა კლდიაშვილი

მთელი საქართველო უჭერს მხარს ჩვენ სახელოვან ჩემპიონს რამაზ ფალიანს. მას არანაირი პრობლემა არ ქონია ნაკრებთან. თ უ ვინმე გამოიჭირეთ ფული გადაუხადეთ და აალაპარაკეთ, ნუ ამბობთ ფალიანი არ უნდა ნაკრებსო. ეგ ვოვას დადგმული სცენარებია.დააბრუნეთ ფალიანი. თუ ოდნავ მაინც შეგტკივა კრივზე გული.ყველაფერი მოგეკითხება როცა ამის დრო მოვა.ნუ დაღუპავ კრივს ზონდრი ვოვას გამო. დაუფიქრდი კარგად.

• კარლო

დაბერდით ეტკობა და ვეგარ აანალიზებთ თქვენს საქციელს და ქმედებებს. დაჯექით სახლში. თქვენი სირცხვილია ვოვა ახალკაცის შენახვა და ფალიანის განთავისუფლება.ვის აყრით ნაცარს თავლებში.

• ირაკლი

ფალიანი დააბრუნეთ. დროს ტყუილა კარგავთ. სირცხვილია, უცოდინარობაა ფალიანი გაუშვა და ბონდო და როლანდი დააყენო, კუკური დააწინაურო, ვოვა აბლატავო და ზონდერები შეინახო.

• ნიკალა

არც თქვენ გაინტერესებთ კრივი და არც ყიფიანს. საერტოდ სპორტთან ყიფიანი რა შუაშია. კაცს რომელსაც შეხება არ ქონია. უდიდეს პატივს ვცემ დავით ყიფიანს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მის შვილსაც პატივი ვცეთ. ლევან ყიფიანს თავისი დამსახურებით უნდა ვცეთ პატივი. მაგრამ რომ არაფერი არ დაუმსახურებია??????

• თენგიზ სვანიძე

ბატონო დავით! რატომ ასამარებთ კრივს? რა დროს როლანდი და ბონდოა? რომელ საუკუნეში ვართ? რატომ უსმენთ ვლადიმერ ახალკაცს? თქვენი აზრი რატომ არ გაგაჩნიათ. თუ ახალკაცის გარეშე მართვა არ შეგიძლია გადადექი. ადგილი დაუთმე ახალგაზრდებს. ისედაც დაგდეს. არავის არ აურჩევიხართ. დროა გონს მოხვიდეთ სანამ გაგსვრით ახალკაცი. ტუ არ გასვრილხართ კიდევ ფულში. პოლიციელ ახალკაცს ნუ გადაყვები და გადააყოლებ კრივს. თქვენ კუკურიძე მეტს სირცხვილს ჭამთ საბოლოოდ. რა სამწუხაროა რომ თქვენ ეს დაგემართათ. გონს მოეგეთ.

• ჯემალ არსოშვილი

კრივს პატრონი არ ყოლია. ასე გამოდის. თქვენი დიდი იმედი გვქონდა და აღმოჩნდა რომ ბევრ ტყუილებს ამბობთ, ლობჟანიძე მილანში ნამყოფიც არ კოპილა. სირხვილი თქვენი ამდენ ტყუილებს რომ ამბობთ.

• ოთარ გაგოშვილი

ბათონო დავით თქვენზე წარმოდგენა შემეცვალა. თქვენ არ გაინტერესებთ კრივი. კრივი რომ გაინტერესებდეს ფალიანს გაუშვებდი და ბონდოს დანიშნავდიით? ვოვას შეინახავდი? აქ იკვეთება რომ თქვენ ფულის საკეთებლად მოხვედით და კარგად გაუგეთ ვოვას!. სირცხვილი თქვენი.

• morieligio

ლობჟანიძე არ ყოფილა მილანში საერთოდ და არც არასდროს მიუღია დისკვალიფიკაცია ,არ გცხვენიათ ამდენ სიბინძურეს რომ წერთ,ან ახალკაცმა რა გაუკეთა კარგი კრივს რო ჩამოაშორა?არ შერჩება არავის არაფერი დრო მოვა და ყველას პასუხი გაეცემა.გცხვენოდეთ

• morieligio

batono davit tqven xart cru adamiani,da plius pederacishi zonderebi da mati uprosi da xelmzgvaneli vova axalkaci gizis.

• roma

დაიღუპა კრივი. მიშამ მოკლა ამათ დამარხეს

• roma

ესაა ახალი მთავობის სამართლიანობა? ახალაცი ციხეში უნდა იჯდეს ეხლა წესით. ჯერ რატომ მალავ რომ როლანდ კვაჭაძე, სკუტარი ძმა დანიშნე მთავარ მწვრთნელად შე არაკაცო რა ტიტული აქვს ან მას ან მის რომელიმე მოწაფეს. 2 ჩხუბი წმართვით 98 წელს და ევროპაზე უშვებდით მოკრივეს, რომელმაც პირდაპირბის მეტი არ იცოდა არაფერი და ზბორზე ცემას რომ ვეგარ გაუძლო სულ დაანება კრივს თავი. ეგაა თქვენი კაცობა და კრივის სივარული....... მიშამ მოკლა კრივი და ეს მთავრობა მარხავს. გააუქმეთ ეგ ფედერაცია და სანამ შეჭამეს ეგ 250000 ლარი ვოვამ, დავითმა და როლანდმა, გადაურიცხეთ გაჭირვებულებს ბევრი გვყავს. კარგი იქნება თუ იქაც ამათნაირებს არ ჩააბარეთ საქმე

• boqsiora

კარგად წაიკიტხე ხალხის აზრი იქნებ ამიტ მაინც მიხვდეს შენი ტვინი იმას ბატონო დავით რო დიდ შეცდომას უშვებ... მაგრამ რაუნდა გელაპარაკოთ ტქვენ ტავი ისევ 80იან წლებში გქონიათ ერტხელ რაგაც მოგიგიატ და თვავი დიდი ვინმე გგონიათ? გადახედეთ რამაზ ფალიანის განვლილ სპორტულ გზას შენდა შენ და შენი ძმა სიზმარშიც ვერ ნახავთ მაგ მიგწევებს... უკვე ძირს გითხრით ახალ კაცი და ვერცკი ხედავთ...

• kanadeli

არცკი გცხვენია ბატონო დავით... ხან ერთს იძახით ხან მეორეს... რა გინდათ თქვენ თვითონ ვერ გაგიგიათ... და თქვენს ხელში უნდა ჩავაგდოთ ქართული კრივი მეთვითონ მოკრივე ვარ და როგორ უნდა ვენდო თქვნნაირ პიროვნებას რომელიც ხელს აფარებს ,,ახალკაცს'' კაცი რომელიც გვბლოკავდა შეჯიბრზე წასვლის უფლებას არ გვადზლევდა და წილებში გვეჯდა ამიტ გნდათ გახვიდეთ ფონს. ვერ მოგართვით!!! რამაზ ფალიანი გაანთავისუფლეთ და მთავარ მწვრთნელად გვინიშნავ კაცს რომელიც ლაპას ვერ დაგვიკავებს და გვავარჯიშებს... მალე დასრულდება თქვენი ფოფინი კრივში.

• ვალერი გულიაშვილი

ბატონო დავით თქვენი ინერვიუ წავიკითხე ამავე საიტზე სანამ გახდებოდით ფედერაციის პრეზიდენტი. ერთ–ერთ შეკითხვაზე ეს ეხება ოლიმპიადაზე წასულ მოკრივეს და მის მწვრთნელს. თქვენ ძალიან აუგად მოიხსენიებთ და კიცხავთ მის საქციელს. ეხლა კი ძლიან კმაყოფილი ხართ კუკური შავგულიძით და მისი ნამოგვაწარით. თქვენი ვერ გაგვიგია? ან თქვენ ტუ გესმით რა გინდათ ტვიტონ? პატივს გცემთ, მაგრამ ძალიან არასწორად იქცევით. ასეთი მიდგომით კრივი დაიღუპება. რომ ამბობენ ახალკაცს უსმენო. მართალც ასეა ალბათ. აბა ასე მალე შეხედულებებს ნორმალური ადამიანი არ იცვლის სამწუხაროა, რომ თქვენს ხელში კრივი მართლაც დაიღუპება. რასაც ქართველი გულშემატკივარი არ ელოდება.

• ერეკლე

სათვალე გაიკეთეთ ტუ ვერ ხედავთ ასე მოკრივესს:))))))

• ლოლიკა

რამაზ ფალიანი უმაგრესი მოკრივეა.ბატონო რამაზ თქვენი ველა ბრძოლა მაქვს ჩაწერილი და შენახული. ძალიან მიყვარხართ. უმაგარი მოკრივე ხართ.

• თამაზა

მოხსენით თქვენი ძმა. ნათესაური ბიზნესები არ გვინდა კრივში. გაანთავისუფლე კორუპირებული ახალკაცი. თუ არ შეგიძლია ახალკაცის გარეშე მართვა. მაშინ თქვენც წადით. თქვენი მოძველებული კრივი არავის არ სჩირდება.

• გელა

ფალიანისნაირი მოკრივე საქართველოს არ კოლია და არც ეყოლება დიდი ხანი. მითუმეტეს თქვენს ხელში. დააბრუნეთ ფალიანი. ახალკაცს ნუ აფარებთ ხელს.

• ლუკი

რამაზ პალიანი მაგარიაააა

• ბაჩა

თქვენი ფანი ვაარ ფალიანიიიიიიიიიი

• მერაბი

ბატონო დავით! დააბრუნეთ ფალიანი, სხვანაირად კრივს არ ეშველება. ვლადიმერ ახალკაცი არც მოკრივეა და არც არაფერი არ ესმის კრივის. ასეთ ადამიანს რომ ანტავისუფლებ გააზრებული გააქვს რას აკეტებ? პოლიციელი ახალკაცის გჯერა და ააყვავებს კრიივს?.

• ამიკო

მაგარი მოკრივე ყოფილხართ . ამრავლოს ფალიანისნაირი წარმატებული მოკრივეები საქართველოში. უმაგრესი კაცი

• ზურა გაფრინდაშვილი

მიდით ბიჩჰებო მიაწექით ვის ხელშია კრივი!

• კრივის ფანი

ახალი მწვრთნელის მიღწევები ტუ იცის ვინმემ? ჰა ჰა ჰა ჰა

• ლევანჩიკა

ყველაზე მაგარი მწვრთნელი და ყველაზე მაგარი მოკრივე ხართ რამაზი მას

• კახი

სირცხვილი თქვენი ასეთ კაცს რომ ვერ აფასებთ.

• ნუგზარ ზარიძე

ამდენი ტიტულები რომ ააქვს ფალიანს ეს იცის ნეტა კვაჭაძემ? რომ იცოდეს არ გაანთავისუფლებდა.

• შოთა

აუ ამდენი მიღწევები ნაგდად არ ვიცოდი ძმაო. შენ გაგიმარჯოს. მაგარი კაცი ხააარ.

• გენკა

უმაგრესი კაცი ხარ ძმაო! შენი ფანი ვარ

• ჯაკი

საღოლ ძმაო! მაგააარ

• მალხაზ შავიშვილი

თქვენ შეიძლება კარგი მოკრივე იყავით წარსულში, მაგრამ თქვენი ინტერვიუდან გამომდინარე ვერა ხართ კარგი პრეზიდენტი. მენეჯმენტში უნდა გაერკვიოთ. გაგიწირდებათ ასე ფედერაციის მართვა და კრივის განვითარება.

• გულშემატკივარი

რაც მე ვიცი რამაზ ფალიანის მიღწევები 1. მსოფლიო ჩემპიონი 2, ევროპის ჩემპიონი 3 ჯერ 3,ბარსელონაში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი 4,კეთილი ნების თამაშების გამარჯვებული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონი 5,მსოფლიო ორგზის მესამე პრიზიორი 6. ამერიკის ჩემპიონი პროპროფესიონალებში. ABF ქამრის მფლობელი

• ამირეჯიბი

რა სამწუხაროა, რომ ვლადიმერ ახალკაცის გჯერათ ბატონო დავით. თავში ტვინი ვისაც ააქვს ფალიანს გაანთავისუფლებს და კუკური შავგულიძეს დააწინაურებს? ამით წაიყვანთ კრიიივს წიინ?

• ბააკა

ბატონო დავით თქვენ იმდენი მიღწევა არა გაქვთ კრივში, რაც ბატონ ფალიანს. ამიტომაც გაანთავისუფლეთ.

• დავითი

თქვენ ეტყობა სიბერე შემოგერიათ და პენსიონერები მოიზიდეთ. რა დროს ეგაა კრივი იღუპება. თქვენც იმიტომ დაგნიშნესტ რომ ყიფიანის ნათესავი ხართ.ძალიან სამწუხაროა რომ სპორტს ისევ არაფერი ეშველა.

• ჩელსი

რამაზ ფ ალიანი მაგარი მოკრივე და უმაგრესი მჭვრთნელია ვინ დანიშნე ტოოო?

• temiko

ფალიანი დააბრუნეთ. საქართველოს ეგეთი მაგარი მოკრივე არ ყავს. არც თქვენ და არც არავის არ მიუღწევია იმდენს რამდენსაც ფალიანმა მიაღწია. ბოღმა ნუ გაწვებათ.

• aleqsa

ფალიანი მოხსენი და მამულაშვილი დანიშნე? რა მიღწევები აქვს მამულაშვილს? ვინ არის საერთოდ? რა გაუკეთებია კრივში?

• ambur

თქვენ ძალიან გჯერათ პოლიციელი კორუპირებული ვოვა ახალკაცის, რომელიც რასაც ჩაგძახებთ იმას იმეორებთ. თქვენ თქვენი აზრი არ გაგაჩნიათ. სირცხვილია კუკური შავგულიძის დაწინაურება. კუკუკრი შავგულიძემ და თავისმა მოწაფემ საქართველო შეარცხვინეს. ასეთ ადამიანს აწინაურებ. თქვენ სამწუხაროდ ვოვას მიკროპონი ხართ.

• vatosha

რატომ ინახავთ ვოვა ახალკაცს ბატონო დავით? ვოვას პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგება თქვენც მოგეკითხებათ.

• giobera

ძალიან ცუდ გზა აირჩიეთ. თქვენი შეხედულებები არის ძალიან მოძველებული,როგორც თქვენი თრენერები. კრივი ვითარდება თქვენი დრო სხვა იყო და ეხლა სხვაა. ვინ გყავთ თანამედროვე მწვრთნელი? ვინ გაუძღვება თანამედროვე გამოწვევას? თქვენი ძმა როლანდი? როლანდის ასაკიც მიგვითითეთ თუ პატიოსანი ბონდო მამულაშვილი, რომელიც 5 თვე მწვრთნელობდა 20 წლის წინ და იმის მერე დარბაზშია არ შეუხედავს. ამით აპირებ კრივის განვითარებას? თქვენ კრივი არ გაინტერესებთ სამწუხაროდ. დაღუპულია ქართული კრივი თქვენს ხელში.

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა