არ ღირს ამ ბიჭებისთვის 17-წლამდელთა წინა ნაკრების შარშანდელი შედეგის ხშირად შეხსენება...
ორ თვეზე ნაკლები რჩება ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდამდე, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი ავსტრიაში მასპინძლებს, სერბებსა და ირლანდიელებს ფინალური ეტაპის ერთი საგზურისთვის შეებრძოლება.

ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა, სადაც არცთუ სახარბიელო შედეგი აჩვენა - რვა გუნდს შორის ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი დაიკავა. თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი მიიჩნევს, რომ ამ შედეგს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს.

გიორგი დევდარიანი "ლელოს" რესპონდენტია. მან ჩვენთან ინტერვიუში მინსკის ტურნირი შეაფასა და ელიტრაუნდთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

- რამდენად სასარგებლო გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის მინსკში ასპარეზობა?

- ამ ტურნირმა თავისი როლი ასი პროცენტით შეასრულა. ჩვენი ბიჭებისთვის მინსკში თამაში ძალიან სასარგებლო პრაქტიკა გამოდგა.

რა თქმა უნდა, შედეგი ჩვენთვის არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს - თბილისურ და ზუგდიდურ შეკრებებზე გუნდი ორჯერადად ვარჯიშობდა და ასეთი დატვირთვების ფონზე მაღალი შედეგის მიღწევის შანსი ნაკლებად გვქონდა.

მსგავს ტურნირებში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ფორმის პიკზე ელიტრაუნდისთვის გავიდეთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

მინსკში საშუალება მოგვეცა, სათამაშო პრაქტიკა იქ წაყვანილ ყველა ფეხბურთელს მიეღო და სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტიც გამოვცადეთ. ასე რომ, ბელორუსულმა ვოიაჟმა თავისი მისია შეასრულა.

- იქ ნაჩვენები შედეგი ბიჭების ფსიქოლოგიურ განწყობაზე უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენს?

- არა, რადგან მათ მინსკში წასვლამდეც ვაფრთხილებდით, რომ დატვირთვების ფონზე მაღალი შედეგების მიღწევის შანსი ნაკლებად გვქონდა. თუმცა მაინც შეგვეძლო, უფრო წარმატებულად გვეასპარეზა.

პირველ ტურში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ ბელგიას შევხვდით და ტოლი არაფერში დავუდეთ. მარცხი ბოლო რვა წუთში მიღებულმა ორმა გოლმა განაპირობა, რაც ისევ და ისევ გადაღლილობის ბრალი იყო.

მასპინძელ ბელორუსთანაც არანაკლებ მაღალ დონეზე ვითამაშეთ, რაც შედეგშიც აისახა. რაც შეეხება ლიტვასთან მატჩს, იქ განცდილი მარცხი უკვე მოტივაციის ნაკლებობით იყო განპირობებული, რაშიც ბრალი მეც მიმიძღვის. ბიჭები მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებულები გავიდნენ და იმის მიუხედავად, რომ უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, მაინც სამბურთიანი სხვაობით დავმარცხდით.

ფაქტობრივად, მეტოქე ჩვენს ნახევარზე სამჯერ გადმოვიდა და სამივეჯერ გოლი გაგვიტანა. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევებში ლიტვას ათიდან ათ თამაშს მოვუგებთ.

ბელორუსული ტურნირიდან ბელგიის ნაკრებს გამოვარჩევ, რომელმაც გათამაშება დამაჯერებლად მოიგო. ბელგიელებს "ჩელსის" ორი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებსაც კლუბის განკარგულებაში დაბრუნება ფინალამდე მოუწიათ და ამის მიუხედავად, მათმა ნაკრებმა მაინც შეძლო ფინალში რუსეთის დამარცხება.

- მინსკის ტურნირმა რა ხარვეზები დაგანახათ?

- ყველაზე თვალშისაცემი განაპირა მცველების პრობლემაა. ამ პოზიციებზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გამოცდას ვაპირებთ და ვნახოთ, რომელი კანდიდატი როგორ წარმოაჩენს თავს.

- ცნობილია, რომ ელიტრაუნდამდე სამ საკონტროლო მატჩს გამართავთ.

- დიახ, გერმანიაში მასპინძლებს ერთხელ შევხვდებით, ხოლო თბილისში შვედეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. მოხარული ვარ, რომ მსგავსი დონის გუნდებთან გაჯიბრების საშუალება გვეძლევა - ეს ჩვენს დადებით და უარყოფით მხარეებზე კიდევ უფრო ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის.

შეკრების ფარგლებში საკონტროლო შეხვედრებს ქართულ კლუბებთანაც გავმართავთ. ელიტრაუნდი ავსტრიაშია და დასკვნითი შეკრების გავლას სწორედ იქ ვაპირებთ.

- ელიტრაუნდის მეტოქეებზე რა ინფორმაციებს ფლობთ?

- ჩამოგვივიდა სერბეთის ნაკრების მიერ პირველ შესარჩევ ეტაპზე გამართული ყველა თამაშის ფირი. მალე ავსტრიისა და ირლანდიის ნაკრებების ჩანაწერებსაც მივიღებთ. ყველა მეტოქესთან მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენი უმთავრესი კონკურენტი სწორედ სერბეთია.

პირველ შესარჩევ რაუნდში ამ გუნდმა ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგო. თვალშისაცემია ის, რომ სერბეთს საოცრად ათლეტური და ჯანიანი ფეხბურთელები ჰყავს. ვიტყოდი, რომ ისინი არც ტანით და არც სახით 17 წლის ბიჭებს არ ჰგვანან...

- ლუკა ზარანდია ტურნირის ორგანიზატორებმა საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს. მის გარდა, ჩვენი გუნდიდან ვინმეს ხომ არ გამოარჩევდით?

- თქვენის ნებართვით, საქართველოს ნაკრებიდან რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფისგან თავს შევიკავებ.

- ქართველი 17-წლამდელების წინა თაობის წარმატება თქვენი ფეხბურთელებისთვის მოტივაცია უფროა თუ ფსიქოლოგიური ტვირთი?

- ერთიც არის და მეორეც. თუმცა მაინც არ ღირს ამ ბიჭებისთვის შარშანდელი შედეგის ხშირად შეხსენება, ეს მათთვის შეიძლება დამთრგუნველი იყოს.

რასაკვირველია, არ ვაპირებთ ელიტრაუნდში სტატისტის როლში ყოფნას და შარშანდელი მიღწევის გამეორებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ამ ასაკში უმთავრესი მაინც ფეხბურთელის დაოსტატებაა.

- გაკმაყოფილებთ თუ არა იმ ბიჭების განვითარების დონე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თქვენი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ?

- არიან სასიამოვნო გამონაკლისებიც, მაგრამ საერთო ჯამში, არ მაკმაყოფილებს. მათი ზრდისა და განვითარების დინამიკა არასასურველია, ამის მიზეზებზე საუბარი კი შორს წაგვიყვანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-მოლდოვა 4:2 - მინსკში ქართველმა 17-წლამდელებმა კარი გამოიჯახუნეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწარე მარცხი მინსკში

ქართველმა 17-წლამდელებმა მასპინძელ ბელორუსებს შანსი არ დაუტოვეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა