"ყარაბაღის" ქართველი ფორვარდი პრესის ყურადღების ცენტრში ისევ მოხვდა
"ყარაბაღის" ქართველი ფორვარდი გიორგი ადამიამ გუშინწინ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ჩვენებურმა დუბლით ყოფილი გუნდი "ბაკი" დააჯილდოვა. ამ მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ადამია პრესის ყურადღების ცენტრში ისევ მოხვდა. ადამია აზერბაიჯანის პრემიერლიგაში სტაჟიანი და ცნობილი ფიგურაა და მისი ინტერვიუ ჩვენი მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერემოსკლებული. მასალას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- "ბაკისთან" დუბლის შესრულებით ამ მატჩის გმირად იქეცით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამია უკვე ჩვეულ ფორმაშია?

- კარგ კონდიციაში ვარ და მომავალშიც შევცდები გოლებითა და კარგი თამაშით მეტი სარგებელი მოვუტანო ჩემს გუნდს.

- თქვენი შედეგიანი ასპარეზობა ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ბოლოს ცენტრში თამაშობთ...

- მართალი გითხრათ, ცენტრში უფრო შედეგიანი ვარ. ფლანგზე თამაშიც არ არის ჩემთვის უცხო. თუმცა, ვთვლი, რომ ცენტრში თამაშისას გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა მაქვს. ამჯერად ნახევარდაცვის ცენტრში ვთამაშობ, მაგრამ დუბლის შესრულებაში, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავდასხმაშიც ვთამაშობ ხოლმე.

- "ბაკისთან" მოგება რას მივაწეროთ. თქვენმა გუნდმა ითამაშა კარგად თუ მეტოქე წარმოჩნდა სუსტად?

- ეს გამარჯვება უმთავრესად იმით აიხსნება, რომ მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით შევასრულეთ და მეტოქეს არ მივეცით საშუალება თავისი პლუსები წარმოეჩინა, თორემ წარმატება გაგვიჭირდებოდა. ჩვენმა ტაქტიკა-სტრატეგიამ გაამართლა, მოწინააღმდეგეს თამაშითაც ვაჯობეთ და მათზე მეტი საგოლე მომენტი შევქმეით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შანსი გამოვიყენე და ორი ბურთი გავიტანე.

- შარშან "ყარაბაღში" სწორედ "ბაკიდან" გადახვედით. საინტერესოა, რამე პრინციპული ჩანაფიქრი ხომ არ გქონდათ ყოფილი გუნდი გოლით დაგესაჯათ?

- მერწმუნეთ, მსგავსი არც სურვილი მქონია და არც ჩანაფიქრი. ამ შეხვედრამდე ორჯერ ვითამაშე "ყარაბაღის" რიგებში "ბაკის" წინააღმდეგ და ორივე შეხვედრაში დავმარცხდით. უბრალოდ მინდოდა ამჯერად მაინც მოგვეგო "ბაკისთვის". ეს იყო და ეს. "ბაკი" ჩემთვის ისეთივე ჩვეულებრივი მეტოქეა, როგორც სხვა ნებისმიერი გუნდი. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლებით მოვიგეთ ეს თამაში. ასე რომ, "ბაკის" გოლებით დასჯა, ჩემი ჩანაფიქრი არ ყოფილა.

- სეზონის დასაწყისში ქულები დაკარგეთ. ამ მოგების შემდეგ კი ლიდერთა ოთხეულს შეუერთდით...

- ჩემპიონატი მართლაც ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ამასაც თავისი ახსა აქვს. პირველობის გარდა, ევროტურნირებზეც ვასპარეზობდით და ორ ფრონტზე ბრძოლა გაგვიჭირდა. ამჯერად კი მთლიანად ჩემპიონატზე ვართ ორიენტირებული და ეს შედეგებშიც აისახა. ჩვენ ისევ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

- ბოლო ორ მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაგიტოვებიათ. თქვენს აქტივში უკვე 5 გოლია. თუმცა ბომბარდირთა დავის ლიდერ ბახოდირ ნასიმოვს ორჯერ მეტი ბურთი აქვს გატანილი. შეძლებთ გოლებით მას დაეწიოთ?

- მერწმუნეთ, ჩემთვის უმთავრესია "ყარაბაღმა" წარმატებით იასპარეზოს. მოედანზე იმას ვცდილლობ გუნდს დავეხმარო, მეტი სარგებელი მოვუტანო. მე გავიტან ბურთს თუ ჩემი რომელიმე თანაგუნდელი, ამას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რაც შეეხება ლიგის ბომბარდირობას, თუ გამიმართლებს გოლების პირად აქტივს კიდევ ბევრჯერ გავზრდი. თუ რამდენის გატანას შევძლებ, ეს სეზონის ბოლოს გამოჩნდება.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა