ადებაიორი და ტოგო ასპარეზობას აგრძელებენ

სამხრეთ აფრიკაში დასრულდა ჯგუფური ეტაპი და 1/4-ფინალის ყველა მონაწილე გაირკვა.

ბოლო ტურის წინ D ჯგუფში, სადაც ოთხივე გუნდს ფეხბურთის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ერთ საგზური იყო გასათამაშებელი.

ინტრიგა მხოლოდ ტოგო-ტუნისის შეხვედრას ჰქონდა, სადაც ტუნისელებს მოგება სჭირდებოდათ, ტოგოს კი ფრეც აწყობდა. საბოლოოდ, “კართაგენის არწივებმა” 3 ქულის აღება ვერ მოახერხეს და მომდევნო ეტაპზე ტოგო გაუშვეს.

თავიდან დიდიე სიქსის გაწვრთნილი გუნდი დაწინაურდა – მე-13 წუთზე ანგარიში “ნანტელმა” სერჟ გაკპემ გახსნა, თუმცა ჰატემ ტრაბელსის შეგირდებმა ანგარიში საკმაოდ მალე, 30-ე წუთზე გაათანაბრეს – პენალტი გოლად ხალედ მუელიმ აქცია, რომელიც საბოლოოდ შეხვედრის ანტიგმირი გახდა, რადგან პრაქტიკულად გადამწყვეტ მომენტში, 78-ე წუთზე, ტოგოელთა კარში დანიშნული მეორე 11-მეტრიანი ვეღარ გამოიყენა, რაც მის გუნდს ტურნირიდან გავარდნად დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ აფრიკის თასს სამივე არაბული ნაკრები (მაროკო, ალჟირი, ტუნისი) გამოეთიშა, რაც დიდი მოულოდნელობაა. შეგახსენებთ, რომ მეოთხე არაბულმა გრანდმა, ეგვიპტემ, ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის ალჟირი, რომელსაც 0 ქულა ჰქონდა, საბრი ლამუშის კოტ დივუარს ხვდებოდა. ორივე გუნდი უმოტივაციოდ იყო და ამიტომ მატჩი საკმაოდ მხიარული და სანახაობრივი გამოვიდა. გულშემატკივარმა გამოუყენებელი პენალტი აქაც იხილა, ისევე, როგორც 4 გატანილი გოლი. თავიდან ორბურთიანი უპირატესობით ალჟირი დაწინაურდა (ფეგული, სუდანი), მაგრამ კოტ დივუარმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ეს გუნდი კვლავ წაუგებელია. ტურნირზე პირველი გოლები დიდიე დროგბამ და ვილფრედ ბონიმ გაიტანეს.

აფრიკის თასზე ახლა 1/4-ფინალების დროა, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან: განა-კაბო ვერდე, სამხრეთ აფრიკა-მალი, კოტ დივუარი-ნიგერია და ბურკინა ფასო-ტოგო.

აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. III ტური.

D ჯგუფი

ალჟირი-კოტ დივუარი 2:2

გოლები: 1:0 ფეგული (64-პენ), 2:0 სუდანი (70), 2:1 დროგბა (77), 2:2 ბონი (81).

გამოუყენებელი პენალტი: ბუდებუზი (7. ალჟირი).

ტოგო-ტუნისი 1:1

გოლები: 1:0 გაკპე (13), 1:1 მუელი (30-პენ).

გამოუყენებელი პენალტი: მუელი (78. ტუნისი).

თ მ ფ წ ბ ქ

1. კოტ დივუარი 3 2 1 0 7-3 7

2. ტოგო 3 1 1 1 4-3 4

3. ტუნისი 3 1 1 1 2-4 4

4. ალჟირი 3 0 1 2 2-5 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ემანუელ ადებაიორი: ჟოზე მოურინიო საოცარი ტიპია

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა