ევრობასკეტის ოფიციალურმა საიტმა ერთმანეთს ტურნირის 24 ნაკრები შეადარა
ევრობასკეტის ოფიციალური საიტი მომავალი ფორუმის ირგვლივ პუბლიკაციას პუბლიკაციაზე აქვეყნებს.

ამჯერად მონაწილე 24 ნაკრების შედარებაა მოცემული. ისინი სიძლიერის მიხედვითაა დახარისხებული.

პირველი, რა თქმა უნდა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, საქართველო კი მე-14 პოზიციაზეა.

ფიბა-ევროპის საიტს რომ დავუჯეროთ, საქართველო პირველ ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს - მომდევნო ტურში მხოლოდ 12 ნაკრები გადის.

ასეა თუ ისე, გავეცნოთ პუბლიკაციას და ვნახოთ, რომელი გუნდი როგორაა დახასიათებული.

1. ესპანეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ესპანეთის ნაკრებიდან რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი წავაო, რესურსი საკმარისადაა, რომ ეს გუნდი ევრობასკეტის მთავარ ფავორიტად მივიჩნიოთ. მათ ზედიზედ მესამედ შეუძლიათ ტიტულის მოგება.

2. საფრანგეთი. პარკერი და ნოა NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში ითამაშებენ. მათ გარდა, ნაკრებში კიდევ არაერთი NBA-ელია. ასე რომ, ლოგიკური იქნება 2011 წლის ევრობასკეტის ფინალის გამეორება - ესპანეთი-საფრანგეთი.

3. რუსეთი. შესაძლოა, რუსებსაც გამოაკლდეთ წამყვანი კალათბურთელები, მაგრამ მედლის მოპოვება მაინც შეუძლიათ.

4. სლოვენია. თუ ყველა ჯანმრთელად იქნება, სლოვენიას საუკეთესო კვარტეტში მოხვედრა ხელეწიფება.

5. საბერძნეთი. კუფოსი "დენვერთან" ერთად NBA-ს პლეი ოფისკენ მიიწევს. "ოლიმპიაკოსსა" და "პანათინაიკოსში" ბევრი ბერძენი თამაშობს უმაღლეს დონეზე. ასე რომ, ეს გუნდი მინიმუმ მეოთხედფინალში გავა.

6. ლიტვა. კლეიზა ჯანმრთელადაა, ვალანჩიუნასს თითი აქვს მოტეხილი... თუმცა ლიტვა ის გუნდია, რომლიც სათვალავიდან არასოდეს უნდა ამოაგდო.

7. ჩერნოგორია. პეკოვიჩისა და ვუჩევიჩის გარეშე შესარჩევი ეტაპი წაუგებლად გაიარა. თუ ეს კალათბურთელები დაემატებიან, რატომ არ უნდა მოხვდეს მეოთხედფინალში?

8. იტალია. შესარჩევზე დენვერელი გალინარი არ ეხმარებოდა. ამ გუნდსაც შეუძლია საუკეთესო რვა გუნდში გასვლა.

9. სერბეთი. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილზე აღმოჩნდა, ევრობასკეტზე მისგან ბევრს უნდა ველოდეთ.

10. თურქეთი. გუნდში ილიასოვა დაბრუნდება და ტოპ-ათეულის ღირსეულ წევრად იქცევა.

11. ხორვატია. ტომიჩი ესპანურ ლიგაში გამორჩეული მეფარეა, სარიჩი საბოლოოდ ათამაშდა... ხორვატია სერიოზული გუნდია.

12. ისრაელი. ებრაელი კალათბურთელებით სავსე "მაქაბი" ევროლიგაზე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. რატომ არ უნდა გაიმეოროს იგივე ისრაელის ნაკრებმა?

13. დიდი ბრიტანეთი. დენგი და ფრილენდი NBA-ს წარმოადგენენ. ოლიმპიადაზე ჩავარდნის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ევროპაში მაინც ძლიერ გუნდად რჩება.

14. საქართველო. ფაჩულიას NBA-ში თამაშის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა. თუ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს ჯანმრთელი შემადგენლობით შეხვდება, წინსვლის რეალური შანსი აქვს.

15. გერმანია. ნოვიცკი მიმდინარე სეზონში საკუთარი ფორმისგან შორსაა. ისიც საკითხავია, ითამაშებს თუ არა სლოვენიაში...

16. ბოსნია. ბევრი რამ ტელეტოვიჩზე იქნება დამოკიდებული, რომელიც "ბრუკლინის" შემადგენლობაში ირიცხება.

17. ფინეთი. სუომელებს, როგორც ყოველთვის, არაერთის გამწარება შეუძლიათ.

18. მაკედონია. ანტიჩი და ილიევსკი სანაკრებო კარიერას ასრულებენ. მათ გარეშე, მხოლოდ მაკალების იმედად, ძნელი სათქმელია, სადამდე მიაღწევს მაკედონია.

19. პოლონეთი. მწვრთნელად ბაუერმანის დანიშვნა სწორ ნაბიჯად მოჩანს, თუმცა საკითხავია, რამდენად კარგად შეეწყობიან პოლონელები მის სისტემას.

20. შვედეთი. NBA-ს წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი სიურპრიზი, ტეილორი შვედეთშია დაბადებული. მისი დახმარებით გუნდს კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია.

21. ჩეხეთი. ჩეხებსაც ამერიკაში მოთამაშე ერთი ვარსკვლავი ჰყავთ - იან ვესელი. ვნახოთ, რამდენად დაეხმარებიან მას დანარჩენები.

22. უკრაინა. უკრაინელები 2015 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებენ. მათთვის 2013-ში რამდენიმე მოგება, უბრალოდ, აუცილებელია.

23. ლატვია. სიკვდილის ჯგუფში მოხვდა. ევროპაში "ვეფ რიგასა" და "ვენტსპილსის" წარმატება ევრობასკეტზე მაღალი შედეგებისთვის ბრძოლაში საკმარისი არ იქნება.

24. ბელგია. კასტელსის შეგირდები ევროპის ჩემპიონატზე გამოცდილების მისაღებად ჩავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

eurobasket 2013.org: საქართველოს 2011 წლის შედეგის გამეორება შეუძლია

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა