საფეხბურთო სამყაროს ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლა აჯობებს
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით, ფეხბურთს მასშტაბური ცვლილებები სჭირდება და ახალი წინადადება წამოაყენა.

"მიმაჩნია, რომ ერთი ასეთი ცვლილება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა განხორციელდეს. არასამართლიანია, როდესაც მეორე წრეში ვხვდებით გუნდს, რომელსაც ექვსი თუ რვა ახალწვეული ჰყავს.

ზამთარში გუნდს საერთოდ უნდა ავუკრძალოთ ახალი მოთამაშეების აყვანა, ან 2 ტრანსფერამდე მაინც უნდა შევზღუდოთ", - ამბობს ვენგერი.

საინტერესო პროექტი ეკუთვნის უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისაც, რომლის აზრითაც, იჯარა მინიმუმ ერთწლიანი უნდა იყოს, რადგან მოთამაშისა და კლუბის ინტერესებს ეს უფრო პასუხობს.

იდეები ორივეს სისტემატურად აწუხებს და ბევრი მათგანი საინტერესო ყოფილა. უნდა ვაღიაროთ, ვენგერის ეს უკანასკნელი ინიციატივა თუ დაიხვეწება, მასში რაციონალური მარცვალი ნამდვილადაა, განსაკუთრებით, საქართველოსთვის.

ახლა, როდესაც ჩვენთან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ხურდება, გაახალგაზრდავებისა თუ სხვა სახელით თვალს ვადევნებთ გუნდების დაშლისა და ხელახალი დაკომპლექტების პროცესს. თუ წლების წინათ საქართველოს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში "ერთწლიანი გუნდი" დასაცინი სახელი იყო, ახლა ესეც სანატრელია - ბევრ კლუბში ხომ შემადგენლობა ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლება.

უმაღლესი ლიგის მონაწილე ყველა კლუბში ცვლილებაა, მაგრამ ეს განსაკუთრებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გუნდებს ეხებათ. სატრანსფერო ფანჯრის დროს "დილა", "ზუგდიდი", "სიონი", ბათუმის "დინამო" და "კოლხეთი" შემადგენლობის არასტაბილურობით კვლავ გამორჩეულები არიან.

ვეჭვობთ, მიზეზი ამ კლუბების ხელმძღვანელთა სურვილი იყოს. უბრალოდ, დოტაციურ კლუბებში მოთამაშეებთან ნახევარწლიანზე ხანგრძლივ კონტრაქტებს ვერ აფორმებენ და ყოველ შესვენებაზე მათ თავკაცებსა და მოთამაშეებს ნევროზი ეწყებათ. პირველებს წარმოდგენა არ აქვთ, 6 თვეში რა გუნდი ეყოლებათ, ფეხბურთელებს კი - მეორე წრეში სად ითამაშებენ. ამიტომ მოგზაურობენ ბევრს, ხოლო კლუბები შეთამაშებასაც ვერ ასწრებენ.

ამ საკითხს შეიძლება დავუკავშიროთ ბოლო წლებში პოპულარული დებატი საქართველოში ჩემპიონატის სისტემის შესახებ. საფეხბურთო სამყაროს ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლა აჯობებს. რა თქმა უნდა, ეს საკამათო აზრია და ცალსახად ვერ გავიზიარებთ, მაგრამ საქართველოში ამის სასარგებლოდ სწორედ ის ფაქტი განგვაწყობს, რომ კლუბების დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ფინანსდება. მოგვწონს თუ არა, ეს დასკვნებისკენ გვიბიძგებს.

ახლა კონკრეტულად: სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფი კლუბების ბიუჯეტი წლის დასაწყისში იგეგმება. სწორედ ეს იწვევს კლუბების თავკაცთა და მოთამაშეთა ნევროზს - შუა სეზონში არავინ იცის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გუნდს დააფინანსებს თუ არა; და თუ "კეთილი" მამა-მარჩენალი თანხმობით გაგვახარებს, ამ წყალობის ოდენობა წინასწარ უცნობია.

გუნდზე ყველაზე უარყოფითად კი სწორედ გაურკვევლობა და არასტაბილურობა მოქმედებს.

თემა ათასჯერ განხილულა, მაგრამ საქართველოში განვიხილავთ და არაფერს ვაკეთებთ. "გაზაფხული-შემოდგომის" პლუს-მინუსები დასათვლელია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, სასწორის პინა რომლის სასარგებლოდ იხრება.

დადებით-უარყოფითი შედეგებიდან მხოლოდ რამდენიმეს აღვნიშნავთ.

უარყოფითი მხარეები:

1. სამ-ოთხთვიანი შესვენება ფეხბურთელებისთვის სასურველი არ არის, ისინი ხომ თამაშებით იზრდებიან;

2. ევროსეზონი სწორედ შემოდგომაზე იწყება და პარალელური რეჟიმი ყოველთვის უკეთესია.

დადებითი მხარეები:

1. ბიუჯეტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო კლუბები ერთწლიანი კონტრაქტების გაფორმებას მაინც შეძლებენ. გამომდინარე აქედან, გუნდები უფრო სტაბილურები და შეთამაშებულები იქნებიან, რაც ჩემპიონატის დონეზე აისახება;

2. უფრო ადვილი იქნება მოედნების მოვლა, რაც ჩემპიონატის დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

3. ცნობილ საფეხბურთო ლიგებში შესვენების გამო ვაკუუმის შევსებას გულშემატკივრები და მედიასაშუალებები (მეტ-ნაკლებად) საფეხბურთო ქართული ლიგით შეეცდებიან;

საქართველო მაინც სამხრეთი უფროა და ბევრად უფრო კარგი კლიმატია, ვიდრე სკანდინავიის, ბალტიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ მათგან განსხვავებით, მოედნები და პირობები არ გვივარგა. ამიტომ ზაფხულის უკეთ ათვისება აუცილებელი ჩანს.

არადა, ჩვენთან ზაფხულის ორი თვე დაკარგულია, სეზონი მაისის ბოლოს მთავრდება და ივლისის ბოლოს ან აგვისტოში იწყება.

და თუ სისტემა არ შეიცვლება, წრეებს შორის პაუზის დროს გუნდებს მოთამაშეთა დამატების მკაცრი ლიმიტი მაინც აიძულებთ, ყოველ 6 თვეში არასასურველი სახეცვლილება არ განიცადონ. ვფიქრობთ, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგება.

რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება უნაკლო ვერ იქნება, მაგრამ საფეხბურთო სამყარო ამ საკითხებზე არანაკლებად უნდა მსჯელობდეს, ვიდრე სკამების გადანაწილებაზე.

ცხადია, ბიუჯეტის პრობლემა არსენ ვენგერს არ აწუხებს, მაგრამ გავიგოთ, ამის თაობაზე შარშან შემოდგომაზე რა ილაპარაკა:

"კარგი იქნება, საფეხბურთო ევროპა კალენდარს თუ შეცვლის და ეროვნული ჩემპიონატები და საერთაშორისო ტურნირები იანვრიდან ნოემბრამდე გაიმართება.

მესმის, რომ ეს იდეა ცოტა უცნაურია, რადგან ევროპა ამჟამინდელ კალენდარს მიეჩვია. თავიდან ეს იდეა მეც გიჟურად მეჩვენებოდა, მაგრამ იაპონიაში მუშაობისას მივხვდი, რომ ეს ნორმალური იყო. ახალი სეზონისთვის მზადებას იანვარში ვიწყებდით, ჩემპიონატს კი ნოემბერში ვამთავრებდით.

ახალი კალენდრით თამაში ზაფხულში მოგვიწევს, როცა ფეხბურთის სათამაშოდ ყველაზე კარგი დროა, ფეხბურთელებიც ერთ სეზონს ორ სხვადასხვა ჩემპიონატში აღარ ითამაშებენ.

ეს სისტემა თანამედროვე ფეხბურთში რევოლუციური ნაბიჯი იქნება და მსოფლიოს საფეხბურთო კალენდრის ჰარმონიზაციას გამოიწვევს.

დარწმუნებული ვარ, რომ ფიფა და უეფა ამ იდეას მოიწონებენ. თან ამგვარი კალენდარი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებასაც ხელს შეუწყობს.

და კიდევ - ბოლოს და ბოლოს, შობას სახლში ფეხბურთის სამყაროც შეხვდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramo
ხო კიდევ,ზაფხულში ცხელა.მზეში თამაში საშინელებაა. გამოდის მატჩებიივნისში და ივლისში 9 საათზე უნდა დაიწყოს. ეს არც მაყურებელს აწყობს და არც არავის.
ramo
კიდევ ერთი პრობლემა, ზამთარში უამინდობის გამო მომზადება სეზონისთვის ძნელია. ეს სსრკ-ს გამოცდილებიდან. ხოლო ზაფხულში ერთი თვესაკმარისია გუნდისნისამზადებლად, პლიუს ნახევარი თვეშესათამაშებლად. თუ ჩვენი კლუბები ოდნავწინ აიწევენ რეიტინგში მათუფრო მეტი დრო ექნებათდასვენებისთვის დავარჯიშისთვის.
egnate
არსენ, იდეებს თავი გაანებე და არსენალს მიხედე, თორემ ბანძდება! ძეკო არ გამოგივიდა, ვილიას გართმევენ! ცოტა გაინძერი და იაქტიურე!
temuri
ევროპის ან მსფლიოს ცემპიონატის დროს როგორ იკნება მერე რა საინტერესოა
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ