31 წლის მცველი მრავალი წლის მანძილზე სანტანდერის "რასინგის" ღირსებას იცავდა
თურქულ სიდეში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ზესტაფონელების ბანაკს 31 იანვარს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა.

31 წლის ესპანეთის მოქალაქე ორიოლ ლოსანო გახლავთ ცენტრალური მცველი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ესპანეთის პრიმერადივიზიონში მოასპარეზე სანტანდერის "რასინგის" ღირსებას იცავდა.

კატალონიაში დაბადებული ორიოლ ლოსანო ფარანის პირველი კლუბი ესპანეთის სწორედ ამ მხარის წარმომადგენელი "ლეიდა" გახლდათ - ფეხბურთელმა აქ 1997-2001 წლებში იასპარეზა.

შემდეგ იყო ნაკლებად ცნობილი კლუბები "ონდა" და "ჰოსპიტალეტი", რასაც 2003 წელს სანტანდერის "რასინგში" დაწინაურება მოჰყვა...

მთიელთა ("რასინგის ერთ-ერთი ზედმეტსახელია "მწვანე-თეთრებთან" ერთად) შემადგენლობაში ორიოლ ლოსანომ 7 წლის მანძილზე (2003-2010 წლებში) იასპარეზა და ამ დროის განმავლობაში პრომერადივიზიონში 119 შეხვედრის გამართვაც მოასწრო.

ლოსანოს, რომლის სათამაშო ამპლუა ცენტრალური მცველი გახლავთ, პრიმერაში ერთი გოლიც აქვს გატანილი - სწორედ მისმა გოლმა გაამყარა კანტაბრიელთა უპირატესობა 2007 წლის 17 მაისს "მესტალიაზე" ადგილობრივ "ვალენსიასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში.

2010-2011 წლების სეზონში ფეხბურთელი საბერძნეთში, "არისში" ასპარეზობდა და გუნდს უეფას ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაშიც დაეხმარა, ხოლო ბოლო სეზონი სეგუნდადივიზიონელ "მურსიაში" გაატარა.

იმერული კლუბისა და ესპანელი ფეხბურთელების სამომავლო ურთიერთობათა საკითხი ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა