საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა 30 იანვარს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა
თემურ ყაზარაშვილს რომ ფიზიკურად დავპირისპირებოდი, როგორ ფიქრობთ, ის დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა? - ამის შესახებ განცხადება ლუკა კურტანიძემ 31 იანვარს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი ჭიდაობის ფედერაციაში გახდა ის, რომ თემურ ყაზარაშვილს ჰქონდა მოვალეობა, ხელი მოეწერა თვის ბოლოს სახელფასო უწყისებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა.

"ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს ატარებს ჭიდაობაში, ამიტომ პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ. საზოგადოება გადაიტვირთა პრობლემებით, მაგრამ ტექნიკური საკითხები შიგნიდან უნდა მოგვარდეს.

ყაზარაშვილს ჰქონდა მოვალეობა, რომ ხელი მოეწერა თვის ბოლოს ხელფასების უწყისებისთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. სახელმწიფოებრივი საქმე პირად ურთიერთობებზე არ უნდა გადავიდეს", - აცხადებს ლუკა კურტანიძე.

კურტანიძის თქმით, მან ათი მწვრთნელი შეცვალა ჭიდაობის ფედერაციაში და წესდებით, მას ამის უფლება ჰქონდა. მისივე თქმით, ის შეხვდა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს.

"ლევან ყიფიანის საზრუნავი არის ის, რომ ჭიდაობის ფედერაციაში იყოს სამუშაო პროცესი და სიმშვიდე იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, 30 იანვარს მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

"როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო. მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება. ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ.

რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?! - მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი.

ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ! ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა", - აღნიშნა თემურ ყაზარაშვილმა.

ლუკა კურტანიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილმაც. მისი თქმით, კურტანიძემ იგი წააქცია და სცემა.

აბრამიშვილის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილმა მას დაურეკა და "ტიროდა, ხელი დამარტყაო".

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა [VIDEO]

ნათია
ლუკაზე წარმოდგენა შემეცვაა. ეს კაცი არ იმსახურებს დაკავებულ თანამდებობაზე დარჩეს.
fsiqologi
თავისი ადგილი ვერ იპოვა, სულ რაღაცის ძიებაშია, სულიერად ვერ დამშვიდდა, სადაც არ უნდა დანიშნოთ ყველგან გამოავლენს აგრესიას, რადგან ასეთი ტიპის ხალხი მხოლოდ ბრძოლაში ვარგა , მისი ადგილიც თავდაცვაშია, დანიშნეთ თავდაცვაში, ცააბარეთ გადამზადების კურსი და იქ დაწყნარდება, გამოუშვებს ორთქლს, სემდეგ კი გადაიყვანეთ სხვა უფრო წყნარ ადგილას,
მერაბი
ლუკა უვარგისია. მაგის თანამდებობაზე დანიშვნა როგორ შეიძლება. მაგრამ როგორც ჩანს ბიძინას ახლობელია და მაგას ხელს ვინ ახლებს გინდაც დახოცოს ყველა
simartle
სირცხვილია ასეთი პიოვნება აკადემიის პრორექტორი იყოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობაზე აღარ ვლაპარაკობ ისე როგორც მახსოვს ამ კაცს ბერობა უნდოდა და ასე უცბად რა დაეტაკა საიდან ამდენი ამბიციები გონზე მოხვიდე და კაციურად მაინც მოიხადო ბოდიში გირჩევნია თორემ კუნთმაგარის და გონებაჩლუნგის შთაბეჭდილებას სტოვებ
კიკი
ძალიან დიდი სირცხვილია რაც მოხდა... 26 მაისს მიტინგზე არამარტო ჭიდაობის ფედერაცია, მთელი საქართველო არ ჩანდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბურჯანაძის გვერდით დგომა არ სურდა. რაო? ლუკამ ყველას დაგვერიოს და გვირტყას??? ბიჭმა ნერვული სისტემა მოიწესრიგოს და მერე დანიშნონ თანამდებობებზე. ისე ძალიან მაინტერესებს ბატონი ბიძინას აზრი, ჭორების გამო ირაკლი ალასანია ვიცე–პრემიერობიდან გადააყენა, აქ კი უამრავი მოწმეა და მგონი საზოგადოება იმსახურებს მისი კომენტარი მოვისმინოთ.
nana
ლუკა მართალი კაცია
lialia
ახლა თუ ელდარის სასარგებლოდ გადაწყდა ,ყველაფერი გასაგებიააააააააააააააააა
coco
საერთოდ ლუკა უფრო სამართლიანი და ეკლესიური კაცია, მაგრამ იმდენად იყო შეურაცხყოფილი ნაცებისგან 26 მაისის მიტინგზე, მაშინ როდესაც ჭიდაობის ფედერაცია არსად ჩანდა, ალბათ ნერვები ვეღარ გააკონტროლა, თუმცა სამაგიეროს გადახდა დიდი ცოდვაა ჩვენს რელიგიაში, მაგრამ.....
სიმართლე და კომპანია, ანუ იგივე – შამანი
ბატონო თემურ, რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხეთ თუ შეიძლება გეთაყვათ: 1) თუ კი კანონის ასეთი თავგამოდებული დამცველი ხართ, პირველ რიგში რატომ სამართალ დამცავ ორგანოებს არ დაურეკეთ? 2) რატომ არაფერი გეტყობოდათ ნაცემ–ნაგვემისა სახეზედ? 3) რატომ მიიყვანეთ სიტუაცია კონფლიქტამდე , როგორც უფროსი ასაკის ადამიანს გამოცდილება ხომ უფრო მეტი გაქვთ ასეთ საკითხებში? 4) ქუჩაში ან სადმე გაურკვეველ ვითარებაში ვინმემ მაგრად რომ დაგანგრიოთ , ერთი სიტყვით – დედა რომ გიტიროთ შენ და მაგ რაინდას , ეჭვს ლუკაზე ხომ არ მიიტანთ?–უხ, თქვე მამაძაღლებო თქვენა!!!
nukri
ნუკრიიიიიი, სამი კაცი სცემაო და კიდე ეგ არი ჩასვრილი? ერთიც, ოთახიდან გაიძურწა ჩასვრილი ბავშვივითო,მინდა გითხრა, რომ ისვრის ისეთი ბავშვი ოთახიდან გაძურწვასაც ვერ ახერხებს.
borisbombora
კურტანიძე მართალი კაცია. ვინც ჩახედულია საქმეში ის ადვილად მიხვდება რაზეა საუბარი. ნაცების დროს ჭიდაობის სამყარო ჩოქბჯენში იდგა...
nukri
რომ მეცემაო?....მაშინ რატომ გაიძურწა ჩასვრილი ბავშვივით ოთახიდან როდესაც პასუხს თხოვდნენ ეს როგორ ჩაიდინეო???
romali
რა ეტყობა ამ კაცს ეკლესიურობის,სულ მუშტებზე იყურება.სამარცხვინო ა მისი ყველა ქმედება
მამუკა
ლუკას ეტყობა, რომ რაღაც-რაღაცეები თავში აუვარდა. როგორც ვიცი ეკლესიური კაცია და ასე რამ არ უნდა ემართებოდეს...საქმის გაკეთება თუ უნდა, სიმშვიდე არ უნდა დაკარგოს...სხვანაირად არ ეკადრება და მართლა უხერხულია...
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა