პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "არსენალი" და "ლივერპული" ფრეს (2:2) დასჯერდნენ, "მეთოფეთა" თავკაცი უკმაყოფილო იყო
30 იანვარს გამართული ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" ფრეს (2:2) დასჯერდნენ, "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შედეგით უკმაყოფილო იყო.
აღნიშნული მატჩის მე-60 წუთისთვის სტუმარი "ლივერპული" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ორივე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და შედეგად თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა.
შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, თუმცა თუ "ლივერპულის" კართან შექმნილი საგოლე მომენტების რაოდენობით ვიმსჯელებთ, 3-4 ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო.
სამწუხაროდ, დაცვაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, თუმცა კონკრეტული მოთამაშეების დადანაშაულებას ამჯერად არ ვაპირებ.
ჩემთვის გასაგებია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ზედმეტი ნერვიულობაა: აქამდე კარგად გვახსოვს, ჩვენთვის როგორ ცუდად იწყებოდა "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსისთან" მატჩები და ვცდილობთ, მსგავსი რამ თავიდან ავირიდოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის ქვეშ ყოფნა იოლი არაა.
საერთოდ, "ლივერპული" კონტრშეტევებზე კარგად ირჯება და ნებისმიერი გუნდისთვის საშიშია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და ძალიან დასანანია, რომ გამარჯვების გოლი ვეღარ გავიტანეთ", - თქვა ვენგერმა.
არსენალი - ლივერპული 2:2
"არსენალის" თავკაცმა თავისი ფეხბურთელებიდან თეო უოლკოტი გამოარჩია.
"თეო შესამჩნევად ვითარდება. მას არ ეშინია დიდ გუნდებთან მატჩებში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, მუდმივად ქმნის სახიფათო მომენტებს, ეხმარება თანაგუნდელებს.
მას შეუძლია არა მხოლოდ ლონდონის "არსენალის", არამედ ინგლისის ნაკრების ლიდერი გახდეს", - დასძინა არსენმა.
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსიმ" კისერი ისევ წაიტეხა [VIDEO]
egnate
უნდა მოგვეგო, უნდა მოგვეგო! ხომ ხედავ რომ ვერ იგებ, იყიდე წესიერი გამიცდილი ფეხბურთელები!
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა