ლევან ყიფიანთან შეხვედრის შემდეგ ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილთან კონფლიქტს ამოწურული უწოდა
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში უსიამოვნო ამბები გრძელდება - პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესა და ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს შორის მომხდარი ჩხუბი კვლავაც არ მინავლებულა.

მართალია, 31-მა იანვარმა ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, თუმცა ფედერაციის ოფისში თუ მის გარეთ მთელი დღე ხალხმრავლობა იყო - შიგნით კურტანიძის მხარდამჭერები იყვნენ, გარეთ - მოწინააღმდეგეები.

როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, საჭიდაო ოჯახი ამჯერადაც ორად გაიყო, თუმცა იმაში ყველა თანხმდება, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ამით მათი ავტორიტეტი შეილახა.

თუმცა აზრები თავად ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზეც ორადაა გაყოფილი - ყაზარაშვილის საპირისპიროდ კურტანიძე ამტკიცებს, რომ მას ვიცე-პრეზიდენტი არ უცემია და ეს მის წინააღმდეგ აგორებული ჭორია.

ამის შესახებ მან 31 იანვარს, საღამოს პრესკონფერენციაზე განაცხადა. მე რომ ყაზარაშვილი მეცემა, ის ბევრად უფრო ცუდ დღეში იქნებოდაო, თქვა პრეზიდენტმა...

იმავე დღეს ფედერაციას ვესტუმრეთ მხარეთა პოზიციების დასაზუსტებლად. ყაზარაშვილმა მომხდარი დეტალურად გაიხსენა.

"კურტანიძემ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელთა ხელფასების დანიშვნის ბრძანებაზე ხელის მოწერა მთხოვა. ხელმოწერის უფლება მხოლოდ მე მქონდა, რადგან ფედერაციის ხელმძღვანელობაში ახალი ხალხია და რეესტრში სხვა არავინაა გატარებული.

საინტერესოა, რომ იმ სიაში მხოლოდ ახალი მწვრთნელები იყვნენ, ანუ ძველები უხელფასოდ რჩებოდნენ.

ამ ხელმოწერაზე უარი ვუთხარი იმ მოტივით, რომ მწვრთნელთა შეცვლა არ იყო პრეზიდიუმზე განხილულ-დამტკიცებული. ამას მოჰყვა შეკამათება და მითხრა, მე და შენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, წადიო... როცა მიზეზი ვკითხე, უკვე უფრო ხმამაღლა გამიმეორა, გითხარი, რომ ერთად ვერ ვიმუშავებთო...

ამაზე ვუპასუხე, ჩემი წასვლა შენი გადასაწყვეტი არაა, რადგან ამ პოსტზე არჩეული ვარ და ყრილობამ უნდა გადამირჩიოს-მეთქი.

ამასობაში შიგნით შევედით და კამათისას ხელი მკრა. წავიქეცი. ჩაგვიდგნენ შუაში, მაგრამ მერე წიხლი მომარტყა...

მოგვიანებით საავადმყოფოში წამიყვანეს, რადგან ცუდად ვიყავი. პოლიციასაც მათ შეატყობინეს, მაგრამ გამომძიებლებს ვუთხარი, რომ მცირე ინციდენტი მოხდა, თუმცა არ ვუჩივი და ამას ჩვენვე მოვაგვარებთ-მეთქი...

მომხდარის შემდეგ კურტანიძე არ მინახავს, მისი მეგობრები კი დამელაპარაკნენ. როგორც გითხარით, მე სასამართლოში წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ ეს საკითხი აღმასკომმა და საჭიდაო ოჯახმა უნდა განიხილონ".

ჩვენი მისვლისას კურტანიძე ფედერაციაში არ დაგვხვდა. მის ნაცვლად კომენტარი გენერალურ მდივან გიორგი ლომიძეს ვთხოვეთ, რომელიც იმ ინციდენტს თავად შეესწრო, თუმცა ის ცემის ფაქტს უარყოფს:

"პატარა ინციდენტი იყო. ყაზარაშვილს ჩვენ ყველა დიდ პატივს ვცემთ, როგორც პატივსაცემ პიროვნებას, მაგრამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მას თავისი აზრი გააჩნია, კურტანიძეს - თავისი. სერიოზული არაფერი ყოფილა, მათ შორის - არც ცემის ფაქტი.

მოჭიდავეები ვართ, ცხოვრებაში კი ემოციები ჩვეულებრივი ამბავია. იმედია, ეს ყველაფერი დალაგდება და შერიგდებიან".

31 იანვარს ფედერაციაში სათათბიროს თავმჯდომარე, ვეტერანი მოჭიდავე რომან რურუაც იმყოფებოდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, კითხვა ბევრი დაგროვდა და კურტანიძეს ხვალამდე ვაძლევთ ვადას, რათა ვითარებაში გაგვარკვიოს და აგვიხსნას, რა ხდებაო.

31 იანვრის საღამოსვე კურტანიძე და თავისუფალ ჭიდაობაში ასაკობრივი ნაკრებების ექს-მთავარი მწვრთნელები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდნენ. მოგვიანებით სამინისტროში ნაკრების წევრებიც დაიბარეს.

ბუნებრივია, როცა მხარეთა პოზიციები ასე დიამეტრულად განსხვავებულია, ჩვენ ვერაფერს ვამტკიცებთ, იმის გარდა, რომ მსგავსი არეულობა ძალიან ცუდია და ეს უარყოფითად მოქმედებს სპორტსმენებზე. არადა, წინ ევროპის ჩემპიონატია, იქამდე კი ორი თვეც აღარ დარჩა.

P.S. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კურტანიძემ კონფლიქტს ამოწურული უწოდა და დაამატა, რომ საკადრო ცვლილებები ძალაში რჩება.

"თავისუფალთა" ასაკობრივი ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა კი რეალობა აბსურდის თეატრად შეაფასეს.

დაპირისპირება მოგვარებულად მიიჩნია მინისტრმა ყიფიანმაც, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის სამოქმედო გეგმას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუკა კურტანიძე: ყაზარაშვილი რომ მეცემა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებოდა?

სპორტის სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა [VIDEO]

bareci
რას გადაეკიდეთ კურტანიძეს ყაზარაშვილს ხალხი რო ყავს გამწარებული ეგ უნდა იკოს კიდევ ეგ არაკაცი კურტანიძე ძაან მაგარი ადამიანია მე მჯერავ რო შეძლებს ეგ კველაფერს რაც თქვა
amis_dedac
ან კურტუმაძეა მოძალადე ან ყაზარა ინტრიგანი(ცილისმჭამებელი) ორივე დასჯადია, რომელიგაც უნდა ჩაჯდეს ამის გამო. გაუგებრობა-გამოუგებრობა არ ვიცი მე... რომელიმე უნდა გაისროკოს...
Mari
რა არაკაცი ავადმყოფი იყო ის არის ეხლაც,გაახილეთ ხალხო თვალები
ჯ.ჩ.
საინტერესოა რამ შეცვალა კურტანიძე
ჯ
ვფიქრობ კომფლიქტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა.სამწუხაროდ სიმპატია კურტანიძის მიმართ შემეცვალა.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა