ქალებში უწინდელი პოზიციები შეინარჩუნა ნანა ძაგნიძემ, რომელსაც 2555 პუნქტით მეხუთე ადგილი უკავია
ყოველი თვის მონაგრის მიხედვით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია რეგულარულად აქვეყნებს დიდოსტატებისა და საერთაშორისო ოსტატების ახალ სარეიტინგო მაჩვენებლებს.

პირველი თებერვლისთვის არნახულ მაჩვენებელს მიაღწია მაგნუს კარლსენის შედეგებმა: ვეიკ-ან-ზეეს ტურნირის მოგების შემდეგ ნორვეგიელი დიდოსტატი ვაჟთა საუკეთესო ასეულს სარეკორდო 2872 პუნქტით (მსოფლიოს მე-13 ჩემპიონის, გარი კასპაროვის მიღწევა მთელი 21 პუნქტით გააუმჯობესა) უდგას სათავეში.

მას საგრძნობლად ჩამორჩება რუსი ვლადიმირ კრამნიკი (2810). მესამე ადგილზეა სომეხი ლევონ არონიანი (2809).

პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან: თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2793), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2786), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2780), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 28771), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2767), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2766), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2764).

ვაჟთა საუკეთესო ასეულში ერთადერთი ქართველი დიდოსტატია - გალელი ბაადურ ჯობავა, რომელმაც 2702 პუნქტით 50-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ქალებში უწინდელი პოზიციები შეინარჩუნა ნანა ძაგნიძემ, რომელსაც 2555 პუნქტით მეხუთე ადგილი უკავია.

ასეულის სათავეში ისევ მკვიდრად დგას უნგრელი იუდით პოლგარი - 2696. მეორე ადგილზეა მსოფლიო ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2617). ძაგნიძეს, ასევე, უსწრებენ ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2597) და ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2582).

მეექვსე-მეათე ადგილებს კი ჟაო სიუ (ჩინეთი, 2554), კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2547), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2531), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2530) და პია კრამლინგი (შვედეთი, 2523) იკავებენ.

ძაგნიძის გარდა, ქართველთაგან ასეულში ასევე არიან: 17. ბელა ხოტენაშვილი (2499), 31. ლელა ჯავახიშვილი (2461), 43. ნინო ხურციძე (2437), 54. სოფიკო გურამიშვილი (2414), 64. სალომე მელია (2403), 70. ნაზი პაიკიძე (2392), 75. სოფიკო ხუხაშვილი (2386).

20-წლამდელ გოგონათა ნუსხაში მხოლოდ სამი ჩვენებურია: 4. ნაზი პაიკიძე (2392), 7. მერი არაბიძე (2355), 25. მარიამ დანელია (2252).

ბიჭების ასეულში კი ზურაბ ჯავახაძემ შეაღწია - 2449 პუნქტით, ის მეოთხმოცეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა