აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა უმდიდრესმა კლუბმა თვალი მამუკა ღონღაძესა და მამუკა ლომიძეს დაადგა
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი ლენქორანის "ხაზარი" ორი ქართველით დაინტერესდა. ჩვენმა მეზობლებმა თვალი მამუკა ღონღაძესა და მამუკა ლომიძეს დაადგეს.
ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა. "ხაზარის" ხელმძღვანელობა გაეცნო ინფორმაციას ქართველ მოთამაშეებზე და ორივე საინტერესო ფეხბურთელად ჩათვალა.
27 წლის ღონღაძეზე ბოლო დროს ბევრჯერ დავწერეთ: ლატვიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი და ფეხბურთელი ვლადიკავკაზის "ალანიაში" მიიწვიეს, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის კლუბი პირველი შეკრების შემდეგ დატოვა.
ღონღაძეს უკვე შესთავაზეს პოლონურ (ლოძის "ვიძევი"), უკრაინულ, უნგრულ და ყაზახურ კლუბებში გადასვლა, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იცის, "დაუგავასთან" მოლაპარაკება როგორ დასრულდება. ლატვიაში დაბრუნების სურვილი კი არ გააჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ "დაუგავაში" არც ისე საუკეთესო პირობები აქვს. დაუგავპილსურ კლუბს ქართველის ტრანსფერი 2013 წლის ნოემბრამდე ეკუთვნის.
28 წლის მცველს, მამუკა ლომიძეს უთამაშია რუსეთის "როსტოვსა" (2003-2004) და პირველი დივიზიონის ნოვოსიბირსკის "სიბირში" (2004-2005), თბილისის "დინამოში" (2005-2006, 2011-2012), მოლდოვურ "ზიმბრუსა" (2006 - 2007) და "დაჩიაში" (2010-2011), სლოვაკურ "რუჟემბეროკში" (2009-2010). იყო საქართველოს 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების წევრი.
მერე პოლონურ "ლეხში" ვარჯიშობდა. თითქოს მისი ჩარიცხვა გადაწყვეტილიც იყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი პოზიციის მცველის ინგლისური ტრანსფერი ჩაიშალა, პოლონელებმა კი ზედმეტი ხარჯის გაღება და კონტრაქტის გაფორმება აღარ ისურვეს.
ლომიძეს ახლახან ბელორუსში, "გომელში" გადასვლაც შესთავაზეს, რაც მიუღებელი პირობების გამო თავად იუარა.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ხაზარი" მნიშვნელოვნად გაძლიერდა: გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი კარლეს მარტორელ ბაკესი დაინიშნა; კოტრაქტები გააფორმეს ზაგრების "დინამოს" ყოფილმა მეკარე ივან ჩოვიჩმა, "მალაგას" ექსმცველმა ალვარო სილვამ, "არმინიას" გაზრდილმა და აზერბაიჯანში ნატურალიზებულმა თავდამსხმელმა უგურ პამუკმა, "ბეშიქთაშის" ყოფილმა თავდამსხმელმა გოკხან გულეჩმა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მამუკა ღონღაძე: არ ვიცი, გაზაევმა "ალანიადან" რატომ გამიშვა
მამუკა ღონღაძემ ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგები დატოვა
მამუკა ღონღაძის სადებიუტო გოლი "ალანიას" მაისურით [VIDEO]
მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა