გიბრალტარში დასრულდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი დიდოსტატები მონაწილეობდნენ
გიბრალტარში დასრულდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი დიდოსტატები - ნანა ძაგნიძე და სალომე მელიაც მონაწილეობდნენ.

31 იანვარს ბოლო, მე-10 ტურში ძაგნიძე ჰოანგ თან თრანგს (უნგრეთი) დაუზავდა, ხოლო მელიამ ხრისტოს ზიგურისს (საბერძნეთი) სძლია და ასპარეზობა 6 ქულით დაასრულა, რამაც ჩვენებურს 15,5 სარეიტინგო პუნქტი მოუტანა.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩინელი ჟაო სიუს და უკრაინელი ვასილი ივანჩუკის პაექრობა, რომელიც ყაიმით დასრულდა.

აზიელმა მოჭადრაკემ 7.5 ქულით ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და 12.000 ბრიტანული ფუნტი დაიმსახურა.

7-7 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი), ვალენტინა გუნინამ (რუსეთი) და ანა მუზიჩუკმა (სლოვენია) გაინაწილეს.

ნანა ძაგნიძე 6.5 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.

მთავარ ტურნირში ლიდერთა კიდევ 3 პარტია დასრულდა ყაიმით. დაზავდნენ: ნიკიტა ვიტიუგოვი (რუსეთი) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), დავიდ ნავარა (ჩეხეთი) - ნაიჯელ შორტი (ინგლისი), კირილ გეორგიევი (ბულგარეთი) - მაიკლ ადამსი (ინგლისი), ინდოელმა ჩანდა სანდიპანმა კი ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი) დაამარცხა.

ამდენად, 10 შესაძლებლიდან 8-8 ქულა ნიკიტა ვიტიუგოვმა, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა, ჩანდა სანდიპანმა და ნაიჯელ შორტმა მოაგროვეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკები დაინიშნა.

რაპიდში (10 წუთს+5 წამი) შორტმა ვაშიე-ლაგრავს 1,5:0,5 სძლია. ვიტიუგოვმა ასეთივე ანგარიშით სანდიპანი დაამარცხა.

ფინალში ვიტიუგოვმა შორტს ერთი პარტია მოუგო, მეორე ყაიმით დაასრულა და ოჯახური ბიუჯეტი 20.000 ბრიტანული ფუნტით გაიმდიდრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა