"დნიპრო" სეზონის განახლებას ახალი ფეხბურთელებით ხვდება და მათ შორისაა ქართველი შემტევი ნახევარმცველიც
"დნიპრომ" მიმდინარე სეზონისთვის ახალი ფეხბურთელები გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გუნდში ორი ქართველი ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე იმყოფება.
კანკავა "დნიპრომ" ჯერ კიდევ სეზონის პირველი ნაწილის დასრულებამდე დაიბრუნა, ხოლო რაც შეეხება კობახიძეს, ის ხუანდე რამოსის გუნდში კიევის "არსენალიდან" დაბრუნდა.
"არსენალის" ფინანსურ პრობლემებზე საუბარს არ დავიწყებთ, რადგან ბევრჯერ დაგვიწერია ამ თემაზე და პირდაპირ სანდროს ამბავზე გადავალთ.
როგორც უკვე გითხარით, "დნიპრო" სეზონის განახლებას ახალი ფეხბურთელებით ხვდება და მათ შორისაა ქართველი შემტევი ნახევარმცველიც.
სანდრო კობახიძე "დნიპროში" 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე კობახიძე შემდეგნაირად დაახასიათეს:
"სანდრო კობახიძე "დაბრუნებულთა" შორის, ალბათ, ყველაზე საინტერესოა. კობახიძე ორჯერ იყო განათხოვრებული (კრივბასი, არსენალი), თუმცა შახოვისგან განსხვავებით, სანდროს ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. ამიტომ მას შეუძლია, ესპანელ სპეციალისტს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს.
მის იჯარებს დავუბრუნდეთ. კრივოიროგელთა რიგებში მან თავი არაფრით დაგვამახსოვრა, მაგრამ კიევური გუნდის ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვა.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მისი გოლები "დნიპროსა" და "შახტარის" კარში აღნიშვნის ღირსია.
აუცილებელია იმის თქმა, რომ ქართველი ფეხბურთელი "არსენალში" უბრალოდ კი არ თამაშობდა, არამედ მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა.
ასევე, გავრცელდა ჭორები, რომ მისით კიევის "დინამო" დაინტერესდა, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ის "დნიპროში" დაბრუნდა, სადაც თავისუფლად შეუძლია შემტევ ფეხბურთელებს შორის კონკურენცია გაზარდოს.
ფეხბურთელს ადაპტაციის მხრივაც არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, რადგან თავად კობახიძის თქმით, მას ჯაბა კანკავა ეხმარება, რომელიც მისი კარგი მეგობარია.
სანდროს ნამდვილად აქვს შანსი, თავისი მეგობრის გზა გაიაროს და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს".
გოლი "დნიპროსთან"
სანდრო კობახიძემ კიევის ”არსენალს” ”დნეპრთან” ქულა მოაპოვებინა
გოლი "შახტართან"
სანდრო კობახიძის ულამაზესი გოლი შახტარის კარში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა