საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიონში გამართულ წილისყრის შედეგებზე ისაუბრა
1 თებერვალს, გამთენიისას, ჟენევიდან დაბრუნდნენ სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე.

მოგეხსენებათ, ნიკოლოზ ჩხეიძე და ალექსანდრე ჩივაძე ნიონში გამართულ წილისყრას ესწრებოდნენ, სადაც ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

მე-3 შესარჩევ ქვეჯგუფში ჩივაძის გუნდი ჰოლანდიის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

წილისყრის შემდეგ გუნდების წარმომადგენლები კალენდრის შესადგენად სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. როგორც ალექსანდრე ჩივაძემ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში განაცხადა, სამუშაო პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და კამათი და დისკუსიაც იყო, ვინაიდან ჰოლანდიური მხარე ყველანაირად ცდილობდა თავისთვის სასურველი ვარიანტის გატანას.

"ჩვენ ჩვენი გეგმა და გათვლები გვაქვს და ცხადია, ადვილად ვერ შევთანხმდებოდით.

ვფიქრობ, მაქსიმალურად კარგ ვარიანტზე შევჯერდით.

რაც შეეხება წილისყრას, შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ", - განაცხადა ჩივაძემ.

უახლოეს დღეებში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებთან შეხვედრას და საგანგებო პრესკონფერენციასაც გეგმავს, რათა მედიისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი და ნაკრების სამომავლო გეგმებზეც ისაუბროს.

ჩვენი ჯგუფის კალენდრის სრული, ოფიციალური ვერსია კი ასეთია:

უეფას ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. მე-3 ჯგუფი

2013 წელი - 25 მარტი

შოტლანდია-ლუქსემბურგი

11 ივნისი

ლუქსემბურგი-სლოვაკეთი

5 სექტემბერი

ჰოლანდია-შოტლანდია

ლუქსემბურგი-საქართველო

9 სექტემბერი

სლოვაკეთი-საქართველო

ლუქსემბურგი-ჰოლანდია

10 ოქტომბერი

საქართველო-ჰოლანდია

შოტლანდია-სლოვაკეთი

14 ოქტომბერი

სლოვაკეთი-ლუქსემბურგი

საქართველო-შოტლანდია

14 ნოემბერი

სლოვაკეთი-ჰოლანდია

შოტლანდია-საქართველო

18 ნოემბერი

საქართველო-სლოვაკეთი

2014 წელი - 5 მარტი

საქართველო-ლუქსემბურგი

28 მაისი

შოტლანდია-ჰოლანდია

3 ივნისი

ჰოლანდია-ლუქსემბურგი

4 სექტემბერი

სლოვაკეთი-შოტლანდია

ჰოლანდია-საქართველო

8 სექტემბერი

ჰოლანდია-სლოვაკეთი

ლუქსემბურგი-შოტლანდია

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა