"ოლიმპიას" ფეხბურთელები მეორე გოლს ზეიმობენ
დასრულდა კოპა ლიბერტადორესის საკვალიფიკაციო ეტაპი. გუშინ, პარაგვაის მრავალგზის ჩემპიონმა "ოლიმპიამ", საკუთარ მოედანზე ურუგვაულ "დეფენსორ სპორტინგს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან გოლები არგენტინელმა ხუან ფერეირამ და ედუარდო არანდამ გაიტანეს.

მეორე შეხვედრა კი პერუში შედგა. "უნივერსიდად სესარ ვალიეხომ", რომელსაც პირველი მატჩი 0:1 ჰქონდა წაგებული, "დეპორტეს ტოლიმას" პირველი ტაიმი 1:0 მოუგო, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთებზე, კოლუმბიელმა ჩარლეს მონსალვომ წონასწორობა აღადგინა და საკუთარი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

"ოლიმპია", რომელიც პარაგვაის 39-გზის ჩემპიონია (რეკორდი) და ასევე ლიბერტადორესის თასის სამგზის (1979, 1990, 2002) გამარჯვებული გახლავთ, 2013 წლის გათამაშებაში მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები "დეპორტივო ლარა" (ვენესუელა), "უნივერსიდად დე ჩილე" (ჩილე) და "ნიუელს ოლდ ბოისი" (არგენტინა) იქნებიან.

რაც შეეხება "დეპორტეს ტოლიმას" – ეს გუნდი ლიბერტადორესის თასზე სულ მეოთხედ მონაწილეობს და საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი სულ ერთხელ, 2002 წელს გახდა. კოლუმბიელები მე-6 ჯგუფში, "სანტა ფეს" (კოლუმბია), "სერო პორტენიოს" (პარაგვაი) და "რეალ გარკილასოს" (პერუ) კომპანიაში მოხვდნენ.

ლიბერტადორესის თასი. საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩები

ოლიმპია-დეფენსორი 2:0

(პირველი მატჩი: 0:0)

გოლები: 1:0 ხ. ფერეირა (35), 2:0 არანდა (60).

სესარ ვალიეხო-დეპორტეს ტოლიმა 1:1

(პირველი მატჩი: 0:1)

გოლები: 1:0 რ. კინტეროსი (45), 1:1 მონსალვო (86).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილიელთა ტრიუმფი ლიბერტადორესის თასზე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა