დიდი სათამაშო დღე შედგა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში
დიდი სათამაშო დღე შედგა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, რის შემდეგაც პირველ ვარსკვლავად გამოცხადდა "ბაფალო სეიბრზის" ფორვარდი ტომაშ ვანეკი.

მან ხუთი ქულა (3 შაიბა+2 პასი) დააგროვა "ბოსტონთან" 7:4 მოგებულ მატჩში. აღსანიშნავია, რომ ეს თავდამსხმელი ამ სეზონში უკვე მეორედ აგროვებს ერთ მატჩში ხუთ ქულას. პირველად მან ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა "ფილადელფიასთან" მატჩში. სულ მიმდინარე რეგულარულში ვანეკის ანგარიშზე 15 ქულა (6+9) მოდის.

დღის მეორე ვარსკვლავი გახდა "პიტსბურგის" მეკარე ტომაშ ვოკოუნი, რომელმაც "ნიუ იორკ რეინჯერსის" ყველა დარტყმა (28) მოიგერია და "შათაუტი" შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ერგო "კოლორადო ეველანშის" ფორვარდ ჯონ მიტჩელს - მან დუბლი შეასრულა "კალგარისთან" მატჩში და ამას ერთი საგოლე პასიც დაუმატა.

ამასობაში, სერიოზული დანაკლის განიცადა "ოტავა სენატორზმა". ამ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეისონ სპეცამ ზურგის ტრავმა მიიღო, რის გამოც გამოტოვა "ვაშინგტონთან" და "მონრეალთან" შეხვედრები. საბოლოოდ, ექიმებმა თავდამსხმელს ხერხემლის დაზიანება აღმოუჩინეს, რის მკურნალობასაც ოპერაცია დასჭირდება, რომელსაც სპეცა უახლოეს დღეებში გაიკეთებს.

წინასწარი პროგნოზით, სპეცა ექვსი-რვა კვირა ვერ შეძლებს თამაშს. ასე რომ, ოტაველი გამოტოვებს დაახლოებით 25 შეხვედრას, არადა, ისედაც შემოკლებული რეგულარული ჩემპიონატი 48 მატჩისგან შედგება.

ბოსტონი-ბაფალო 4:7

0:0, 3:3: 1:4

გოლები: 0:1 ვანეკი-4 (ჰოჯსონი-1, პომინვილი-6), 1:1 პევერლი-1 (პეი-2, კელი-2), 2:1 მარჩანდი-4 (პ. ბერჟერონი-3), 3:1 მარჩანდი-5 (პ. ბერჟერონი-4, სეგუინი-3), 3:2 ვანეკი-5 (ერჰოფი-5, ენისი-3), 3:3 ენისი-2 (ვანეკი-8, ფოლინო-3), 4:3 კრეიჩი-2 (ჰორტონი-3), 4:4 ზულცერი-1 (გრიგორენკო-1, ჰეხტი-1), 4:5 ჰოჯსონი-4 (ვანეკი-9, პომინვილი-7), 4:6 ვანეკი-6 (ჰოჯსონი-2, მ. უებერი-2), 4:7 პომინვილი-5.

ტორონტო-ვაშინგტონი 3:2

1:1, 0:1, 2:0

გოლები: 0:1 ჯ. უორდი-4 (რიბეირო-6, ჩიმერა-5), 1:1 ვან რიმსდიკი-4 (კესელი-4, ბოჟაკი-3), 1:2 ოვეჩკინი-2 (რიბეირო-7, ბექსტრიომი-4), 2:2 კულემინი-1 (კოსტკა-4, მაკლემანი-1), 3:2 ფრატინი-4 (კადრი-4).

ნიუ ჯერსი-აილენდერსი 4:5 (ო)

0:1, 3:2, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 ტავარესი-3 (ბოიესი-4, ნილსენი-6), 0:2 კ. ოკუანი-4 (ჰამონიკი-3, ენდრიუ მაკდონალდი-1), 1:2 ბერნიე-1 (ს. ჯონტა-1, რ. კარტერი-1), 2:2 რ. კარტერი-1 (მ. ანდერსონი-1, ს. ჯონტა-2), 2:3 ტავარესი-4 (მოულსონი-4, ნაბოკოვი-2), 3:3 ტალინდერი-1 (ზეიჯაკი-1), 3:4 შტრაიტი-3 (ულსტრიომი-3, ციზიკასი-1), 4:4 ენრიკე-1 (კლარკსონი-4, ზუბრუსი-2), 4:5 ბოიესი-2 (ნილსენი-7, ტავარესი-7).

რეინჯერსი-პიტსბურგი 0:3

0:1, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 მალკინი-2 (დეპრე-2, ლეტანგი-4), 0:2 ჯ. ნილი-5 (კროსბი-4, მალკინი-6), 0:3 დეპრე-1 (დუპუი-2, ადამსი-1).

კოლამბუსი-სტ ლუისი 1:4

0:3, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 ჯეკმენი-2 (რივსი-1, ლანგენბრუნერი-1), 0:2 ბერგლუნდი-4 (ოში-3, ბეკსი-4), 0:3 ტარასენკო-5 (სტინი-5, პიეტრანჯელო-7), 1:3 ბრასარი-1 (დუბინსკი-3, ვიშნიევსკი-3), 1:4 ბეკსი-1 (სობოტკა-3, ოში-4).

ფლორიდა-ვინიპეგი 6:3

0:0, 1:1, 5:2

გოლები: 1:0 ბ. კემპბელი-3 (ფლიშმანი-3, ვერსტიგი-1), 1:1 კლიტსომი-1 (ლედი-4, პოსტმა-2), 1:2 ო. იოკინენი-2 (ველერი-4), 2:2 ვერსტიგი-1 (ფლიშმანი-4, კულიკოვი-1), 2:3 ენსტრიომი-1 (უ7 კეინი-5, ველერი-5), 3:3 მიულერი-3 (გოკი-1, კუბა-2), 4:3 კოვალიოვი-2 (ფლიშმანი-5, კოპეცკი-2), 5:3 ჰუბერდო-2, 6:3 კოპეცკი-2.

კალგარი-კოლორადო 3:6

1:1, 2:2, 0:3

გოლები: 1:0 ჰუდლერი-1 (სტაიანი-1), 1:1 ჯ. მიტჩელი-3, 2:1 ჰუდლერი-2 (სტაიანი-2, ჩერვენკა-1), 2:2 პარენტო-4 (მაკგინი-2, დუშენი-4), 2:3 ჯ. მიტჩელი-4 (კობესიუ-2, მაკლეოდი-1), 3:3 ტანგეი-3 (ჰუდლერი-2, ვიდემანი-3), 3:4 პ. შჩასტნი-1 (პარენტო-2, მაკგინი-3), 3:5 პ. შჩასტნი-2 (ჯ. მიტჩელი-1), 3:6 პარენტო-5 (დუშენი-5).

ლოს ანჯელესი-ნეშვილი 1:2 (ბ)

1:1, 0:0, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 იიპი-2 (გ. ბურკი-2, ლეგუანდი-1), 1:1 დ. ბრაუნი-1 (დაუტი-1, მ. რიჩარდსი-2).

ბულიტები გაიტანეს: ლეგუანდი (ნეშვილი), მ. რიჩარდსი (ლოს ანჯელესი), კ. სმიტი (ნეშვილი), დ. ბრაუნი (ლოს ანჯელესი), კოპიტარი (ლოს ანჯელესი), გ. ბურკი (ნეშვილი), ს. კოსტიცინი (ნეშვილი).

სან ხოსე-ედმონტონი 3:2 (ბ)

0:0, 2:1, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 კუტური-5, 2:0 პავულსკი-4, 2:1 სემ განიე-3 (ფისტრიჩი-1, იაკუპოვი-1), 2:2 ტ. ჰოლი-2 (ებერლე-4, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-5).

ბულიტები გაიტანეს: ჰანძუში (სან ხოსე), დ. ბოილი (სან ხოსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: 32 გუნდი არ იქნება

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა