ლევერკუზენის "ბაიერსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის 3 თებერვალს გასამართი მატჩი კლოპმა უმაღლესი დონის კატეგორიას მიაკუთვნა
გერმანიის ბუნდესლიგის XX ტურის შეხვედრა, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის 3 თებერვალს უნდა გაიმართოს, დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა უმაღლესი დონის კატეგორიას მიაკუთვნა.

ლევერკუზენელები დორტმუნდელებს უმასპინძლებენ და შეიძლება ითქვას, ბრძოლა ბუნდესლიგაში მეორე ადგილისთვის გაჩაღდება. ამ დროისთვის გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ქულაა - "ბაიერის" სასარგებლოდ, თუმცა კლოპი ამბობს, რომ აქ საქმე მხოლოდ სატურნირო ცხრილში არაა.

"წინ ნამდვილი ტოპ-მატჩი გველის. პირველ წრის დაპირისპირებას მსგავსი სტატუსი არ ჰქონდა, რადგან მაშინ ჯერ სეზონის სტარტი იყო, ახლა კი ნაღდად უმაღლესი დონის შეხვედრა გველის.

და ეს არამხოლოდ სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით. აქ მთავარი მეტოქე გუნდების ხარისხი და ძალაა", - მიიჩნევს კლოპი.

მართალია, პირველი წრის მატჩში დორტმუნდელებმა 3:0 გაიმარჯვეს, თუმცა გერმანიის ჩემპიონთა მწვრთნელი აღიარებს, რომ "ბაიერისადმი" ყოველთვის პატივისცემითაა განმსჭვალული.

"სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ისეთი განცდა, რომ ვიფიქრო: "რა კარგია, ეს ხომ ის ლევერკუზენია!"

სინამდვილეში წინ უმძიმესი თამაში გველის. ალბათ ნახავდით მათ ბოლო შეხვედრას "ფრაიბურგთან". ეს უმაღლესი დონის დაპირისპირება იყო", - აცხადებს დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი.

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XX ტურის წინ: ვინაა მიუნხენის "ბაიერნის" რეალური მდევარი?

იურგენ კლოპი: "ბორუსიას" ჩემპიონობაზე ფიქრი სასაცილოა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა