ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აფრიკის თასი: დროგბას სანაკრებო ტიტულის მოგება არ უწერია

აფრიკის თასი: დროგბას სანაკრებო ტიტულის მოგება არ უწერია

მასპინძელი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა
აფრიკის თასზე პლეი ოფის ეტაპი დაიწყო. პირველად მოედანზე B ჯგუფის გამარჯვებული განა და A ჯგუფის მეორეადგილოსანი კაბო ვერდე გამოვიდნენ. წყვილის ფავორიტი, რა თქმა უნდა, განის ნაკრები იყო და საბოლოოდ კვასი აპიას შეგირდებმა გამარჯვება და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვეს.

პირველ ტაიმში განელებმა მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ შეძლეს. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დებიუტში, ასამოა გიანის წაქცევისთვის, კაბო ვერდეს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან ვაკასო მუბარაქი მივიდა და ამ ტურნირზე თავისი მეორე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მატჩი კაბოვერდელთა უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ მინიმალური ანგარიში ლამის საფინალო სასტვენამდე შენარჩუნდა.

არბიტრის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კაბო ვერდემ კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვა და მთელი გუნდით (მეკარის ჩათვლით) მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. განელებმა ბურთი მოიგერიეს და ვაკასო ცარიელ კართან დატოვეს. "ვილიარეალის” ყოფილ ფეხბურთელს გოლის გატანა, რა თქმა უნდა, აღარ გასჭირვებია და მატჩიც აქვე დასრულდა.

მეოთხედფინალის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დურბანში, სამხრეთ აფრიკასა და მალის შორის გაიმართა. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. გუნდებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროში, მაგრამ თითო ბურთის მეტი ვერ გაიტანეს. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების შესრულება გახდა საჭირო.

როგორც ჩანს, მასპინძლებზე საშინაო კედლების ფაქტორმა დამთრგუნველად იმოქმედა, რადგან სამხრეთაფრიკელებმა ოთხი პენალტიდან სამი ვერ გაიტანეს. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონდა, სიფივე ჩაბალალა გახლდათ. ფურმანის და მაჰლანგუს 11-მეტრიანები სუმბელია დიაკიტემ მოიგერია, გადამწყვეტი პენალტი კი ლეჰლოჰონოლო მაჯორომ კარს ააცილა (დიაკიტემ დარტყმის კუთხე აქაც გამოიცნო).

11-მეტრიანების სერიისთვის უჩვეულო ანგარიში, 1:3 მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მასპინძელი ტურნირს გამოეთიშა, სეიდუ კეიტას მალი კი 1/2-ფინალში გავიდა.

კვირას, კოტ დივუარის ნაკრებმა ნიგერიასთან წააგო და გავარდა. როგორც ჩანს, დიდიე დროგბას ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება არ უწერია. შარშან სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლებმა ფინალში, პენალტების სერიაში წააგეს; წელს კი, აშკარა ფავორიტობის მიუხედავად, ასპარეზობა 1/4-ფინალში დაასრულეს.

ანგარიში ემანუელ ემენიკემ 43-ე წუთზე გახსნა და ტაიმი ნიგერიამ მოიგო. მეორე ტაიმის დებიუტში "ნიუკასლელმა” შეიკ ტიოტემ წონასწორობა აღადგინა და თითქოს საბრი ლამუშის გუნდს ლოგიკური გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ ფიქრობდა სანდეი მბა, რომელმაც 78-ე წუთზე ისევ ნიგერია დააწინაურა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე დიდიე დროგბა, ლასინა ტრაორე, მარკ-ალან გრადელი, ჟერვინიო და იაია ტურე იყვნენ (სალომონ კალუმ 69-ე წუთამდე ითამაშა, ვილფრედ ბონი, არუნა კონე და დიდიე ია კონანი კი საერთოდ არ გამოსულან), კოტ დივუარმა დარჩენილ წუთებში ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.

ნიგერიის ნაკრები 1/2-ფინალში მალის ნაკრებს შეხვდება.

აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. 1/4-ფინალი.

განა-კაბო ვერდე 2:0

გოლები: 1:0 ვაკასო (54-პენ), 2:0 ვაკასო (90).

ს. აფრიკა-მალი 1:1 პენ. 1:3

გოლები: 1:0 რანტიე (31), 1:1 ს. კეიტა (58).

პენალტების სერია: 1:0 ჩაბალალა, 1:1 დიაბატე, 1:1 ფურმანი (მეკარე), 1:2 ტამბურა, 1:2 მაჰლანგუ (მეკარე), 1:3 მ. ტრაორე, 1:3 მაჯორო (ააცილა).

კოტ დივუარი-ნიგერია 1:2

გოლები: 0:1 ემენიკე (43), 1:1 ტიოტე (50), 1:2 მბა (78).

ბორკინა ფასო-ტოგო 1:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აფრიკის თასი: კართაგენი დაინგრა

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა