ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 5-5 ქულა-პასი და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა
უკრაინის პირველობაზე 13 იანვრის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა", რომელმაც თანაქალაქელ "კიევს" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით დაამარცხა - 72:62.

"მშენებლები" წლეულს მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან და "კიევთანაც" ფავორიტებად ითვლებოდნენ.

პირველი ტაიმი ლოგიკურადაც დასრულდა - "ბუდიველნიკმა" 20 წუთში 44:24 იმარჯვა. მეორე ნახევარში მისმა მეტოქემ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩამორჩენა მხოლოდ ათამდე დაიყვანა.

გიორგი ცინცაძე, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. მან 27 წუთში 5-5 ქულა-პასი და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოაგროვა. საჯარიმოები უკეთესად რომ ესროლა, 10 ქულასაც მიუკაკუნებდა - 5-იდან 1 ჩააგდო.

"ბუდიველნიკის" შემადგენლობაში ითამაშა რიჩარდს კუკსიკსმა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ლატვიის ნაკრებიდან უნდა ახსოვდეს.

იგი კიეველთა ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა გუნდში ახლახან გადაიყვანა. კუკსიკსმა 4-იდან 3 სამქულიანი ჩააგდო და 15 ქულას მოუყარა თავი.

27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი კვლავ "ბუდიველნიკია", რომელსაც 20 მატჩი აქვს მოგებული. 19 გამარჯვებით მეორე პოზიციაზეა მარიუპოლის "აზოვმაში".

ცინცაძის თანაგუნდელები უახლოეს შეხვედრას 8 თებერვალს "გალიჩინასთან" ჩაატარებენ (უკრაინის ჩემპიონატი). ევროთასზე კი ამ კვირაში შესვენებაა და მატჩები 13 თებერვალს გაიმართება.

ამ დღეს "ბუდიველნიკი" თურქულ "ბანვიტს" ეწვევა და წარმატების შემთხვევაში, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა