თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 3 თებერვალს საკონტროლო მატჩში ვარშავის "პოლონიას" 3:0 სძლია
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბაქოს "ინტერმა" 3 თებერვალს ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა ვარშავის "პოლონიასთან". კახა ცხადაძის დამოძღვრილმა გუნდმა დიდი ანგარიშით, 3:0 გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ინტერმა" თურქულ შეკრებაზე მანამდე ოთხი საკონტროლო მატჩი ითამაშა: მეორე ბუნდესლიგის "აალენთან" (1:1), ასევე მეორე ბუნდესლიგის "ინგოლშტატდთან" (1:3), უკრაინის, ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" (0:0) და ყაზახურ "ორდაბასთან" (2:0).

ამით "ინტერის" შეკრება დამთავრდა და გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის მზადებას უკვე ბაქოში გააგრძელებს.

ჩვენს სამეზობლოში კი ჩემპიონატი მომავალ უქმეებზე განახლდება. აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდი" სტუმრად ლენქორანის "ხაზარს" ეთამაშება.

სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინ "ხაზარში" ცნობილი ესპანელი მეკარე, 32 წლის ანტონიო დობლასი ჩაირიცხა, რომელსაც პრიმერადივიზიონში ("ბეტისი", "სარაგოსა") არაერთი სეზონი გაუტარებია.

შეგახსენებთ, რომ "ინტერში" თამაშობენ: 33 წლის გიორგი ლომაია, 24 წლის რევაზ თევდორაძე (ორივე - მეკარე), 31 წლის ილია კანდელაკი, 32 წლის ვალერი აბრამიძე (ორივე - მცველი), 31 წლის გიორგი ადამია და 25 წლის ბაჩანა ცხადაძე (ორივე - თავდამსხმელი).

ამათგან 3 თებერვალს გამართულ მატჩში ძირითადში დაიწყეს თამაში ლომაიამ, კანდელაკმა, აბრამიძემ და ცხადაძემ.

სხვათა შორის, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ილია კანდელაკი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული - გამოცდილმა მარცხენა მცველმა ჩვენი უპირველესი გუნდის შემადგენლობაში ბოლოს 2010 წლის 25 მაისს იასპარეზა (კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ).

აქვე ნურც "ინტერის" სხვა ქართველებსაც დავივიწყებთ: მეორე მწვრთნელად ზაურ სვანაძე მუშაობს, ხოლო გუნდის მენეჯერი (უფრო ზუსტად, მწვრთნელ-სელექციონერი) ალექსანდრე რეხვიაშვილი გახლავთ.

"ინტერისა" და "პოლონიას" შეხვედრაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა: ვარშავური გუნდის ძირითადში იყო ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო თავდამსხმელი, 25 წლის ლადო დვალიშვილი.

ისე, დრო იყო, ლადო დვალიშვილიც კახა ცხადაძის შეგირდი რომ გახლდათ: 2004-05 წლების სეზონს ვგულისხმობთ, როცა ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და თავის სადებიუტო მატჩში გორის "დილას" 9:0 მოუგო. დვალიშვილი იმ დროს 17 წლის გახლდათ და ეს იყო მისი პირველი მატჩი "დინამოს" ძირითადში, რომელიც გოლითაც აღნიშნა!

2005 წლის 2 აპრილს ჩატარებული ის მატჩი იმითაც აღსანიშნავი იყო, დინამოელმა ლევან მელქაძემ "დილას" კარში 5 (!) გოლი რომ გაიტანა: აღარაფერს ვამბობთ გოჩა ჯამარაულის მართლაც ზღაპრულ თამაშზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა