"მერაბ ჟორდანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ბოლო წელს რატომღაც აღარც კი მელაპარაკებოდა"
არნემის "ვიტესიდან" ვლადიკავკაზის "ალანიაში" იჯარით გადასულმა გიორგი ჭანტურიამ "სპორტ-ექსპრესს" ინტერვიუ მისცა.

რუსული გაზეთი შესავალში წერს, ოსური კლუბის ახალწვეულ ქართველს 20 წელი აპრილში უსრულდება და უკვე ამბიციებით აღსავსეაო...

- თბილისიდან ვლადიკავკაზამდე მგზავრობას სამი საათიც არ უნდა. თქვენს შემთხვევაში კი რატომ მოხდა ისე, რომ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში ჩასვლას, ჰოლანდიის გავლით, წლები მოანდომეთ?

- და კიდევ ესპანეთის გავლით. 15 წლისა "ბარსელონაში" მიმიწვიეს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მინსკის ტურნირზე თამაშობდა, სადაც ექვსი გოლი გავიტანე და ერთ-ერთი საფეხბურთო აგენტის რეკომენდაციით, კატალონიელებმა ჩემი წაყვანა მოისურვეს.

- რატომ არ დარჩით "ბარსელონაში"?

- იქაც სამ "დასაკვირვებელ" მატჩში ექვსი თუ შვიდი გოლი შევაგდე და ორწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. მისი დასრულების შემდეგ "ბარსელონამ" ახალი სამწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ნამდვილად არ მინდოდა, კიდევ სამი წელი "ბარსას" მეორე, ფაქტობრივად, ახალგაზრდულ გუნდში გამეტარებინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, რომელიც ჰოლანდიური "ვიტესის" პრეზიდენტი გახდა, "ჩელსისთან" კონტრაქტი იმ პირობით შემომთავაზა, თუ ერთ სეზონს "ვიტესში" გავატარებდი, მაგრამ, როცა კლუბთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მითხრეს, რომ "ჩელსისთან" მოლაპარაკება ვერ შედგა.

17 წლის ვიყავი და სანამ 18-ის არ გავხდებოდი, ჰოლანდიის კანონმდებლობის თანახმად, პროფესიონალურ კლუბში ვერ ვითამაშებდი. ამიტომ თითქმის წელიწადი მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრებში ვმონაწილეობდი.

მოგვიანებით "ვიტესში" ჩემპიონატის 34-იდან 31 მატჩში ვითამაშე.

- როგორ და რატომ დაშორდით "ვიტესს"?

- 2011/2012 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი ბელგიურ "ანდერლეხტში" გადავიდა, რომელიც ფრედ რიუტენმა შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით სულ რაღაც ექვსი მატჩი ჩავატარე და როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, განვაცხადე, რომ გუნდიდან წასვლა მინდოდა.

იტალიურმა "ჯენოამ" ჩემში კლუბს 4 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ "ვიტესის" პრეზიდენტმა უარით გაისტუმრა. შემდეგ ჩემი გადაბირება გერმანულმა "ჰამბურგმა" და მოსკოვის "სპარტაკმა" მოინდომეს, მაგრამ მათაც უარი მიიღეს.

ჟორდანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ბოლო წელს რატომღაც აღარც კი მელაპარაკებოდა.

- "ალანიას" ვარიანტი როგორ გამოგიჩნდა?

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ჩემი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი, რომელიც "ალანიას" სპორტული დირექტორი გახდა, ორჯერ თუ სამჯერ ჩამოვიდა ჰოლანდიაში მოსალაპარაკებლად და შეძლო კიდეც ეს.

მე სამი დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად. რჩევა მშობლებს ვკითხე - რასაც დედ-მამა მეტყვის, იმას ვაკეთებ და მათაც თანხმობა განმიცხადეს.

- ახალ კოლექტივში როგორი გრძნობა დაგეუფლათ?

- საუკეთესო. ვიცოდი, რომ ვალერი გაზაევმა უამრავი ქართველი ფეხბურთელი "ხალხში გამოიყვანა". ბევრი მირჩევდა მასთან მისვლას. მეუბნებოდნენ, ის კარგი ადამიანი და მწვრთნელიაო.

როდესაც გავიგე, რომ ჩემით იყო დაინტერესებული, უმალ მოვაწერე კონტრაქტს ხელი - ჯერჯერობით მხოლოდ ივნისის ბოლომდე, რადგან "ვიტესთან" კიდევ ერთი წლით კონტრაქტი მაკავშირებს.

- დროის ამ მონაკვეთში კლუბში რის მიღწევას იმედოვნებთ?

- ყველაზე მთავარია - დავეხმარო "ალანიას" პრემიერლიგაში დარჩენაში. რუსეთის ჩემპიონატი საკმაოდ ძლიერია. ჯერ გამიჭირდება იმის თქმა, როგორ შევეწყობი მას.

- დავუშვათ, "ალანიამ" თქვენი ძალისხმევით შეძლო პრემიერლიგაში დარჩენა. შემდეგ რა იქნება?

- თუკი ჩემი თამაში დააკმაყოფილებს პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს, მზად ვარ, გუნდში დავრჩე, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა.

- ოცნებობთ "ბარსელონაში" დაბრუნებაზე თუ სხვა რომელიმე ცნობილ კლუბში გადასვლა გსურთ?

- ახლა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. არის სინამდვილე - "ალანია", რომელშიც თავის, რაც შეიძლება, უკეთ წარმოჩენა მმართებს.

- ვლადიკავკაზში თავს უცხოელად გრძნობთ?

- "ალანია" - ძალიან კარგი კოლექტივია, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც შინ. რუსეთი საქართველოს მეზობელია და მოთამაშეები ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.

ასევე იხილეთ:

მამუკა კობახიძე: "ალანიაში" ქართველებს ოსები კარგად დაგვხვდნენ

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: პატარა "სპაიდერმენი"

შანსი გიორგი ჭანტურიასთვის - ვლადიკავკაზის "ალანია"

ზურა
ტიპი რა დონის დებილია, კიდევ 3 წელი ბარსას ახალგაზრდულში არ მინდოდაო, იმის მერე კი გავიდა სამი წელი და ალანიაში თამაშობს ეხლა, ალანიაში ფეხბურთელობას მირჩევნია ბარსას ჭ გუნდის ზამენა ვიყო, მეტი შანსი გაქვს ნორმალურ გუნდში მოხვედრის
დათო
ბარსადან თუ თავისი ფეხუთ წამოსულა გაგიჟებულა
dato
არა ძმაოორ ააა :( ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭს რადგან მართლა ნიჭიერი ბავშვია მაგრაბ როგორ შეიძლება ბარსადან შენი ფეხით წამოხვიდე... მესის ვერ შეცვლიდი და ვერც ინიესტას მაგრამ რაღაც შენს ადგილს იპოვიდი... ბარცაში თუ არა სხვა ევროპის გუნდები შეგეხვეწებოდნენ... დიიიიდიიი შეცდომა დაუშვი ....შეცდომებზე კი სწავლობნ მაგრამ ეს იმხელა შეცდომა იყო რომ ამაზე ვერანაირად ვერ ისწავლი
ეჰ გიო გიო
ბარსა ბ-დან რომ არა 17, არამედ 20 წლის ასაკში წასულიყავი, რა დაგაკლდებოდა? უდიდეს გამოცდილებას შეიძენდი, უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობდი. დღეს თითქმის ყველა ესპანური გუნდი ნატრობს ვინმე ბარსა-ბ-დან დაიმატოს, იმიტომ რომ იციან რომ ამ სკოლის აღზრდილებში დიდი ფუნდამენტია ჩადებული... ბარსა-ბ ლა ლიგის ზოგიერთი კლუბის დონეს უახლოვდება...
razhdeni
იმ კლუბში სადაც ჭანტურია ირიცხებოდა მხოლოდ ორი ფეხბურტელი გამოირჩეოდა. ჭანტურია და ჯერარდი. არა ქართველს როგორ ეკადრებოდა ბარსა ბ-ში თამაში რუსეთის ყანებში სირბილი არ ჯობია კაცო?? ვნახოთ ვინ იქნება ჯერადი 5 წლის შემდეგ და ეს კაცი

ამ კაცს დუბლებში თამაშს სერიოზულ კლუბში ურჩევნია თან ქართველებიცაა,თქვენ რა გინდათ შრომა მიდის თქვენი? თავის საქმის თვითონ იცის. ბარსელონაში კამპ-ნოუსდამლაგებლად რო დაგაყენონ მაინც იქ უნდა დარჩე სხვაგან უკეთესი შანსი თუა? რამოხდა მერე ალანია რომ არის. რას გადაგყავთ სპორტი პოლიტიკის და ეთნოლოგიის დონეზე.
giorgi
ტიპი ნახე რა, იღადავა თუ სერიოზულად თქვა
misha
ბარსელონადან კაცი რომ თავის ფეხით წავა, იმას რა უნდა ელაპარაკო? (ვინც ჩემ აზრს ეთანხმება გთხოვთ დამიდასტურეთ)
o
ღმერთმა ხელი მოგიმართოს,მაგრამ ასე რამის მიღწევა საეჭვოა...შრომა ეზარებათ ქართველებს.
mimino
ბრახანაა
კოსტა
უნიჭიერესი ფეხბურთელია. გაზაევის ხელში ბევრი თუ იშრომა ევროპაში დაბრუნების კარგი შანსიც გამოჩნდება
კოსტა
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. თუ ბევრს იშრომოს გაზაევის ხელში ევროპაში დაბრუნების კარგი შანსიც აუცილებლად გამოჩნდება.
kacia
"რასაც დედ-მამა მეტყვის, იმას ვაკეთებ" :)))))
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის