თურქეთში, ლვოვის "კარპატისთან" ერთად მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ყენიამ 3 თებერვალს კლუბის ბანაკი დატოვა და ტირანაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა
თურქეთში, ლვოვის "კარპატისთან" ერთად მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ლევან ყენიამ 3 თებერვალს კლუბის ბანაკი დატოვა და ტირანაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა.

უკრაინული კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველ ლეგიონერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ალბანეთში მის გამგზავრებამდე, ბულგარულ"ლიტეკსთან" საკონტროლო მატჩის (1:1) შემდეგ ჩაიწერა.

- განწყობა ნორმალურია - სამუშაო, თუმცა მატჩის წინ ის უკეთესი იყო. ვფიქრობ, ურიგოდ არ გვითამაშია, თუმცა შეხვედრის ბოლოს ცოტა არ გაგვიმართლა.

"ლიტეკსისთვის" უნდა მოგვეგო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ თამაშის ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.

- მატჩის მიწურულს მოეშვით?

- ზუსტად ძნელი სათქმელია, რა იყო მიზეზი. ზამთრის შესვენების შემდეგ თამაში ახლახან განვაახლეთ და 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვართ.

- წელს შენი პირველი მატჩის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?

- ვფიქრობ, სამუშაო კიდევ მაქვს.

- "ლიტეკსის" მწვრთნელზე თუ იცი რამე?

- ო, ხრისტო სტოიჩკოვი ხომ უდიდესი ფეხბურთელი იყო. ის ბრწყინვალედ თამაშობდა "ბარსელონაში", მაგრამ მასზე, როგორც მწვრთნელზე, არაფერი ვიცი.

- საქართველოს ნაკრებში როგორი განწყობით მიემგზავრები?

- იქ ყოველთვის ამაღლებული განწყობით მივდივარ. შევეცდებით, ალბანელებს მათსავე მოედანზე ვაჯობოთ.

რაც შეეხება მუნდიალზე გასვლას, ჩვენს შანსებზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. მომდევნო თვეში ფრანგებთან დაპირისპირება გველის და ვნახოთ, რა იქნება.

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაიას ნაკრებში ცვლილებების განხორციელება მეორედ მოუხდა

ლევან ყენია: საქართველოს მთები ყველაზე ლამაზია და სულ მენატრება

ლევან ყენია: არ მინდა, მომავალშიც მქონდეს ტრავმები

მოფარიკავე ლევან ყენია უკრაინელი იანა შემიაკინას წინააღმდეგ [VIDEO]

ლევან ყენია: არ მომწონს ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს

giorgi
ალბანეტან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიდი ალბატობიტ იკნება პირდაპირ გადაცემა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა