ვეღარც ვიხსენებთ, როდის ჰქონდა ელენეს მოკლე პროგრამაში ასეთი დაბალი შეფასება
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ელენე გედევანიშვილს სეზონის სტარტი ჩაუვარდა - გრან პრის სერიის პირველ ტურნირზე, NHK ტროფიზე ჩვენმა თანამემამულემ მოკლე პროგრამაში ძალიან ცუდად იასპარეზა. ტროფის საპრიზო ფონდი 180 ათასი ამერიკული დოლარია. ნაგოიას ყინულზე ქალთა შორის 12 სპორტსმენი გავიდა, 20 წლის ქართველი მე-7 ნომერი იყო.

ვეღარც ვიხსენებთ, როდის ჰქონდა ასეთი დაბალი შეფასება გედევანიშვილს მოკლე პროგრამაში - მსაჯებისგან 44,51 ქულა მიიღო (ელენეს რეკორდი 61,92 ქულაა). ის იაპონელი მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარდგა, მოკლე პროგრამა კინოფილმ "ჩიკაგოს" საუნდტრეკზე შეასრულა. პროგრამულ კომპონენტებში ქართველმა 25,86 ქულა მიიღო, რაც ნორმალური შედეგია, მაგრამ ტექნიკურ კომპონენტებში 18,65 ქულა ძლივს დააგროვა და ამ მაჩვენებლით ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.

საერთო ჯამში, ელენე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-9 ადგილზეა. იმედს მხოლოდ ის გარემოება გვიტოვებს, რომ ვერც მისმა კონკურენტებმა იყოჩაღეს. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ შეჯიბრების პირველი დღის შემდეგ დაწინაურებულ კაროლინა კოსტნერს 57,27 ქულა აქვს, რაც ლიდერისთვის ძალიან ცოტაა. მეორე ადგილზეა 15 წლის იაპონელი კანაკო მურაკამი. მსოფლიოს ახალგაზრდულმა ჩემპიონმა 56,10 ქულა მოაგროვა. მესამე ადგილზე ამერიკელი რეიჩელ ფლეტია (53,69 ქულა), რომელიც მცირედით უსწრებს თანამემამულე ეშლი ვაგნერს (52,93) და ფინელ კიირა კორპის (52,60).

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის სტარტი ჩააგდო მსოფლიოს ჩემპიონმა მაო ოსადამ, რომელმაც 47,95 ქულას ძლივს მოუყარა თავი და ელენეს წინაა. დღეს ქალთა შეჯიბრება თავისუფალი პროგრამით დასრულდება. ელენე, რომელიც "ოპერის მოჩვენების" მუსიკის ჰანგებზე შეასრულებს პროგრამას, ყონულზე მეოთხე გავა. ტურნირს ფლეტი, მურაკამი და კოსტნერი დაასრულებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა