4 თებერვალს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდა

4 თებერვალს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა და რამდენიმე დღის წინ ნიონში გამართული წილისყრის შესახებ ისაუბრა.

სფფ-დან წილისყრაზე მივლინებული იყვნენ თავად ბატონი ალექსანდრე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე.

მოგეხსენებათ, საქართველო მესამე ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ჰოლანდიის, შოტლანდიის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის ნაკრები გუნდები იქნებიან. სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე კი რამდენიმე დღის წინ უკვე განვათავსეთ შესარჩევი ციკლის ოფიციალური კალენდარიც.

"დავიწყებ იმით, რომ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ" - განაცხადა 21-წლამდელთა თავკაცმა. - ისეთი ჯგუფი შეგვხვდა, რომ მიზნად უნდა დავისახოთ ორ საუკეთესოს შორის მოხვედრა, ანუ მეორე ადგილი, რაც ფლეი-ოფში თამაშის შანსს მოგვცემს.

ჯგუფის ფავორიტად, უდავოდ, ჰოლანდიას დავასახელებ. მათი ახალგაზრდული ნაკრები ორგზის ევროპის ჩემპიონია და ამ ზაფხულსაც ითამაშებს ევროპაზე.

თუმცა თამაში ყველასთან შეიძლება. მთავარია, ძალიან მოვინდომოთ, მოტივირებულები ვიყოთ და კარგად მოვემზადოთ.

შარშან, როცა ეს გუნდი ჩავიბარე, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გვქონდა და ამიტომ აქცენტი მომდევნო შესარჩევ ციკლზე გავაკეთეთ და დარჩენილი მატჩები მოსამზადებლად გამოვიყენეთ.

სწორადაც მოვიქეცით, რადგან ამ ხნის განმავლობაში, 50-მდე ფეხბურთელი გამოვცადეთ და ახლა უკვე ვიცით მათი შესაძლებლობები.

რაც შეეხება კალენდარს, მის გარშემო ბევრი ვიკამათეთ. ჰოლანდიას საკუთარი ვარიანტის გატანა უნდოდა, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით და საბოლოოდ, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, მგონი, ურიგო ვარიანტი არ მიგვიღია... ერთზე ყველა შევთანხმდით, რომ ზაფხულში თამაში არ გვინდოდა.

შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, 18-27 მარტს, საწვრთნელ შეკრებას ავსტრიაში გავივლით, სადაც სამ ამხანაგურ მატჩსაც ვითამაშებთ - ავსტრიის, რუმინეთისა და სავარაუდოდ, ალბანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან. ერთი ამხანაგური შეხვედრა გვექნება აგვისტოში, თუმცა, მეტოქის ვინაობა ჯერ გარკვეული არაა.

რა თქმა უნდა, კოორდინირებულ მუშაობას ვგეგმავთ ეროვნულ ნაკრებთან. ძალიან მიხარია, რომ თემურ ქეცბაია ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს ეროვნულში იძახებს და თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

ჩვენი მიზანიც ესაა - ფეხბურთელები მთავარი გუნდისთვის მოვამზადოთ, მაგრამ ჩვენ თუ გადამწყვეტი თამაშები გვექნება, იმედია, ანგარიშს გაგვიწევენ...

თვალყურს ვადევნებ იმ ბიჭებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე უკრაინისა და რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოდიან. მაგალითად, უკრაინაში - იაშვილი, მესხია და აქუბარდია.

რუსეთში კი - ჭეჟია და ურიდია. თუმცა ამ ეტაპზე ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან და იქ თამაში სურთ".

პრესკონფერენციის დასასრულს, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს ფედერაციის რიგგარეშე არჩევნებზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს.

"ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, სავალალო და უსაშველო მდგომარეობა რომ იყოს, დამერწმუნეთ, არც საშა ჩივაძე გაჩუმდებოდა, არც მურთაზ ხურცილავა და არც რეზი არველაძე...

ფედერაცია სრული დატვირთვით მუშაობს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტად მიმაჩნია. არჩევნები დანიშნულ დროს - 2015 წელს ჩატარდება" - განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

gff.ge

ასევე იხილეთ:

U21. წილისყრა: გრანდებიდან მხოლოდ ჰოლანდია გვერგო

VEP1963
ქართველებს მოკლე და გამრუდებული მეხსიერება გვაქვს და სწორედ ამიტომაც ჩვენი საშველი არ იქნება.ერთადერთი ადამიანი რომელმაც სრული და მწარე სიმართლე თქვა ქართული ფეხბურთის შესახებ ეს თემურ ქეცბაია იყო.სხვა ყველა მათ შორის ბატონი ჩივაძეც.მიუხედავად იმისა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშეს.პირადად ჩემთვის მედროვეებად დარჩებიან ,ჩემდა და ჩვენთა სამწუხაროდ
თამაზი
საშა ყოველთვის სწორი ადამიანი იყო და დარჩა კიდევაც
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა