ევროუქმეების წინ: 21 წლის და უკვე ლოთი

ჰოლანდია

მერაბ ჟორდანიამ ჰოლანდიურ კარიერაში პირველი მწვრთნელი გაათავისუფლა, ტეო ბოსი ქართველმა პრეზიდენტმა ცუდი შედეგის გამო დაითხოვა. "უტრეხტთან" "ვიტესს" ბოსის ასისტენტი გაიყვანს, ჟორდანია კი ახალ მწვრთნელს ეძებს. ტურის ცენტრალურ მატჩში ჯერაც დაუმარცხებელი პსვ ეინდჰოვენში "ფეიენოორდს" მასპინძლობს. 2002 წლიდან ეს გუნდები 19-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 9 მატჩი პსვ-მ მოიგო, 6 - "ფეიენოორდმა".

ბელგია

ჟუპილერლიგაში კვირის მატჩს გამოვყოფთ: ლიეჟში "სტანდარდი" მე-2 ადგილოსან "გენტს" მასპინძლობს.

პორტუგალია

"ბრაგამ" გახურებულ სეზონში გაუშვა გუნდიდან მცველი ედუარდო და სილვა ნასიმენტო. მიზეზი არ გაინტერესებთ? ნიჭიერი მცველი ალკოჰოლიზმის გამო გააძევეს კლუბიდან, თან კლუბის პრესტიჟის შელახვისთვის აქეთ ედავებიან თანხას.

რუსეთი

კვირას, ტურის ცენტრალურ მატჩში ცსკა ჩემპიონ "რუბინს" მასპინძლობს. სავარაუდოდ, ამათი დაპირისპირებით "ზენიტი" ისარგებლებს და უფრო გაიმყარებს საჩემპიონო პოზიციებს. ამასობაში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა დმიტრი ხოხლოვმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გამოაცხადა, სეზონი ჩამთავრდება და ხოხლოვიც შეეშვება სპორტს. "უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შემიძლია და არც გულშემატკივრის მოტყუება", - განაცხადა მან.

უკრაინა

ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინო წაგების შემდეგ უკრაინის ჩემპიონი "ვორსკლასთან" საშინაო მატჩში სულს მოითქვამს. ჩვენ უფრო კიევურ დაპირისპირებას გამოვყოფთ: "არსენალი" ხუანდე რამოსის "დნიპროს" მასპინძლობს. ესპანელი სპეციალისტის დებიუტმა წინა ტურში უიღბლოდ ჩაიარა, თავად კი უჩა ლობჟანიძის თამაშით დარჩა უკმაყოფილო. ვნახოთ, თუ ენდობა რამოსი ქართველს "არსენალთან" მატჩში.

თურქეთი

შოთა არველაძის "ქაისერი" "ბეშიქთაშს" მასპინძლობს, ეს ქართველი მწვრთნელის მესამე სერიოზული გამოცდაა სეზონში. ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი უთუოდ დიდ რეზონასს გამოიწვევს თურქეთში - "ფენერბაჰჩე" "გალათასარაის" წინააღმდეგ! "ლომები" ახალი მწვრთნელით ეწვევიან "თურქეთის სახალხო გუნდს", "გალათასარაის" რუმინელი გეორგე ჰაჯი უთავკაცებს, რომელმაც ფრანკ რაიკაარდი შეცვალა. ჰაჯი არ არის უცხო "გალათასარაისთვის", ის ჯერ თამაშობდა აქ, შემდეგ კი 2004-05 წლების სეზონში წვრთნიდა გუნდს.

საბერძნეთი

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის გუნდი ნაკრების ახლანდელი მწვრთნელის ყოფილ გუნდს სტუმრობს - "არისი" ლიდერ "ოლიმპისკოსს" ეწვევა. წინა ტურში ექტორ კუპერმა ბერძნულ კარიერაში უმძიმესი დარტყმა იგემა, როცა შინ მანოლო ხიმენესის აეკ-თან 0:4 წააგო.

საბერძნეთში, ტურის მთავარი მატჩი ათენური დერბია - კვირას, "ოაკაზე" აეკ-ი "პანათინაიკოსს" მასპინძლობს. მანოლო ხიმენესი პირველად გაიყვანს გუნდს მშობლიურ არენაზე. ტურში სალონიკური დერბიცაა, პაოკ-იც და "პანიონიოსიც", მოულოდნელად, აუტსაიდერთა შორის არიან. პაოკ-მა ახლახა მთავარი მწვრთნელი პავლოს დერმიცაკისი მოხსნა.

ჰოლანდია. ერედივიზიე. X ტურის წინ

დღეს

დე გრააფსხაპი-ჰერაკლესი 20:45

ნიიმეგენი-გრონინგენი 21:45

ჰერენვეენი-ვენლო 22:45

ხვალ

ექსელსიორი-აიაქსი 14:30

ალკმაარი-ვილემი 16:30

პსვ-ფეიენოორდი 16:30

ტვენტე-დენ ჰააგი 16:30

ვიტესი-უტრეხტი 18:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 9 6 3 0 25-8 21

2. აიაქსი 9 6 2 1 24-9 20

3. ტვენტე 9 5 4 0 16-5 19

4. როდა 9 5 3 1 17-11 18

5. გრონინგენი 9 5 3 1 15-9 18

6. დენ ჰააგი 9 4 3 2 18-17 15

7. ალკმაარი 9 4 3 2 10-9 15

8. ბრედა 9 4 2 3 11-11 13

9. უტრეხტი 9 4 1 4 14-15 13

10. ჰერენვეენი 9 2 4 3 12-13 10

11. ნიიმეგენი 9 3 1 5 16-18 10

12. ექსელსიორი 9 3 1 5 12-17 10

13. დე გრააფსხაპი 9 2 3 4 12-21 9

14. ჰერაკლესი 9 2 2 5 13-15 8

15. ფეიენოორდი 9 2 2 5 12-14 8

16. ვიტესი 9 2 2 5 9-18 8

17. ვენლო 9 2 0 7 7-15 6

18. ვილემი 9 0 1 8 8-26 1

ბომბარდირები: 9 - ვან ვოლსვინკელი (უტრეხტი); 7 - სუარესი (აიაქსი), ელ ჰამდაუი (აიაქსი), ტოივონენი (პსვ), ბულიკინი (დენ ჰააგი).

ბელგია. ჟუპილერ ლიგა. XII ტურის წინ.

დღეს

სერკლ ბრიუგე-ვეპენი 22:00

ლიერსი-ვარეგემი 22:00

მეხელენი-ჟერმინალი 22:00

სტ. ტრუიდენი-შარლერუა 22:00

ხვალ

სტანდარდი-გენტი 20:00

ანდერლეხტი-ვესტერლო 22:30

ლოკერენი-ბრიუგე 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. გენკი 11 9 2 0 35-10 29

2. გენტი 11 7 1 3 22-17 22

3. ანდერლეხტი 11 6 3 2 23-8 21

4. სტანდარდი 11 6 2 3 22-14 20

5. ბრიუგე 11 6 1 4 26-16 19

6. სერკლი 11 5 4 2 15-14 19

7. მეხელენი 11 5 4 2 13-13 19

8. ლოკერენი 11 5 3 3 16-17 18

9. კორტრიიკი 11 5 1 5 12-13 16

10. ვესტერლო 11 4 3 4 12-12 15

11. ჟერმინალი 11 3 3 5 9-14 12

12. ვარეგემი 11 2 5 4 17-19 11

13. სტ. ტრუიდენი 11 2 1 8 6-24 7

14. ლიერსი 11 1 3 7 8-19 6

15. შარლერუა 11 1 3 7 7-21 6

16. ვეპენი 11 1 1 9 10-22 4

ბომბარდირები: 14 - ვოსენი (გენკი); 9 - ვარგასი (ბრიუგე); 6 - ბუსუფა (ანდერლეხტი), კარსელა (სტანდარდი).

პორტუგალია. ლიგა საგრეში. VIII ტურის წინ

დღეს

ფერეირა-ბეირა მარი 21:00

სეტუბალი-გიმარაეში 22:15

ბრაგა-ოლანენშე 00:15

ხვალ

მარიტიმუ-ნავალი 19:00

სპორტინგი-რიუ ავე 21:15

პორტიმონენშე-ბენფიკა 23:15

ზეგ

პორტუ-ლეირია 23:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 7 6 1 0 14-3 19

2. გიმარაეში 7 3 3 1 8-6 12

3. ოლანენშე 7 3 3 1 7-4 12

4. ბენფიკა 7 4 0 3 10-6 12

5. ლეირა 7 3 2 2 5-4 11

6. ბრაგა 7 3 2 2 11-8 11

7. აკადემიკა 7 3 2 2 13-9 11

8. ფერეირა 7 2 4 1 8-7 10

9. ნასიონალი 7 3 1 3 9-10 10

10. სპორტინგი 7 2 3 2 6-6 9

11. სეტუბალი 7 2 3 2 3-6 9

12. პორტიმონენშე 7 2 1 4 8-12 7

13. ბეირა მარი 7 1 4 2 4-7 7

14. ლავალი 7 1 1 5 4-12 4

15. მარიტიმუ 7 0 3 4 2-6 3

16. რიუ ავე 7 0 3 4 3-9 3

ბომბარდირები: 6 - ჰალკი (პორტუ); 4 - სოუგუ (აკადემიკა); 3 - ფიდალგო (აკადემიკა), ვარელა (პორტუ), ტოსკანო (გიმარაეში), კარდოსო (ბენფიკა).

რუსეთი. პრემიერლიგა. XXV ტურის წინ

დღეს

სიბირი-სპარტაკი 11:45

ალანია-დინამო 14:00

ნალჩიკი-ტომი 16:15

სატურნი-ტერეკი 18:30

ხვალ

ამკარი-ლოკომოტივი 12:00

ცსკა-რუბინი 14:10

ანჟი-ზენიტი 16:30

როსტოვი-კრილია სოვეტოვი 18:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 22 17 5 0 42-10 56

2. რუბინი 24 14 8 2 30-11 50

3. ცსკა 22 15 3 4 39-15 48

4. სპარტაკი 23 11 6 6 37-27 39

5. ნალჩიკი 24 10 6 8 32-28 36

6. ლოკომოტივი 24 10 6 8 28-26 36

7. როსტოვი 24 10 3 11 22-29 33

8. დინამო 23 8 8 7 30-25 32

9. ტერეკი 24 8 7 9 24-24 31

10. ტომი 24 7 6 11 28-38 27

11. სატურნი 24 6 7 11 20-31 25

12. ანჟი 24 6 5 13 18-31 23

13. ალანია 24 6 5 13 21-35 23

14. კრილია 24 5 8 11 22-33 23

15. ამკარი 24 6 4 14 16-29 22

16. სიბირი 24 4 5 15 29-46 17

ბომბარდირები: 16 - ველიტონი (სპარტაკი); 13 - ალიევი (ლოკომოტივი); 11 - კორნილენკო (ტომი); 10 - კერჟაკოვი (ზენიტი).

უკრაინა. პრემიერლიჰა. XIV ტურის წინ

დღეს

ზარია-კრივბასი 14:00

სევასტოპოლი-მეტალურგი ზ. 15:00

არსენალი-დნიპრო 17:00

შახტარი-ვორსკლა 17:00

ხვალ

ილიჩივეცი-მეტალისტი 15:00

ვოლინი-დინამო 18:00

კარპატი-მეტალურგი დ. 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. შახტარი 13 11 1 1 25-5 34

2. დინამო 13 9 2 2 20-12 29

3. მეტალისტი 13 8 1 4 22-12 25

4. დნიპრო 13 7 3 3 21-8 24

5. კარპატი 13 6 2 5 15-13 20

6. არსენალი 13 6 2 5 16-14 20

7. მეტალურგი დ. 13 5 3 5 16-17 18

8. ვორსკლა 13 5 3 5 15-14 18

9. კრივბასი 13 3 7 3 13-16 16

10. ტავრია 13 4 3 6 20-21 15

11. ვოლინი 13 4 3 6 10-16 15

12. ილიჩივეცი 13 3 5 5 19-23 14

13. ობოლონი 13 3 3 7 9-19 12

14. ზარია 13 2 6 5 14-19 12

15. სევასტოპოლი FK 13 2 5 6 10-21 11

16. მეტალურგი ზ. 13 0 3 10 4-19 3

ბომბარდირები: 8 - იდაჰორი (ტავრია); 7 - სელეზნევი (დნიპრო); 6 - შევჩენკო (დინამო), დევიჩი (მეტალისტი), ანტონოვი (ილიჩივეცი), შაცკიხი (არსენალი).

თურქეთი. სუპერლიგა. IX ტურის წინ

დღეს

ბუიუქშეჰირი-გაზიანთეპი 16:30

ანთალია-კონია 20:00

ტრაბზონი-გენჩლერბირლიგი 20:00

ხვალ

ანკარაგიუჯუ-ბურსა 15:30

მანიშა-კასიმფაშა 16:30

ფენერბაჰჩე-გალათასარაი 20:00

ზეგ

ქაისერი-ბეშიქთაში 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბურსა 7 5 2 0 10-3 20

2. ტრაბზონი 8 5 2 1 20-6 17

3. ქაისერი 8 5 2 1 13-4 17

4. ფენერბაჰჩე 8 5 1 2 24-11 16

5. კარაბიუკი 8 4 2 2 14-12 14

6. ანთალია 8 4 2 2 12-12 14

7. ბეშიქთაში 8 4 1 3 14-9 13

8. ანკარაგიუჯუ 8 4 1 3 15-11 13

9. გალათასარაი 8 4 0 4 12-12 12

10. გაზიანთეპი 7 2 4 1 6-4 10

11. ბუიუქშეჰირი 8 3 1 4 8-9 10

12. მანიშა 8 3 0 5 13-16 9

13. გენჩლერ. 8 2 2 4 6-13 8

14. კონია 8 1 3 4 9-16 6

15. ბუკა 8 1 3 4 4-7 6

16. ესკიშეჰირი 8 1 3 4 5-9 6

17. სივასი 8 1 3 4 7-19 6

18. კასიმფაშა 8 0 2 6 5-24 2

ბომბარდირები: 7 - ნიანგი (ფენერბაჰჩე); 6 - ბობო (ბეშიქთაში), ბაროში (გალათასარაი), ტიტა (ანთალია); 5 - ჩერნატი (კარაბიუკი), სიმპსონი (მანიშა).

საბერძნეთი. სუპერლიგა. VII ტურის წინ

დღეს

ატრომიტოსი-ქსანთი 18:15

ასტერასი-ირაკლისი 20:30

ვოლოსი-ლარისა 20:30

ხვალ

კავალა-ერგოტელისი 17:00

პანსერაიკოსი-კერკირა 17:00

პაოკ-პანიონიოსი 17:00

ოლიმპიაკოსი-არისი 21:30

აეკ-პანათინაიკოსი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ოლიმპიაკოსი 6 5 0 1 13-3 15

2. პანათინაიკოსი 6 4 2 0 11-5 14

3. აეკ 6 3 1 2 11-7 10

4. არისი 6 3 0 3 3-6 9

5. კავალა 6 2 3 1 6-5 9

6. ასტერასი 6 2 3 1 6-6 9

7. კერკირა 6 2 3 1 7-6 9

8. ირაკლისი 6 2 3 1 5-4 9

9. ერგოტელისი 6 3 0 3 4-6 9

10. ვოლოსი 6 2 2 2 8-8 8

11. ატრომიტოსი 6 1 3 2 7-9 6

12. ქსანთი 6 1 2 3 3-7 5

13. ლარისა 6 1 2 3 2-5 5

14. პაოკ 6 1 2 3 4-6 5

15. პანიონიოსი 6 1 1 4 4-7 4

16. პანსერაიკოსი 6 1 1 4 5-9 4

ბომბარდირები: 5 - სისე (პანათინაიკოსი); 4 - ჯებური (აეკ), ეპშტაინი (კერკირა); 3 - ბრეშკა (ვოლოსი), პერონე (ატრომიტოსი), ნაჩო სკოკო (აეკ), ონვუაჩი (კავალა).

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...