არც ისე დიდი ხნის წინ საშუალო უკრაინული დონის კლუბში ქართველზე დიდი მოთხოვნა იყო, ახლა კი ასეთში ჩვენებურების გამოჩენა მოვლენაა
ერთი რიგითი სტატისტიკური მაჩვენებელი ჩვენთვის საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა. სიმფეროპოლის "ტავრიას" ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა იმ ლეგიონერის სია გამოაქვეყნეს, რომელთაც ამ უკრაინული კლუბის ფორმა მოურგიათ.

უკრაინის დამოუკიდებელი ჩემპიონატების ისტორიაში (1992-2013) "ტავრიაში" სულ 70-მა ლეგიონერმა ითამაშა. საინტერესოა, რომ სიმფეროპოლურ კლუბში ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოდან და რუსეთიდანაა - 11-11 მოთამაშე, ანუ საერთო რაოდენობის 15,7-15,7 პროცენტი.

პირველი, ვინც კლუბის ფორმა მოირგო, დღეისათვის ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი მამუკა ჯუღელი გახლავთ, რომელიც "ტავრიაში" 1996-1997 წლებში თამაშობდა და საკმაოდ შედეგიანადაც - 26 მატჩი, 6 გოლი.

თუმცა ლეგიონერებთაგან გამორჩეული ვასილ გიგიაძე იყო, რომელიც 2000-2011 წლებში კლუბში სამჯერ დაბრუნდა და 166 შეხვედრაში გატანილი 37 გოლით ლეგიონერებში მეორე ადგილზეა - მას მხოლოდ ნიგერიელი ლაკი იდახორი უსწრებს (127 მატჩი, 38 გოლი).

სხვადასხვა დროს "ტავრიას" ფორმა მოურგიათ გოჩა ტრაპაიძეს (2000-2003), შოთა ჩომახიძეს (2001-2003), გია ჭანტურიას (2003-2004), გია იმედაძეს (2004), ზურაბ იონანიძეს (2003-2004), ძმებს კახა და ზვიად ჩხეტიანებს (2004), ალექსანდრე ამისულაშვილს (2006), ლადო ბურდულს (2008).

2004 წელს კი "ტავრია" ლამის "გაქართულდა" და ერთდროულად ექვსი ქართველი თამაშობდა - გიგიაძე, ჭანტურია, იმედაძე, იონანიძე, ძმები ჩხეტიანები.

და კიდევ კლუბისა და საქართველოს კავშირზე: სიმფეროპოლში ბათუმის "დინამოდან" გადავიდა ნიგერიელი თავდამსხმელი უჩუ უკვავე (2001-02).

ორიოდე დღის წინ ბოლნისის "სიონში" პაველ ჰაიდუჩეკი ჩაირიცხა - 2008-09 წლებში პოლონელმა ნახევარმცველმა ამ უკრაინულ კლუბში 37 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ეს ამბავი სწორედ მასზე ინფორმაციის მოძიების დროს აღმოვაჩინეთ.

დღეს სიმფეროპოლის კლუბში ქართველი არ თამაშობს. რა თქმა უნდა, სიმფეროპოლის "ტავრია" "რეალი" და "ბარსელონა" არ არის, იქ ქართველების არმოხვედრა რომ ვიგლოვოთ, მაგრამ პრაგმატულად, დასაფიქრებლად ღირს: არც ისე დიდი ხნის წინ საშუალო უკრაინული დონის კლუბში ქართველ მოთამაშეებზე დიდი მოთხოვნა იყო, ახლა კი ასეთში ჩვენებურების გამოჩენა მოვლენაა.

წლების წინ უკრაინაში ქართველები მთავარ როლებში იყვნენ და ერთმანეთს ბომბარდირობასაც ეცილებოდნენ (გიორგი დემეტრაძე და ვასილ გიგიაძე), ახლა კი მათი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა გვახარებს, გამორჩეულებში კი ორიოდეს თუ ასახელებენ.

რა თქმა უნდა, უკრაინული ჩემპიონატი ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა და ძველებზე უკეთესი ლეგიონერების ჩაყვანას ახერხებენ.

მაგრამ მეორეც არის - ალბათ, ქართული ფეხბურთიც ისე "გაიზარდა", რომ ჩვენს მოთამაშეებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა რომელიმე საშუალო დონის უკრაინული კლუბის ძირითად შემადგენლობაში 3-4 ქართველის გამოჩენა ზღაპარს ჰგავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუდუ
ისეთი ვცითარებაა ბავშვთა ფეხბურთში, რომ კიდევ უფრო დაეცემა ქართველი ფეხბურთელების დონე. საშინელი მდგომარეობაა :(
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა