ირაკლი ცირეკიძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია და საიტის მკითხველთა კითხვებს პასუხობს.

3 თებერვალს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე უტიტულოვანესი ქართველი ძიუდოისტის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ირაკლი ცირეკიძის აქტიური სპორტიდან გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალზე ქართველ ძიუდოისტს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა მოოქროვილი ბიბლია გადასცეს და დიდი სპორტიდან ახალ სარბიელზე, სამწვრთნელო ასპარეზზე გზა დაულოცეს.

ირაკლი ცირეკიძე, რომელიც ამჟამად საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელია, Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია და საიტის მკითხველთა კითხვებს პასუხობს.

ანდრო ლომთაძე:

- რატომ ხდება ისე, რომ წარმატებას აღწევს სპორტსმენი (ქართველზეა საუბარი) და შემდეგ ეშვება? შეხედეთ იაპონელ ძიუდოისტებს, 2-3-ჯერ ხდებიან ოლიმპიური ჩემპიონები. ჩვენ რა გვემართება? შენს შემთხვევაში როგორ იყო?

- არ ვიცი, ვისი მაგალითით შეიძლება იხელმძღვანელო, მაგრამ გვყავს ისეთი სპორტსმენები, ვისაც ორჯერ მიუღიათ მონაწილეობა ოლიმპიადაზე და მედლებიც აუღიათ. ძიუდოისტებში თუ არა, სხვა სპორტის სახეობაში არიან ასეთი სპორტსმენები.

იმასაც გააჩნია, სპორტსმენი რომელ ასაკში მიაღწევს ამ წარმატებას. ლაშა შავდათუაშვილთან დაკავშირებით თუ ვიმსჯელებთ, მას თავისუფლად შეუძლია, ორ ოლიმპიადაზე მიიღოს მონაწილეობა და წარმატებაც გაიმეოროს. აქედან გამომდინარე, ასაკზეა დამოკიდებული, ვინ რა პერიოდში აღწევს წარმატებას.

მკითხველი:

- მოგესალმები, ირაკლი. როგორ შეაფასებ პარიზის დიდ მუზარადზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას?

- თბილისის ევროპის თასისგან განსხვავებით, პარიზის დიდ მუზარადზე სრული გუნდით მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა მაინც გვაკლდა რამდენიმე სპორტსმენი, იგივე შავდათუაშვილი.

გარკვეული წლების შემდეგ ეს საკმაოდ ეფექტური შედეგი იყო. ბიჭებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.

ვფიქრობ, ნაკრები სწორ გზას ადგას და თუ ასე გააგრძელებენ უკვე ოფიციალურ ტურნირებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც გაახარებენ ქართველ გულშემატკივარს.

გიორგი, 40 წლის:

- ირაკლი, შენს კარიერაში ყველაზე გამორჩეულ ორთაბრძოლებსა და იმ ემოციებს თუ გაიხსენებ, ძალიან საინტერესო იქნება.

- გამორჩეული ორთაბრძოლებისგან ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო, რომელიც ყოველთვის მახსენდება, კორეელ ძიუდოისტთან შეხვედრაა, სადაც პარიზის გუნდურ ჩემპიონატში ვღებულობდით მონაწილეობას და ნახევარფინალში მოგვიწია კორეის გუნდთან შეხვედრა.

ჩემს წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გამოდიოდა. შეხვედრის დამთავრებამდე 4 წამი იყო დარჩენილი. ამ 4 წამში მივაღწიე გამარჯვებას და შემდეგ ისე გამოვიდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონებიც გავხდით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი.

ასევე, მახსენდება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. პირველ რიგში, სასიამოვნოა, რომ ფინალში გადიხარ და ორმაგად სასიამოვნოა, როცა შენი მოწინააღმდეგეც ქართველია, თუმცა სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ორ ქართველს გიწევთ გამოსვლა.

მკითხველი:

- ბატონო ირაკლი, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ. ძალიან მეწყინა, ლონდონში პოლიტიკური ნიშნის გამო რომ არ წაგიყვანეს, თქვენ კიდევ შეგეძლოთ 2-3 წელი ჭიდაობა და რატომ გადაწყვიტეთ სპორტიდან ნაადრევად წასვლა? გისურვებთ წარმატებებს სამწვრთნელო კარიერაში.

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით მოხდა. არანაირი ზეწოლა არავის მხრიდან არ ყოფილა, პირიქით, სპორტის სამინისტროდან და ოლიმპიური კომიტეტიდან იყო სურვილი, რომ მე წავსულიყავი ოლიმპიადაზე, მაგრამ იყო რიგი მომენტები, რაზეც ბევრი ვიფიქრე.

იმ დროისთვის არ ვიყავი ისეთ კონდიციებში, როგორც წინა ოლიმპიადაზე და ასე ვთქვათ, ფავორიტის სტატუსი აღარ მქონდა. ალბათ, უფრო საკუთარი თავიდან გამომდინარე გადავწყვიტე ასე და არა ვინმეს გადაწყვეტილებით ან ზეწოლით.

დათო, 30 წლის:

- ირაკლი, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზად რა მიგაჩნიათ? რა თქმა უნდა, შავდათუაშვილის გამოკლებით, რომლისგანაც ოქროს ყველაზე ნაკლებად მოველოდით.

- იმ დროს ჩვენთან უცხოელი მწვრთნელი მუშაობდა, რომლის მიმართ ბევრი კრიტიკა ისმოდა. იყო გარკვეული მომენტები, რაშიც ეთანხმებოდნენ და პირიქით. არ მინდა მის ნაკლოვანებებს შევეხო და მის მინუს-პლუსებზე ვისაუბრო, თუმცა გუნდში მაინც შეინიშნებოდა გადაღლილობა და ინერტულობა.

პოტენციალი ნამდვილად უფრო მეტი აქვს ამ გუნდს, მით უმეტეს, ახალგაზრდები არიან და იმედია, მსგავსი იმედგაცრუება სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს აღარ ექნება.

ჯაბა ბერიძე, 45 წლის:

- ბატონო ირაკლი, როგორც უდიდესი ტიტულებისა და გამოცდილების მქონე, რომელ ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტებში ხედავთ მომავალს?

- საქართველოში ტალანტები არასდროს გვაკლდა და ძირითადად, ნიჭის ხარჯზე აღწევდნენ წარმატებას, თუმცა უდიდესი შრომის გარეშე არაფერი ხდებოდა.

ყველა ადამიანს ჰყავს საკუთარი ფავორიტები და მეც მინდა, იმ პატარა ბიჭებიდან თუნდაც რამდენიმე გამოვყო.

ბექა ღვინიაშვილსა და მის თანატოლ გურამ თუშიშვილს გამოვყოფდი, რომლებიც ჯერ 17 წლისანი არიან, თუმცა პოტენციალი ნამდვილად აქვთ, რომ წარმატებას მიაღწიონ. ასე ვიტყოდი, ჩემი ფავორიტები არიან.

მკითხველი:

- ირაკლი, დღემდე ბურუსით არის მოსილი, თუ რა მოხდა ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატზე. რატომ მოხდა ტატამზე შენი დაგვიანებით გამოსვლა, კონკრეტულად ვის მიუძღვის ამაში წვლილი? იქნებ გულახდილად გვიპასუხო. ასევე, მაინტერესებს 2012 წლის ოლიმპიადაზე შენი არწასვლის მიზეზი. როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობდა, მას შენი წაყვანა უნდოდა და შენ იუარე. მე, როგორც შენს დიდ გულშემატკივარს, არ მჯერა, რომ შენი პირადი სურვილით თქვი უარი. ძალიან გთხოვ, ამ თემაზეც გულახდილად გვიპასუხე. წარმატებებს გისურვებთ სამწვრთნელო კარიერაში. მადლობა.

- ამასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია გაჟღერდა და ბევრი ითქვა. სიმართლე იციან მხოლოდ იქ მყოფმა ადამიანებმა და მე, რა თქმა უნდა.

რას უნდა გრძნობდეს ადამიანი, რომელიც მთელი წელი ემზადება გარკვეული შეჯიბრისთვის და მით უმეტეს, როცა მედლის გემოც იცის?!

ორი ორთაბრძოლა მოგებული მქონდა და გამოდის ისე, რომ ვეღარ აგრძელებ ასპარეზობას დაგვიანების გამო. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს.

მიზეზებს რაც შეეხება, ბევრი ფაქტორი იყო, რომელმაც იმოქმედა. ეს იყო ორგანიზატორების მხრიდან უყურადღებობა, რომლებმაც მეორე დღეს გასახურებელ დარბაზში გამოსაცხადებელი მიკროფონები დააყენეს ამის გამო.

ასევე, ხელმძღვანელები, ვინც უშუალოდ ნაკრებს ახლდა, ვისი პრეროგატივაც იყო, სპორტსმენი საჭიდაო ხალიჩამდე თავის დროზე მიეყვანა.

სპორტსმენს მხოლოდ დასვენება ევალება, ხოლო მწვრთნელებმა შესაბამის დროს უნდა გააფრთხილონ ორთაბრძოლის დაწყების შესახებ. ალბათ, ეს კითხვა მწვრთნელებს უნდა დაუსვათ.

ქართველ გულშემატკივარს, ვისაც ეს აზრი აწუხებს, შეუძლია იცოდეს, რომ იყო ორგანიზატორების ბრალი, რომლებმაც აღიარეს შეცდომა და მეორე დღეს გამოსაცხადებელი მიკროფონები დადგეს და მწვრთნელები, რომლებსაც ეს სამწუხარო ფაქტი დაემართათ.

Video

ირაკლი ცირეკიძე გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!