გორის "დილას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა საქართველოში თავის ყოფაზე გულახდილად ისაუბრა
გორის "დილას" ბრაზილიელი ლეგიონერი რამოს დოს სანტოს ლეონარდო, რომელიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება, ბელორუსმა ჟურნალისტებმა გაიხსენეს - 20 წლის ფეხბურთელი საქართველოში ჩამოსვლამდე მინსკის "დინამოს" ღირსებას ორი წლის განმავლობაში იცავდა.

ვრცელი ინტერვიუდან ჩვენ იმ მონაკვეთს შემოგთავაზებთ, სადაც გორელთა ბრაზილიელი ნახევარმცველი საქართველოზე, ჩვენს ჩემპიონატსა და "დილაში" თავის ყოფაზე გულახდილად საუბრობს.

- როგორ ხარ?

- კარგად, ყველაფერი ბრწყინვალედაა. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ჩვენი გუნდი აგერ, უკვე კვირაა, თურქეთში ემზადება.

სერიოზულად ვვარჯიშობთ. ყოველდღე დავრბივართ და ფიზიკურ კონდიციებს ვიმაღლებთ. მთავარმა მწვრთნელმა (რედ. ვალდას ივანაუსკასი) თავიდანვე გვითხრა, თურქეთში გატარებულ ამ ორ კვირაში მიღებული ფიზიკური ფორმა მთელი წლის განმავლობაში უნდა გაგყვეთო. სწორედ ამისთვის ვვარჯიშობთ, ვვარჯიშობთ და ვვარჯიშობთ...

- როგორ მოხდა ფეხბურთში თქვენი დაბრუნება?

- მინსკის "დინამოსთან" განშორების შემდეგ კარიერის გაგრძელების სურვილის შესახებ აგენტს ვაცნობე. მან "დილას" ვარიანტი გამოძებნა.

ხელფასი იმაზე მაღალი შემომთავაზეს, ვიდრე მინსკის "დინამოში" მქონდა. თანაც, საქართველო ბელორუსისგან არცთუ შორსაა. ჩემს მეგობრებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მესტუმრონ.

ერთი სიტყვით, გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ის 1 ივნისამდე მოქმედებს. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი. შესაძლოა, "დილასთან" თანამშრომლობა გავაგრძელო, შესაძლოა - არა.

- საქართველოში გადაბარგებამდე ამ ქვეყანაზე იცოდი რამე?

- მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ქართველები ტექნიკური ფეხბურთელები არიან. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბრაზილიელებისადმი, თუკი ეს უკანასკნელნი თავს ნორმალურად წარმოაჩენენ. ეს ძალიან მომწონს.

- ქართულ ფეხბურთზეც გვითხარით...

- მგონია, რომ ქართველებს ფეხბურთი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ბელორუსებს. ტრიბუნებზეც მეტი ხალხია და თამაშს საკადრისი ყურადღება ეთმობა.

ფეხბურთელთა კვალიფიკაციის მხრივ კი, საქართველო ჩამორჩება ბელორუსს, მაგრამ მე უფრო ფეხბურთის ქართული სტილი მომწონს. ის ბრაზილიურს ჰგავს. თამაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ზოჯერ - ზედმეტად დუნედაც კი. შეგიძლია მიიღო ბურთი, დაფიქრდე, თუ რა მოიმოქმედო შემდეგ.

ბელორუსში კი რეაგირება სწრაფად გმართებს - იქ გაცილებით კონტაქტურად, ათლეტურად თამაშობენ.

- ჩემპიონატი რომელი ქვეყნისა უფრო ძლიერია?

- აი, ეს კი არ ვიცი… ვფიქრობ, მაინც ბელორუსის, თუმცა დარწმუნებული არ ვარ.

- გუნდში კარგად დამკვიდრდი?

- შეიძლება ითქვას, კი. მუდმივად ვთამაშობ. ეგ კი არა, არ ყოფილა მატჩი, შევეცვალე. თუმცა, იყო ერთი შემთხვევა, რომლის გამოც გარკვეული დროით უთამაშებელი დავრჩი...

- გვიამბე, რა მოხდა...

- თბილისის "დინამოს" ვეთამაშებოდით. ჩვენთვის ეს დერბია. გამარჯვებული პირველ ადგილს დაიკავებდა. მოკლედ, საქმე ისე წარიმართა, 0:3-ს ვაგებდით.

ორთაბრძოლისას მეტოქის მცველმა (რედ. ოთარ ხიზანიშვილი) თავში იდაყვი ჩამარტყა. წარმოგიდგენიათ? მადლობა ღმერთს, საფეთქელში არ მომხვდა.

გავმწარდი, მდგომარეობიდან გამოვედი და შევაფურთხე. დაიწყო ჩხუბი...

- დისკვალიფიკაციით დაგსაჯეს?

- ჰო, ერთი თვე გამიცდა.

- და რატომ მოიქეცი ასე?

- განრისხებული ვიყავი, თავს ვერ ვაკონტროლებდი. ეს ცუდია. მატჩი კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ხომ გითხარით, ნამდვილი დერბი იყო - ბონუსად კარგ პრემიებსაც კი გვპირდებოდნენ.

- მაინც რამდენია "დილაში" პრემია?

- ცოტა მეტი, ვიდრე მინსკის "დინამოში".

- "დინამოში" რამდენი იყო?

- "დინამოში" ათასს იძლეოდნენ.

- "დილაში"?

- 1500-1600-ს იძლევიან.

- შენი ბელორუსი მეგობარი გოგონა სადაა და როგორაა?

- ოჰ, დრამატული ისტორიაა. როცა ბელორუსიდან ბრაზილიაში წავედი, ვიჩხუბეთ და დავშორდით.

ოთხი-ხუთი თვე ჩვენ შორის არაფერი იყო, მაგრამ საქართველოში როცა დავბრუნდი, შევრიგდით.

როცა თურქეთში შეკრებას დავასრულებთ, ის თბილისში გადმობარგდება. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეიძლება ვიქორწინოთ კიდეც.

- თბილისში ცხოვრობ?

- ჩვენი გუნდი გორიდანაა, "დილა" ჰქვია, მაგრამ თბილისში ვვარჯიშობთ. გორში კი მეტოქეებს ვმასპინძლობთ.

- მოგწონს საქართველო?

- ბევრი ძველი ნაგებობაა, მათ შორის ისეთებიც, დღე-დღეზე რომ დაინგრევა, თუმცა ხალხი ძალიან კეთილია.

რუსული ყველამ იცის და კარგია, რომ ბელორუსში შევისწავლე ენა. მომწონს საქართველო.

- ბინა სად უფრო ძვირია, ბელორუსში თუ საქართველოში?

- ბელორუსში. მინსკში ბინაში 700 აშშ დოლარს ვიხდიდი, თბილისში - 650-ს.

- თავისუფალ დროს თბილისში როგორ ატარებ?

- თბილისი ჯერ კარგად არც შემისწავლია, თუმცა ერთი საინტერესო კაფე კი აღმოვაჩინე.

- ბელორუსში არაფერი გენატრება?

- ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, გოგონები.

- გასაგებია. სხვა არაფერი?

- ლუდი. ის ბელორუსში ძალიან კარგი გაქვთ. საქართველოში ლუდს იშვიათად ვსვამ.

მომზადებულია www.goals.by-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ლეონარდო რამოსი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

დინამო-დილა 3:0 - საჩემპიონო განაცხადი [VIDEO]

გორის "დილამ" 20 წლის ბრაზილიელი შემტევი ლეონარდო წარადგინა

ana
ცოტა დაკვირვებით რო ცაგეკითხა მიხვდებოდიი მერა ტო დავცერე ეს კომენტარიი... პირიქიტ მე ჩემ კომენტარს ვაკრიტიკებბ სხვები წერენ მსგავსს კომენტარებსს და ბოლოშიც მაგიტომ მივაცერე ესეტ კომენტარს ველოდები ტქოო.)) ასე რომ .....
terasini
ana ანუშკი დავაი რააა....შენ არც ბელარუს გოგოებს იცნობ და არც იკაურ ლუდს---და ვაბშე ფეხბურთის დონნეზეც მართალს ლაპარაკობს
ana
შე კარგიიოო ადამინოო სადმე ჰოლანდიდიან მაინც ყოფილიკავი ლუდზე როა მბობ რა ლუდია ქვთ ბელარუსებსს ფტფუიი ეს მახინჯ მაკაკა ბრაზილიელი ნახეეე ჩვენ გოგონებიც კარგი გვკავსს და ლუდიც და ქვეყანაც თუა რ მოგცონს წაემესეე რაააა ძალლიან გთხოვ და ბიჭები როგორიი ხო არიან დამრტყმელებიი ოტარას უნდა გაეგდეე სჰენნ წიხლ კვეშ და მერე ბობგვიტ დალებვდი ჩვენ საოცარ ლუდს ნატახტარსს არა ზედაზენს :))) ესეტი სტილის კონმენტრების ველოდებიი
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა