თუ ასე გაგრძელდა, სერია A-ს ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ადგილს აუცილებლად წაართმევს
ბუნდესლიგას სერია A-სთვის ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ადგილის წართმევა წინა სეზონშიც შეეძლო და თანაც, ბოლო მომენტამდე. საკმარისი იყო, „ბაიერნს“ ჩემპპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერთან“ მინიმუმ ძირითადი დრო მაინც დაემთავრებინა ფრედ, რომ ამ სეზონიდან, გერმანიაში ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად უკვე ოთხი გუნდი იბრძოლებდა, მაგრამ „ინტერმა“ „ბაიერნი“ ძირითად დროში დაამარცხა და ბუნდესლიგას სერია A-სთვის გასწრების საშუალება არ მისცა.

ახალი სეზონი თითქმის სამი თვეა, რაც დაიწყო და დღევანდელი მდგომარეობით, უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში გერმანიის ჩემპიონატი იტალიის პირველობას უკვე უსწრებს და თანაც, იმდენად (ხუთი ქულით), რომ თუ იტალიურმა კლუბებმა ძალიან არ მოინდომეს, გაისად სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაში უკვე სამი გუნდი გავა, გერმანიიდან კი ოთხი.

უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგს უკვე 30-წლიანი ისტორია აქვს და იმისათვის დგება, რომ განაწილდეს, რომელ ქვეყანას რამდენი კლუბი ეყოლება ევროტურნირებზე. ჩემპიონთა ლიგაში თუ ევროპის ლიგაში მოასპარეზე კლუბები თითოეული ქულისთვის, გამარჯვებისთვის თუ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის სპეციალურ ქულებს აგროვებენ, რის შედეგაც დგება რეიტინგი, რომლის აქტუალურ ვერსიას ქვემოთ გაეცნობით:

ადგ.(შარშან) ქვეყანა 06/07 07/08 08/09 09/10 10/11 სულ

1. (1.) ინგლისი 16.625 17.875 15.000 17.928 7.357 74.785

2. (2.) ესპანეთი 19.000 13.875 13.312 17.928 6.071 70.186

3. (4.) გერმანია 9.500 13.500 12.687 18.083 7.500 61.270

4. (3.) იტალია 11.928 10.250 11.375 15.428 5.714 54.695

5. (5.) საფრანგეთი 10.000 6.928 11.000 15.000 5.416 48.344

6. (9.) პორტუგალია 8.083 7.928 6.785 10.000 7.200 39.996

7. (6.) რუსეთი 6.625 11.250 9.750 6.166 5.583 39.374

8. (7.) უკრაინა 6.500 4.875 16.625 5.800 4.250 38.050

9. (10.) ჰოლანდია 8.214 5.000 6.333 9.416 5.666 34.629

10. (11.) თურქეთი 6.100 9.750 7.000 7.600 3.400 33.850

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა