გვარდიოლას მერე "სკაი იტალიას" ყველაფერი დაეჯერება!
ადრეც არაერთხელ გავრცელებულა ცნობები იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი შეიძლება მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდეს.

მაგრამ ახლა ასეთ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით "სკაი იტალია" ავრცელებს, რომელმაც ამას წინათ საფეხბურთო სამყაროს ყველაზე ადრე შეატყობინა, რომ ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად ინიშნებოდა. შესაბამისად, ეს ახალი ინფორმაციაც, მინიმუმ, სპეკულაციაზე მეტია.

"სკაი იტალიას" ცნობით, 24 წლის ლევანდოვსკი მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა და ზაფხულიდან კარიერას ბავარიულ გრანდში გააგრძელებს. "ბაიერნის" ბოსებმა 5 თებერვალს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მანამდე კი, კერძოდ, კვირას, "ბორუსიას" ხელმძღვანელებმა პოლონელ გოლეადორთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა: "ამ ინფორმაციაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არაფერი ვიცი. თუ ჩვენი ფეხბურთელი ჩვენგან დამოუკიდებლად ვინმეს ელაპარაკება, ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით და იმედი გვაქვს, რომ ლევანდოვსკი "დორტმუნდის" ზურგსუკან არავის ელაპარაკება!"

ლევანდოვსკის "დორტმუნდთან" კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ახალი ხელშეკრულება ჯერაც არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს, ზაფხულში "დორტმუნდის" ბოსებს მისი გაყიდვა მოუწევთ, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგონ. ცნობილია ისიც, რომ რობერტის გადაბირება ძალიან უნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონსაც.

"ბაიერნს" ამჟამად სამი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი ჰყავს: მარიო გომესი, მარიო მანჯუკიჩი და კლაუდიო პისარო. თუმცა ამ უკანასკნელს რეკორდმაისტერთან ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი "დორტმუნდში" 2010 წლიდან თამაშობს და მას მერე ბუნდესლიგის 86 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბუნდესლიგა. XX ტური: 12 ქულა და ჯანმრთელობა [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა