ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ახალი სკანდალის ახალი დეტალები: სინგაპურელი მაფიოზი და კონკრეტული მატჩები...

ახალი სკანდალის ახალი დეტალები: სინგაპურელი მაფიოზი და კონკრეტული მატჩები...

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სინგაპურელი მაფიოზის ფოტო, რომელიც ევროპოლის გამოძიების ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტი უნდა იყოს
5 თებერვალს ასობით ჩაწყობილი მატჩის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს სინგაპურელი მაფიოზის ფოტო, რომელიც ევროპოლის გამოძიების ერთ-ერთი უმთავრესი ობიექტი უნდა იყოს.

გაზეთმა "ბილდმა" კი 380 მანიპულირებული მატჩიდან ხუთი შეხვედრა დააკონკრეტა.

ეს კაცი ახალი და, როგორც ჩანს, მართლაც ყველაზე მასშტაბური სკანდალის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი უნდა იყოს.

სინგაპურში მას "ნათლიას" უწოდებენ. მისი სახელია ენგ ტან სეეტი - მეტსახელად "დან ტანი". ის 47 წლისაა.

ცნობილია, რომ ევროპოლის გამოძიების კვალი პირდაპირ სინგაპურში მიდის - მატჩების აბსოლუტური უმრავლესობის მანიპულირება სწორედ იქიდან ხდებოდა და ხდება. სწორედ სინგაპურიდან კონტროლდებოდა ყველა მანიპულაცია, რომელიც ევროპოლის მიერ გამომზეურებულ სკანდალს ეხება.

გაზეთ "ბილდის" ინსაიდერების ცნობით, თამაშების ჩაწყობა აზიიდან ყველაზე ადვილია, რადგან იქ არალეგალურ ფსონებზე არც ისე სერიოზული სასჯელია გათვალისწინებული. მატჩების მანიპულირებით აზიაში დღესდღეობით გაცილებით მეტი ფული იშოვება, ვიდრე ნარკობიზნესით ან ადამიანების გაყიდვით.

"დან ტანი" აზიური ბუკმეკერ-მაფიის ერთ-ერთი მთავარი ბოსია. ცნობილია, რომ ის 2011 წელს იტალიაში გახმაურებულ სკანდალშიც მონაწილეობდა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის წინ კი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ამხანაგურ მატჩებს აწყობდა.

ევროპული მედიის ცნობით, "დან ტანს" ინტერპოლიც ეძებს, მაგრამ მისი დაკავება ვერაფრით ხერხდება - როგორც ჩანს, სინგაპურში მას სერიოზული მფარველები ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ინტერპოლმა "დან ტანის" კვალი 2011 წლის ბოლოს დაკარგა.

2011 წლის 22 მაისს მას "ლაციოსა" და "ლეჩეს" მატჩის მანიპულირება ედება ბრალად. როგორც ირკვევა, სწორედ მან ჩააწყო ეს მატჩი და ერთ-ერთ ტოტალიზატორში 2 მილიონი ევრო დადო იმაზე, რომ ამ შეხვედრაში 4-ზე მეტი გოლი გავიდოდა. თამაში 4:2 დამთავრდა და "დან ტანმა" 3-მილიონიანი მოგება ნახა.

"დან ტანის" უპირველესი პარტნიორია ვილსონ რაი პერუმალი, რომელიც ასევე სინგაპურელი გახლავთ და რომელიც ახლა ფინეთში იხდის სასჯელს - ის როვანიემის ციხეში ზის. ეს უკანასკნელი 2011 წელს ფინეთში "როვანიემის" თამაშის მანიპულირებისთვის გაასამართლეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"ბილდის" ცნობით, პერუმალმა რამდენიმე თამაშზე განათება გამოართვევინა, რათა მატჩის დასრულება რამდენიმე წუთით გაწელილიყო და ამ დროს ის უდიდესი ფსონების დადებას ასწრებდა.

ესპანეთიც გასვრილია!

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მატჩების მანიპულირება ჩვენთანაც ხდებაო.

"ასეთი სახის კორუფცია ესპანეთშიც ხდება და ეჭვი მაქვს, რომ მისი გამოაშკარავება არა მარტო დამნაშავეებს, არამედ გასვრილი კლუბების ხელმძღვანელებსაც არ აწყობთ. მეტიც, ისინი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებენ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც გასვრილები არიან," - უთხრა მან გაზეთ "მარკას".

როგორც იცით, ევროპოლის დირექტორმა რობ ვაინრაიტმა ეჭვმიტანილი კლუბების ან პიროვნებების ვინაობა არ დააკონკრეტა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ გახმაურებული ცნობები მხოლოდ "აისბერგის მწვერვალია" და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკონკრეტებას ჯერ არ უნდა ველოდოთ. თუმცა მან თქვა, რომ მანიპულირებული მატჩები იყო ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის ტოპ-ლიგებშიც, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევებში.

გერმანიიდან ამ სიაში მხოლოდ ქვედა ლიგების შეხვედრებია, პირველი ბუნდესლიგა კი სუფთა ჩანს. "ბილდის" ცნობით, 380 მატჩიდან 70 გერმანიის ქვედა ლიგებიდანაა, 151 ეჭვმიტანილი კი გერმანიაში ცხოვრობს.

"პოლიციასთან ყველამ უნდა ითანამშრომლოს, რადგან მანიპულატორებს მხოლოდ ასე დავამარცხებთ. ჩაწყობილი თამაშები ფეხბურთში ძალიან მომრავლდა და ეს ყველამ იცის. შესაბამისად, ამ უბედურებას ერთად უნდა ვებრძოლოთ," - ეს ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის სიტყვებია.

თუმცაღა, თავად ბლატერსაც არ აქვს მთლად პატიოსანი ფუნქციონერის იმიჯი...

ახალი სკანდალი ციფრებში

ევროპული ფეხბურთისთვის ტრაგიკული ცნობები მთელ მსოფლიოს ძალიან სწრაფად მოედო, თუმცა რაკი ინფორმაცია ოფიციალურად ევროპოლმა გააჟღერა, საუბარი მხოლოდ ჩვენი კონტინენტის პრობლემატიკაზე იყო. თუმცა ევროპოლის ხელმძღვანელებმა ისიც დასძინეს, რომ თუკი ევროპაში 2008-იდან 2011 წლამდე 380 მატჩია მანიპულირებული, აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში მინიმუმ საეჭვოა კიდევ 300-ზე მეტი შეხვედრა. მოდით, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ევროპოლის რიცხვებს.

- 380 მანიპულირებული მატჩი 2008-იდან 2011 წლამდე.

- კიდევ 300-ზე მეტი საეჭვო შეხვედრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით

- 425 ეჭვმიტანილი ფეხბურთელი, ფუნქციონერი, მსაჯი და სხვა კრიმინალი

- 8 მილიონი ევროს ოდენობის ოფიციალური მოგება

- 2 მილიონი ევროს ოდენობის მოსასყიდი ფული

ჩაწყობილი მატჩები

გერმანულმა გაზეთმა "ბილდმა" 380-იდან 5 მატჩი გამოარკვია. აი, ისინიც:

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი

სტაბეკი-ტირანა 4:0 (21.07.2009)

ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპი

რაპიდი-ვლაჟნია 5:0 (16.07.2009)

ვლაჟნია-რაპიდი 0:3 (23.07.2009)

ფენერბაჰჩე-ჰონვედი 5:1 (30.07.2009)

ლუბლიანა-მეტალურგი (დონ.) 0:3 (06.08.2009)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ახალი სკანდალი: ევროპოლმა ბომბი გახეთქა!

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო