არგენტინელი ალბათ იანვარში წავა
მარტინ დემიკელისი წლების მანძილზე მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არგენტინელ მცველს ზამთარში რეკორდმაისტერის დატოვება მოუწევს. თვითონ ფეხბურთელი ძალიან მძიმე ვითარებაზე (მასსა და მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს შორის) საუბრობს და არ მალავს, რომ „ბაიერნიდან“ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

დანიელ ვან ბუიტენის დაშავების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში წესით მას უნდა ეთამაშა, მაგრამ ვან გაალმა, რომელიც დემიკელისზე აგვისტოდანაა გაბრაზებული, სასტარტოში ნომინალური საყრდენი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი დაცვაში დააყენა, დემიკელისი კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. და როცა ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ვან გაალს ჰკითხეს, რატომ ათამაშეთ ტიმოშჩუკი დაცვაშიო, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა უპასუხა, სხვა ალტერნატივა არ მქონდაო. „მარტინ დემიკელისი ცენტრალური მცველია, მაგრამ ამ ეტაპზე თავის საქმეს არცისე კარგად აკეთებს,“ - დასძინა ვან გაალმა.

მიმომხილველთა ვარაუდით, ვან გაალი დემიკელისს აღარ ენდობა. ამიტომაცაა, რომ ლუისმა მარტინს საყრდენი ტიმოშჩუკი ამჯობინა. თვითონ მარტინი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვან გაალთან სერიოზული პრობლემები აქვს და რომ წასვლაზე ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა