6 თებერვალს, თბილისის დროით 22 საათზე, ტირანას "ქემალ სტაფაზე" ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი დაიწყება
6 თებერვალს, თბილისის დროით 22 საათზე, ტირანას "ქემალ სტაფაზე" ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი დაიწყება.

სანამ ჩვენი ნაკრების სიახლეებს გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ ამ შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟის საკითხი დადებითად გადაწყდა და მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ტელეეთერით ვიხილავთ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 21 ფეხბურთელიღა დარჩა.

ნაკრებს გამოაკლდა გასული წლის საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრე ამისულაშვილი. "კრასნოდარიდან" "კრილია სოვეტოვში" გადასული მცველი ტირანაში ტრავმის გამო ვერ ჩავიდა.

შეგახსენებთ, მანამდე ჩვენს ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ჯანო ანანიძე, ნუკრი რევიშვილი და მურთაზ დაუშვილი.

ქეცბაიამ სანაკრებო სიას ნიკოლოზ გელაშვილი და მეკარე გიორგი მაკარიძე დაამატა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრების საალბანეთო სიამ ასეთი სახე მიიღო:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (ორივე - დილა, გორი) ილია კანდელაკი (ინტერი, აზერბაიჯანი), მამუკა კობახიძე (ალანია, რუსეთი);

ნახევარმცველები: ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე - დნიპრო, უკრაინა), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

საქართველოს ნაკრებმა "ქემალ სტაფაზე" ივარჯიშა. წვრთნამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. ჩვენი გუნდი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო "ტირანა ინტერნეიშენელშია" დაბინავებული.

5 თებერვალს, გვიან ღამით კი, სფფ-ის პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, რომ გიორგი ლორიამ, რომელსაც ენტეროვირუსის გამო ვარჯიში გაუცდა, შესაძლოა, ალბანეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

ალბანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ჯანი დე ბიაზიმ 6 თებერვალს გასამართი შეხვედრისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: სამირ უიკანი (კიევო, იტალია), ეტრიტ ბერიშა (კალმარი, შვედეთი);

მცველები: ანდი ლილა (იანინა, საბერძნეთი), კრისტი ვანგიელი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ლორიკ კანა (ლაციო, იტალია), დებატიკ ცური (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), მერგიმ მავრაი (ფიურტი, გერმანია), ანსი აგოლი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი), ელსეიდ ჰუსაი (ემპოლი, იტალია);

ნახევარმცველები: ემელიანო ვილა (იანინა, საბერძნეთი), იამირ ჰუკა, ბურიმ კუკელი (ორივე - ლუცერნი, შვეიცარია), არმანდო ვაიუში (ლიტექსი, ბულგარეთი), ალბან მეჰა (პადერბორნი, გერმანია), ელის ბაქაი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ოდისე როში (ფრანკფურტი, გერმანია);

თავდამსხმელები: ედგარ ჩანი (კატანია", იტალია), ბექიმ ბალაი (სპარტა, ჩეხეთი), ბრესარტ ბერიშა (ბრისბენი, ავსტრალია), არმანდო სადიკუ (ლუგანო, შვეიცარია), ერიონ ბოგდანი (სიენა, იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშია: ალბანელებთან რთული მატჩი გველის

დავით თარგამაძე: ალბანეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა

ალბანელთა თავკაცი ჯანი დე ბიაზი: ქართველებს მაღალ ტემპში შეუძლიათ თამაში

ზურაბ ხიზანიშვილი: კარგი იქნებოდა, ქეცბაიას საქმეში ყველა ენახა...

ramo
სამი თავდამსხმელიდან არცერთი არ თამაშობს ძირითადში, თანაც ყველა ჭიჭი მიჭი გუნდებშია.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა