"მარბელას თასზე" ნახევარფინალურ შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 7 თებერვალს კიდევ ერთ ბუქარესტულ კლუბთან, "დინამოსთან" გამართავს
4 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" ესპანეთში "მარბელას თასის" პირველ შეხვედრაში რუმინულ "რაპიდთან" პენალტების სერიით გაიმარჯვა - 4:3 (ძირითადი დრო 1:1).

"სან პედროს" სტადიონზე გამართული შეხვედრის ოპერატიულ მასალაში რამდენიმე საინტერესო ამბავი არ აგვისახავს, მაგალითად, გუნდში მომხდარი გადაადგილებები.

გია გეგუჩაძემ ზაზა ჭელიძე ნახევარდაცვაში "საყრდენად" დააყენა. 25 წლის მოთამაშე ქართველმა გულშემატკივარმა სწორედ ამ ამპლუაში გაიცნო, მაგრამ "ტორპედოში" ცენტრალურ მცველად ათამაშებდნენ.

ახლა კი "ტორპედოს" დაცვის ცენტრი შეიცვალა: ამ ამპლუაში ახალწვეულები, ბიძინა ცინცაძე და გიორგი ონიანი ასპარეზობენ.

ქართულ-რუმინულ დაპირისპირებაში "რაპიდის" გოლი მთლიანად მთავარი არბიტრის სინდისზეა: მატჩს რუმინული არხი გადასცემდა და კომენტატორმა სიცილი ვერ შეიკავა, როდესაც ჰო იანგ მაემ 24-ე წუთზე კურიოზული ჯარიმა დანიშნა. რუმინელთა ფორვარდმა ქუთაისელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი საჯარიმოში მოცელა, მაგრამ არბიტრმა "ტორპედო" დააჯარიმა და ნიკოლაე გრიგორემ ბურთი ამ თავისუფალი დარტყმის შედეგად გაიტანა.

ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა თავდამსხმელმა ბექა ტუღუშმა. მისი მშვენიერი ფლანგური გარღვევის შემდეგ გაიტანა გოლი გიორგი ფანცულაიამ და საერთოდაც, მთელი შეხვედრის განმავლობაში რუმინელ მცველებს პრობლემებს უქმნიდა.

ტუღუშის ტექნიკაზე რუმინელი კომენტატორი მაშინ ლაპარაკობდა, როდესაც პენალტის შესასრულებლად მოემზადა - ეს დარტყმაც თავდაჯერებულად და ეფექტურად შეასრულა და მორიგი კომპლიმენტიც დაიმსახურა.

ქუთაისელთაგან, ტუღუშის გარდა, პენალტები ზუსტად შეასრულეს ნიკა ფირცხალავამ, გიორგი გურულმა და მეკარე ომარ მიგინეიშვილმა. რუმინელთა მეკარეს მხოლოდ ვახტანგ კვარაცხელიამ ვერ აჯობა.

ბუქარესტის "რაპიდი" რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იყო უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მონაწილე, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საკლუბო რეიტინგში 77-ე ადგილზეა, ქუთაისელებთან დაპირისპირებამდე კი ყაზანის "რუბინს" 1:0 მოუგო.

იმედია, თუნდაც არაოფიაციალურ შეხვედრაში მასთან გამარჯვება ქართული გუნდისა და თითოეული მოთამაშის მენტალურ ზრდას ხელს შეუწყობს.

დაბოლოს: ნახევარფინალურ შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 7 თებერვალს კიდევ ერთ ბუქარესტულ კლუბთან, "დინამოსთან" გამართავს. რუმინელებმა მეოთხედფინალში პოზნანის "ლეხს" ალექსანდრუ დანდეას, მირჩა აქსენტესა და ალექსანდრ კურტიანუს გოლებით 3:1 სძლიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედომ" ესპანეთში ბუქარესტის "რაპიდი" დაამარცხა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა